მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.01.2018 ერთი კომენტარი | 3,283 ნახვა

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (ახალდაბის წმ. გიორგის ტაძრის მსახური): “15 (ძვ. სტილით 2 იანვარს) იანვარს აღინიშნება, სრულიად საქრისტიანოსთვის ფრიად საყვარელი მამის, სერაფიმე საროველის ხსენება. წმიდანად კანონიზირება მოხდა 1901 წელს.

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი

ალბათ ყველას გაუკვირდება, რომ მის სახელზე პირველად მიძღვნილი ტაძარი საქართველოში მდებარეობს, ქიზიყში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში. მას მე-19 საუკუნეში „სვიჩინოვკა“ ერქვა. ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი ადგილი შესყიდული ჰქონდა რუს ფეოდალს გრაფ მიქაელ სვიჩინოვს. მაშინდელ მცირე დასახლებაში ჩამოასახლა რუსთა გარკვეული ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ რუსები ისედაც იმყოფებოდნენ თუქურმიშაში (დედოფლისწყარო). იქ განთავსებული იყო რუსული საჯარისო ნაწილები და ასევე, რუსული სამხედრო სასწავლებელი. გრაფ მიხეილის ინიციატივით დასახლება სვიჩინოვკაში დაიწყო მოზრდილი ტაძრის მშენებლობით, მთავარანგელოზთა სახელზე.

საუკუნის დასაწყისში მოხდა, ღირსი მამის, უკვე აღნიშნული წმიდად კანონიზირება. გრაფმა გადაწყვეტილება შეცვალა და 1903 წელს გასრულებული ტაძარი მამა სერაფიმეს სახელზე ეკურთხა. შედეგად, ფაქტობრივად, იგი მის პირველ ტაძრად გვევლინება. აგებული იყო რუსული არქიტექტურის მიხედვით. ადგილობრივი ნედლეულის შესაბამისად აშენდა ქვაკუთხედად დახერხილი კირქვითა და წითელი აგურით. გადმოცემის მიხედვით თავს მსხლისებური ფორმის გუმბათი ედგა. მისი ფოტოსახე შემორჩენილი უნდა იყოს სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი ტაძარი მოხატულ იქნა მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი მხატვრული მანერით, „რეალობით“. მისი ფრაგმენტები ბოლო წლებამდე იყო შემორჩენილი. ტაძარმა ფუნქციურად ორი ათეული წელი იარსება. მსახურება ცნობილი მწვავე მოვლენების გამო შეწყდა. იგი ძალადობის მსვერპლი გახდა. მღვდელ ნიკოლოზს (ეროვნება უცნობია) ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეკლესიიდან გამოიყვანეს და სოფლიდან შეურაცხყოფითი ფორმით განდევნეს. გადმოცემის მიხედვით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, საიდუმლო ვითარებაში მოკლეს. ტაძარი მკვიდრად ნაგები იყო და ვერ დაანგრიეს. ბოლოს გუმბათი ააფეთქეს. ჯვარი მოგლიჯეს და სოფლის ბილიკზე ტალახში შეგნებულად ჩააგდეს, რათა გზად გამავალი არ დასვრის გამო ზედ ფეხით შემდგარიყო.

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი მე-20 საუკუნეში იგი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. შიგ დააარსეს სოფლის პირველი სკოლა, შემდეგ ბიბლიოთეკა, კინოსახლი, ხორბლის სანახი.

საუკუნის ბოლოს მეტად სავალალო ვითარებაში უპატრონოდ იყო მიტოვებული. ბუნებრვია არც რეკონსტრუქტირების უფლებას იძლეოდნენ. 1989 წელს მოინახულა კათოლიკოს პატრიაქმა ილია მეორემ. მიუხედავად ამისა, ინერციით არსებული ძნელბედობის გამო, აღდგენა-ამოქმედება ხანგრძლივად შეფერხდა. ტაძრის ამოქმედებამდე წმიდა მამას ემსახურებოდა მხცოვანი მღვდელი სოლომონ ბოსტოღანაშვილი.

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი

ფიზიკური უძლურების მიუხედავად გარდაცვალებამდე ერთგულად აღასრულებდა მცირე მსახურებებს. ამოქმედება ნატვრად გაჰყვა. დაკრძალულია ტაძრის ეზოს შესასვლელში. ეპარქიის სამღვდელოების ძალისხმევით ეტაპობრივად მოხდა მისი რესტავრირება. ადგილობრივი მოსახლის მითითებით მოძიებულ იქნა ძველი ჯვარი.

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი

ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი

ხსენებული შებღალვის შემდეგ მას ჯვარი გვიან ღამით აუღია და სოფლის სასაფლაოზე საფლავის ჯვრის სახით დაუფლავს. ღირსი მამა სერაფიმე საროველის სახელობის პირველი ტაძარი ამგვარად საბოლოო წახდენისგან გადაურჩენია. მისივე მითითებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე შვილიშვილს ჯვრის ამბავი გაუმხილა (შვილიშვილი ამჟამად ადგილობრრივი ეპარქიის მღვდელმსახურია). გუმბათი ხელახლა დაედგა. მსახურება განახლდა, დაუდგინდა მუდმივი მღვდელმსახური (დეკანოზი გაბრიელ ბენიაიძე).

2017 წლის 15 იანვარს ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე) მიერ ხელახლა ეკურთხა. ამავე წლის 4 დეკემბერს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრადმიყვანების დღესასწაულზე დაფუძნდა დედათა მონასტერი. წმიდანი არსებულ დასახლებაში დიდი სიყვარულით იხსენიება. ამდენად, ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ფლობს ზეციური დედოფლის ერთგულ და ფრიად მსასოებელი წმიდის სახელზე აშენებულ პირველ ტაძარს.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნატო ხატიაშვილი says:

    ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია ამ ტაძართან. მახსოვს ზაფხულში იმართებოდა ხოლმე დღეობა…დიდი რწმენით მივდიოდით და ეკლესიის ეზოში ვანთებდით სანთელს, რადგან ეკლესია კოლმეურნეობას ეკუთვნოდა და დიდი ბოქლომი ედო. წელს მოვინახულე და სულისშემძვრელი სილამაზე ვიხილე… უცნაური გრძნობა დამეუფლა…რაღაც დიდი მოწიწების? .. ვერ გადმოვცემ რააა… შეგეწიოთ მისი მადლი <3

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.