მთავარი » ქრისტიანობა

“ღმერთს ორი საათი მაინც დაუთმე დღეგრძელობას შეიძენ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.12.2021 | 377 ნახვა

“მეზღვაურები ყველაფერს აკეთებენ, რათა გადაცურონ ზღვა და მსწრაფლ მიაღწიონ ნავსადგურს, ჩვენ კი – განუწყვეტლივ ზღვას მიცემულნი – ცხოვრებისეულ ტალღათა მორევში გამუდმებით ვიძირებით, ხოლო ეკლესიაში წელიწადში ერთი-ორჯერ თუ მივალთ.

იქნებ თქვენ არ იცით, რომ ღმერთმა ისევე დააფუძნა ქალაქებში ეკლესიები, როგორც ზღვის ნაპირას – ნავსაყუდელნი, რათა ცხოვრების ქარიშხალს გამორიდებულნი მოვიდეთ აქ და იდუმალი სიჩუმითა და სიმშვიდით დავტკბეთ.

ჭეშმარიტად, აქ არც მძვინვარე ტალღების გვეშინია და არც ავაზაკთა თავდასხმისა, არც ქარიშხლისა და საზარელი მხეცებისა, რამეთუ ეს ნავსაყუდელი ყოველივე ამისგან დაცულია. იგი მყუდრო სავანეა სულისა. ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ: თუკი ამ დროს რომელიმე თქვენგანი საკუთარ სინდისში ჩაიხედავს, იგი უდიდეს სიმშვიდეს დაინახავს მასში. მას არც მრისხანება ეუფლება, არც ავხორცობა აღაგზნებს, არც შური იპყრობს, არც სიამაყით ზვაობს, არც ამპარტავნება ჭამს, რადგან ყველა ეს მხეცი მოთვინიერებულია; საღმრთო წერილი თითოეულის სულში აღწევს, როგორც ღვთაებრივი გამოცხადება და ამ უგუნურ ვნებებს აძინებს.

რა საბრალონი არიან ისინი, ვისაც ამგვარი სიბრძნის შეძენის შესაძლებლობა აქვს და ამისდა მიუხედავად იშვიათად მოდიან ეკლესიაში – რომელიც დედაა ყოველთა.

სხვა რა საქმე შეგიძლია დამისახელო ამაზე აუცილებელი? რომელი შეკრებაა ამაზე მეტად სასარგებლო? რა გაბრკოლებს, რომ აქ მოხვიდე? ამ მშვენიერ საკრებულოში არყოფნას შენ ალბათ სიღარიბეს დააბრალებ, მაგრამ ეს უსაფუძვლო მიზეზია. კვირაში შვიდი დღეა; ეს შვიდი დღე ღმერთმა ჩვენთან გაიყო ისე, რომ თავისთვის ბევრი არ აიღო და არც ჩვენ მოგვცა ცოტა. თანაბრად კი არ გაყო, არამედ შენ ექვსი დღე დაგითმო, თვითონ ერთი დაიტოვა. შენ კი ამ დღესაც არ გსურს თავი შეიკავო ამსოფლიური საზრუნავისაგან.

მკრეხელურად იქცევი, რადგან ეს დღე საღვთო წერილის მოსასმენად არის კურთხეული და დადგინებული, ხოლო შენ მას ცხოვრებისეულ საქმეებისათვის იყენებ! აღარაფერს ვამბობ მთელი დღის შესახებ.

ამ დღეს ისე მოიქეცი, როგორც მოიქცა სახარებისეული ქვრივი მოწყალების გაღების დროს: მან ორი გროში გაიღო და უდიდესი წყალობა მიიღო ღვთისაგან.

ასევე შენც, ღმერთს ორი საათი მაინც დაუთმე დღეგრძელობას შეიძენ. ხოლო თუ ესოდენ მცირე მსხვერპლის გაღებაც არ გინდა და მაინც მიწიერ საზრუნავს მისცემიხარ, მაშინ მრავალი წლის ნაშრომიც წყალში ჩაგეყრება. “

წმ. იოანე ოქროპირი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი