მთავარი » ქრისტიანობა

“როდესაც ადამიანი აღსარებისას თავის ცოდვებს ფურცელზე წერს, თუნდაც ერთი სიტყვით, მასში აუცილებლად უნდა იყოს სინანული”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.07.2015 | 4,338 ნახვა

“ამბიონი” გთავაზობთ მკითხველის კითხვასა და მოძღვრის პასუხს:

მკითხველის კითხვა:

აღსარება არ ჩამიბარებია არასდროს. მინდა მოვინანიო ცოდვები და უნდა დავწერო ყველაფერი, რაც ბავშვობის ასაკიდან მახსენდება? მიძნელდება და იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რომელი წიგნიდან ვიხელმძღვანელო?

მოძღვრის პასუხი

“არსებობს აღსარების მოსამზადებლად გამოსული სპეციალური წიგნები, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი აღსარებისთვის. იქ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა არის საჭირო აღსარების დროს. არ არის აუცილებელი მრავალმეტყველება და ამბის მოყოლა, აღსარებარომ აი, ეს მოხდა ამა და ამ წელს, თვეს და ა.შ. თუ სასაუბროა, ძალიან მოკლე ფორმით უნდა დაიწეროს, ან ჩაწეროთ თვითონ ცოდვის რაობა, მაგ.: ავაზაკობით, ავთვალობით და ა.შ., რაც წერია ლოცვების წიგნში. არსებობს ჩამონათვალი იმ ცოდვებისა, რომლებიც ადამიანს ემართება და ამით უნდა იხელმძღვანელოს. როდესაც ადამიანი ემზადება აღსარებისთვის და წერს თავის ცოდვებს ფურცელზე, თუნდაც ერთი სიტყვით, მასში აუცილებლად უნდა იყოს სინანული. უფალმა ყოველივე იცის ჩვენ შესახებ, მაგრამ ჩვენგან ელოდება სინანულს. სინანული შეიძლება გამოვხატოთ ერთი სიტყვითაც. არ არის საჭირო ამაზე ვისაუბროთ ძალიან ბევრი, მაგრამ თუ საჭიროა, მოძღვარს ეუბნებით, რომ ეს ცოდვა ძალიან გაწუხებთ და თუ შეიძლება, ვრცლად ესაუბრებით. რა თქმა უნდა, მოძღვარი გაგესაუბრებათ ამ ცოდვის შესახებ და აგიხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ”,- დეკანოზი დავით დათუაშვილი, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი