მთავარი » ქრისტიანობა

“როცა ვლოცულობთ, ჩვენს ლოცვას სულიწმიდა ისმენს და განჩინებას მაშინვე შეადგენს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.10.2018 | 678 ნახვა

სვეტიცხოველიმეზვერე – ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! (ლუკა 18,13). ამ სიტყვებში ცხადად ჩანს, როგორი სიმდაბლითა და შემუსვრილი გულით ლოცულობს მეზვერე. ფარისევლის მსგავსად, მარხვას ალბათი ისიც ინახავდა და ათეულსაც სწირავდა ღმერთს თავისი მონაგებისაგან, რადგან ისიც ურია იყო, ხოლო ურიები სჯულის ასეთ მცნებებს მტკიცედ ასრულებდნენ, მაგრამ თავს არ იტყუებდა და ტავისი უღირსება და ცოდვილობა კარგად იცოდა. ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. როგორც ვხედავთ, იგი არ მრავალსიტყვაობს, სამაგიეროდ,სიტყვების ნაცვლად მისი გულის ფეთქვა და ოხვრაისმის, ხოლო ღმერთს ჩვენი სიტყვები არ სჭირდება,რადგან იგი სწორედ გულს ხედავს. მეზვერე, რომელიც ჭეშმარიტად ლოცულობდა, წინ წარდგომას ვერ ბედავდა, შორს იდგა და ისე იყო შეწუხებული საკუთარი ცოდვების გამო, რომ თავი ლამის სძულდა, თვალების მაღლააწევას და ირგვლივ მიმოხედვასაც ვერ ბედავდა, მხოლოდ მკერდში იცემდა და ფარისევლის მრავალსიტყვაობის საპირისპიროდ მხოლოდ ამას ამბობდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა. მეზვერემ იგრძნო, რომ ტაძარში, ღმრთის წინაშე ყოველგვარი თავის გამართლება მხოლოდმ ზაკვრობა და სიცრუე იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ წუხს და პატიებას ითხოვს. ყოველმა ქრისტიანმა მეზვერის სიტყვები გულის სიღრმიდან უნდა წარმოთქვას, საკუთარი უკმაყოფილება კარგი ნიშანია. ეს შინაგანი უკმაყოფილება სდევნის ადამიანს, აფხიზლებს და აიძულებს, რომ თავი დააღწიოს ცოდვას და ღმრთის მცნებები აღასრულოს. ეს უკმაყოფილება არის წყარო ყოველი წარმატებისა, როგორც სულიერის, ასევე ხორციელისა. მაცხოვარმა ფარისევლისა და მეზვერის ლოცვის აღწერა ასე დაამთავრა: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი (ლუკა18,14). ე.ი.როცა ვლოცულობთ, ჩვენს ლოცვას სულიწმიდა ისმენს და განჩინებას მაშინვე შეადგენს: ან განგვამართლებს ან განგვამტყუნებს, ან განგვწმენდს, ან დაგვსჯის ჩვენი ლოცვისათვის. მეზვერე გამართლებული იმიტომ გამოვიდა, რომ თავი თვითონვე გაიმტყუნა. მან კარგად გაიხსენა ყოველი ცუდი საქმე, მის მიერ ჩადენილი, გულით შეწუხდა და შენდობა ღრთისგან სიმდაბლით ითხოვა. მაგრამ მხოლოდ ამით ვერ განმართლდებოდა, სულიწმიდას რომ არ დაენახა, რომ მან ცოდვა მოიძულა და მისაგან განშორება მტკიცედ გადაწყვიტა; მეზვერენი მთავრობისაგან დადგენილი ხარკის შემკრებლები იყვნენ. თავიანთი ანგარებითა და უსამართლობით ხალხს ხშირად აწუხებდნენ და ამიტომ ისინი ყველას სძულდა. ასე რომ, მეზვერე და ცოდვილი ერთი მნიშვნელობის გამოთქმად იქცნენ,” – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.