მთავარი » საზოგადოება

რკინის წყლის შესახებ -სურამი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2018 | 7,454 ნახვა

რკინის წყალი “რკინის წყალი”, რომელსაც სახელი რკინის ჟანგის შემცველობის გამო დაერქვა და შემჩნეულია ერთი საუკუნის წინათ. ეს წყალი სურამის ცენტრთან ახლოსაა და კეთილმოწყობილია.

იგი გამოიყენება ანემიის ანუ სისხლნაკლებობის დროს, ასევე რეკომენდებულია თვალის დაავადებების, ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მედიკამენტებთან ერთად.

მნიშვნელოვანი და ადრიდანვე ცნობილია ჩუმათელეთის გოგირდოვანი წყალი, რომელიც გამოიყენება სახსრების დაავადების დროს.

იქ, სადაც წყალი ამოდის 1950 წლიდან ფუნქციონირებდა აბანო, სადაც დამსვენებლები იღებდნენ აბაზანებს. დამსვენებელთა 90% რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, აბანოში წყალი მილებით შედიოდა, თბებოდა და შემდეგ ჩაედინებოდა, ამჟამად აბანო აღარ ფუნქციონირებს. რკინის წყალი წყალი იღვრება, თუმცა მისი გამოყენება ახლაც შეიძლება.

რკინის წყალზე არსებობს ლეგენდა. იყო ერთი მოხუცი და ბრმა ადამიანი, რომელსაც გამოჯანმრთელების ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა. ერთ დღეს მივიდა რკინის წყალთან და დალევა დააპირა. მოულოდნელად წყალი თვალებზე გადაესხა და ესიამოვნა. იმ დღის მერე ყოველდღე მიდიოდა და 1 კვირის შემდეგ თვალები აეხილა.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.