“როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს”
“დავფიქრდეთ, რამე ხომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დღეს, რაც უნდა შევცვალოთ, როცა ვევედრებით უფალს – ეს იქნება პირადი საკითხები თუ საქვეყნო. როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. ხშირია და რა სამწუხაროა, როდესაც მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ჩვენ ვეხებით ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, დიდი უხეშობას, უცენზურობას, გინებას. შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ აფექტში საუბრისას შეიძლება კიდევ წამოცდეს რაღაც ადამიანს, მაგრამ როდესაც წერს სოციალურ ქსელში და ტექსტი სავსეა ლანძღვით, გინებით, სიძულვილით, შეიძლება რომ ასეთი ადამიანის გულში მადლი იყოს?! – რა თქმა უნდა, არა. მან შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც თვითონ ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში, ეს მონობაა. თავისუფლება არის, როდესაც ჩვენ დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე და ვღებულობთ ღვთის მადლს,” – მეუფე შიოს ქადაგებიდან
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ვეთანხმები სტატიის ავტორს,ხშირად გაბრაზებისა საკუთარ გულში ჩამიხედავს და აღმომიჩენია,რომ ეს აარის პასუხი…ეს სიძულვილისა და ბრაზის არაადექვატური გამოვლინებაა…
gmertma yvela daifaros sidzulvilisgan. sidzulvili yvelas da YVELAFERS ANADGUREBS.
DIDI TU XAR SIDZULVILI AR GAQVS
nebismieri didi adamiani tavisufalia sidzulvilisgan, siborotisgan, mrisxanebisgan. is yoveltvis`sheecdeba gonivruli da mshvidi gadawyvetilebit sheecados sxvisi problemis agmofxvras. amas zedmeti ketilshobileba hqvia. misma garemomcvelma garemom mavned
ar unda gamoiyenos aseti didi adamianis shemwynarebloba da sikete.
.