მთავარი » ქრისტიანობა

როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2021 ერთი კომენტარი | 208 ნახვა

როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას – ჯადოქარ გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და გიშველიან,განგკურნავენო, შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად დაითმინე! იცოდე, რომ ეს ტანჯვა გვირგვინს შეგძენს და თუკი ღმრთისადმი მადლიერებით მოითმენ შენს სნეულებას, მომავალ საუკუნო სატანჯველთ აგაცილებს თავიდან; თუკი ჩვენ ნამდვილიად ქრისტიანები ვართ, მაშინ მხოლოდ ქრისტეს დავემორჩილებით, მხოლოდ ჩვენი უფლისას შევისმენთ და არამც და არამც არ წავალთ ღმერთის მტრებთან – ჯადოქარ გრძნეულებთან და მოგვებთან, რადგან ეს უკანასკნელნი ღმერთის მოწინააღმდეგენი და ეშმაკის მსახურნი არიან, ჩვენი დაღუპვის მოსურნენი. მაშ, სიკვდილი გვიჯობდეს ღმერთის მტრებთან მისვლას! აბა რა სარგებლობა გვექნება სხეულის დროებითი,მოჩვენებითი განკურნებისაგან, თუკი სამუდამოდ წარვიწყმედთ სულს?! რაღას მოვიგებთ, თუკი ამქვეყნიურ ცხოვრებაში წამიერ ნუგეშს მივიღებთ და ამით ეშმაკებთან წარვიგზავნებით საუკუნო ცეცხლში სატანჯველად?..

გაიძახი ძალზე მტანჯავს სასტიკი სნეულებაო, გაიხსენე იობი! ნუთუ მასზე მეტად იტანჯები? ნუთუ უფრო სასტიკი სნეულებანი გეკვეთა და მასზე მეტი დაკარგე?! ის შვიდი წელიწადი იწვა თავის საშინელ წყლულებაში და ერთხელაც არ უცდია მოგვობით განეკურნა თავი. ასევე, სახარების განრღვეულიც 38 წელიწადი იწვა უძლურებებით ვნებული და გრძნეულებს კი არ მიმართა დახმარებისთვის, არამედ სასოებით მოელოდა შეწევნას ღმერთისგან და აკი მიიღო კიდეც! ასევე, გლახაკი ლაზარეც, მშიერი და სნეული, თავისი უძლურების განმავლობაში მდიდრის კარებთან იწვა,ყველასაგან უგულებელყოფილი და შეურაცხყოფილი, მაგრამ ისე აღესრულა რომ მოგვებისა და გრძნეულებისთვის არ მიუმართავს… ისინი ესოდენ დიდ სნეულებებს ითმენდნენ, ჩვენ კი ოდნავ თუ მოვუძლურდებით, უმალ მკურნალთ და მოგვებს ვეპატიჟებით!.. ჰოი ძმებო,როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლით,ასევე ადამიანიც ცოდვებისაგან განიწმინდება სნეულებათა დათმენით. გავიხსენოთ მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოწამენი, რომელთაც უდიდესი სატანჯველი დაითმინეს. ისინი კი ღმერთის უდიდესი სათნომყოფელნი იყვნენ. ასე რომ, თუკი ვინმე ქვეყნიურ ცხოვრებაში დაითმენს უბედურებასა და სნეულებებს,იცოდეთ რომ უდიდეს საზღაურს მიირებს ამისთვის ცათა სასუფეველში.

წმინდა იოანე ოქროპირი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    Me erti wizi roza daawaddebit moiaret salozawebi, moilozet scheszir e t zminfanebs. da jeso christe gankurnebit upasuchebs tkwens tchownas: erti mainz tu zkals daalewinebs jesus mozapeta sachelit, schezknarebuli ikneba, kargi droa agdgomamde ,zminda schabatobit gaszet : zkali ,sadili,da tanisamosi.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი