მთავარი » კვირის ფოტორეპორტაჟი, კულტურა, საზოგადოება

რიტა შუბითიძის ფოტოგრაფია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.08.2019 4 კომენტარი | 547 ნახვა

“ვცდილობ საინტერესო კადრები დავიჭირო, წამით გავაჩერო დრო და სამუდამოდ აღვბეჭდო ესა თუ ის მოვლენა, ბუნების სურათი თუ ადამიანი”.

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” გაგაცნობთ ახალგაზრდა თვითნასწავლ ფოტოგრაფს – რიტა შუბითიძეს. პერიოდულად შემოგთავაზებთ მის ნამუშევრებს.

-რიტა, მოგვიყევით თქვენზე…

-დავიბადე 1991 წლის 21 ივლისს საქართველოს ერთ-ერთ პატარა, მაგრამ ულამაზეს ქალაქ ჭიათურაში. სკოლის დამთავრებისთანავე, სასწავლებლად თბილისში გადავედი. ბაკალავრიატზე ქართული ფილოლოგიის განხრით ვსწავლობდი, მაგისტრატურაზე კი – უახლესი ქართული ლიტერატურის მიმართულებით. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის 1 წელი მქონდა ყველაზე ექსტრემალური პაუზა. ამ პერიოდში საქართველოს ყველაზე ცივ, მაგრამ საოცარ მხარეში, ჯავახეთში, მოვხვდი მასწავლებლად. ეთნიკურ სომხებს ვასწავლიდი ქართულ ენას. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი გამოწვევაც და გამოცდილებაც. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მასწავლებელთა 60 კრედიტიან პროგრამაზე გავაგრძელე სწავლა, რომელმაც ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებლის სტატუსი მომანიჭა. ამჟამად ვმუშაობ კერძო სკოლაში, ამავე მიმართულებით. ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან მყავს ძალიან პოზიტიური და ჭკვიანი მოსწავლეები.

რიტა, როდის გაგიჩნდათ ფოტოგრაფიისადმი ინტერესი?

-რაც შეეხება ფოტოგრაფიას, მგონი ყოველთვის მიზიდავდა ეს სფერო. მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ ე.წ. “ლენტიანი აპარატები” იყო. ხოლო როცა უკვე ტელეფონები განვითარდა და კამერებით აღიჭურვა, ჩემი გზაც გამოჩნდა. 2014 წელს საოცნებო Canon-ის ფოტოაპარატიც შევიძინე და სამოყვარულო დონეზე ვიღებდი უამრავ ფოტოს. ძალიან მომწონს ბუნებაში ხეტიალი და მოგზაურობა.

-რიტა, რას ნიშნავს შენთვის ფოტოგრაფია?

-ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი შეგრძნებაა გიყვარდეს შენი საქმე,თუმცა ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობზე მეტია. ვცდილობ საინტერესო კადრები დავიჭირო, წამით გავაჩერო დრო და სამუდამოდ აღვბეჭდო ესა თუ ის მოვლენა, ბუნების სურათი თუ ადამიანი. ბევრს უკვირს, როგორ არ მეზარება, ან ამდენს როგორ დავდივარ, ან ამდენ ფოტოს როგორ ვიღებ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ჩემშია. შინაგანად თუ არ ხარ ასეთი, არც მოგზაურობა გეყვარება, არც ბუნება და ვერც ფოტოხელონების არსს ჩაწვდები. თუმცა, ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელთა დადებითი განწყობა მეტ სტიმულს მაძლევს. მეუბნებიან, საოცარი ხედვა გაქვსო. მე არ ვიცი რამდენად საოცარი და არაჩვეულებრივია ჩემი ხედვა, თუმცა უზომოდ მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. მინდა აღვნიშნო, რომ არასოდეს მისწავლია ეს საქმე პროფესიონალურად, ჩემთვის, მხოლოდ მოყვარულის დონზე ვიცი.

“ამბიონის” სახელით ახალგაზრდა ფოტოგრაფს წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.

შეგახსენებთ, რომ “პაპანწყვირის” ტბა მდებარეობს სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ხეთის ტერიტორიაზე. ტბის სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმად, მრევლი მღვდელს ეხმარებოდა მოსავლის აღებაში, იგი მათ გამასპინძლებია ძაღლის ხორცით. მის ცოლს ჭამის წინ ფანდურზე დაუმღერია მეგრულად: ,,ხორცი თეში ვაჭკომათი, დუდ დო ბორკი ვაძირათ”, ე.ი ხორცი ისე არ ჭამოთ, რომ თავ-ფეხი არ ნახოთო. მუშების წასვლის შემდეგ სახლი ამ ცოდვის გამო მღვდლიანად ჩაძირულა და იმ ადგილზე გაჩენილა ტბა. ქართულად “პაპანწყვირი” ნიშნავს ჩაძირულ მღვდელს.

პაპანწყვირის ტბა
პაპანწყვირის ტბა
პაპანწყვირის ტბა
პაპანწყვირის ტბა
პაპანწყვირის ტბა




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.