მთავარი » ქრისტიანობა

რისთვის სრულდება მიცვალებულთა მოხსენიება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2018 | 4,464 ნახვა

“მიცვალებულებს საკუთარი თავისთვის ლოცვა არ შეუძლიათ. მათ მაგივრად ეს უნდა გააკეთოს ვინმე სხვამ, ამჟამად ცოცხალმა. მიცვალებულთა ხსენება ამგვარად, სულებმა იმ ადამიანებისამან, რომლებმაც შეინანეს სიკვდილის წინ, მაგრამ ვერ მოასწრეს სინანულის ნაყოფის გამოღება, შეიძლება მიიღონ ხსნა მათი ცოცხალი ნათესავებისა და მეგობრების ღმრთის წინაშე შუამდგომლობითა და ეკლესიის ლოცვებით. წმ.მამები და ეკლესიის მოძღვარნი ერთხმად აღიარებენ ტანჯვისაგან ცოდვილთა გათავისუფლების შესაძლებლობას და ამ მხრივ ლოცვებისა და მოწყალების, განსაკუთრებით ეკლესიური ლოცვებისა და უპირატესად უსისხლო მსხვერპლის, ე.ი. ლიტურგიაზე (კვეთაში) მოხსენიების კეთილისმყოფელ მნიშვნელობას.

„როდესაც მთელი მრევლი და წმინდა კრებული, – კითხულობს წმ.იოანე ოქროპირი, – დგას ზეცისკენ აღპყრობილი ხელებით და წინ არის დაგებული საშინელი მსხვერპლი, როგორ შეიძლება ისინი (მიცვალებულები) ლოცვით არ შევავედროთ უფალს? მაგრამ ეს ეხება მხოლოდ იმათ, რომელნიც რწმენით მიიცვალნენ.“ (წმ.იოანე ოქროპირი. საუბ.ფილიპ.მიმართ.ეპისტოლეს შესახებ, III,4).

შეიძლება თუ არა მოსახსენებელში ჩავწეროთ სახელი თვითმკვლელისა, მოუნათლავისა ან ლოთობისგან გარდაცვლილისა?

არ შეიძლება, რადგან პირნი, რომელნიც განყენებულნი არიან ქრისტიანული დაკრძალვისგან, ჩვეულებრივ განეყენებიან ეკლესიის ლოცვებისგანაც.”

წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი