მთავარი » ქრისტიანობა

ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე) ტროპარ-კონდაკი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.11.2022 10 კომენტარი | 152,594 ნახვა

ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, მამა გაბრიელის ხატი გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • zviadi says:

    ეს რა ტროპარ კონდაკია ვინ დაწერა საიდან მოვიდა? რატომ მიჩქმალეს მამა ილია ჩიკვაიძის დაწერილი დიდებული ტროპარი რომელსაც ვერცერთი შეედრება და უკეთესს ვერავინ ვერ დაწერს. მეორე დღესვე დაწერა მამა ილიამ როგორც კი მამა გაბრიელი აღიარეს. რა საჭირო იყო ახალი ტროპარის დაწერა როცა უკვე დაწერილია დიდებულად და უკეთესს ვეღარავინ დაწერს. მე ამ ლოცვით ვილოცე მამა გაბრიელის ხატის წინაშე და სასწაულიც მოახდინა, წარმოუდგენელი რამ მოახდინა და სათხოვარი ამისრულა.

    ტროპარი

    ღირსისა მამისა, არქიმანდრიტისა გაბრიელისა აღმსარებელისა და სალოსისა

    ჯვარცმითა და ღვაწლითა შენითა სულნი კაცთანი მოიმკვენ სასუფევლისათვის ღმრთისა,უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უხორცო, უშიშრად აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დაამტკიცებდი სასუფეველსა,სიმდაბლე შეიმოსე ვითარცა სამოსელი ნათლისა და წუთისოფლისა ზრახვანი სალოსობითა შენითა უძლეველად დაამხუენ,
    სიქადულო ქართველთა ერისაო,ღირსო მამაო გაბრიელ აღმსარებელო სალოსო, ევედრე შენგან შეყვარებულსა ჯვარცმულსა ღმერთსა იესუ ქრისტესსა შეწყალებად და ცხოვნებად სულთა ჩუენთათვის!

    მამა ილია ჩიკვაიძე.

    • რატომ ხედავთ რომ ვინმემ რაიმე მიჩქმალა??? კიბატონო ვინამბობს რომ დიდებული კონდაკი არაა, თუმცა 10 ბით კონდაკ ტროპარი შეიძლება დაიწეროს წმინდანზე და ზოგი შედარებით კარგი იქნება და ზუგიც კიდევ უკეთესი, და ამ გვერდის ავტორმა რაც მოიძია ის დაწერა ამაში რაარის საპრეტენზეო?

      • Zviadi. says:

        ras qvia ra aris Sapretenzio? Amas rom chqmalaven da ragac saechvo ironiuli “troparit” gvaloceben egaa saqme? Imitom xom ara rom Mama Iliam 80 000 iani jipebis yolashi amxila bevri da sxva ragaceebshic

        • შალვა პაპა says:

          ბიძიკო, ეხლა რომ მამა გაბრიელი გისმენდეს, მამაშვილურად დაქტუქსავდა! თავმდაბლობა ნუ გავიწყდებაო!

          • Zviadi says:

            ბოდიში ბაბუა, ეხლა გაგახსენდათ თავმდაბლობა და “დატუქსვა” ?? ძალიან ცუდ დროს გაგახსენდათ დატუქსვა. უადგილოდ
            ეკლესიის გაწმენდა გარდაუვალია და ვინც მაგათ ხელს აფარებთ ეგეთი გველური “შეგონებებით” ყველას მოგეთხოვებათ პასუხი.

            • შალვა პაპა says:

              რამ გაგაბოროტა ასე, შვილო, განა ქრისტე ასეთ უგულობას და მიუტევებლობას გვასწავლის?
              მე აღარ ვაპირებ თქვენ შეგონებას, მრავალმოწყალე ღმერთს ვთხოვ შეგვინდოს ჩვენი ცოდვები.

            • ანზორი says:

              ბატონო ზვიად! რომელი ტაძრის მრევლი ხარ? მოძღვარი ვინ გყავს?
              თუ გყავს გაესაუბრე ამ თემაზე.

    • მამუკა გორგოძე says:

      მე ყოველთვის მამა ილიას მიერ დაწეილი ტროპარით ვლოცულობ!

  • ciuri says:

    didebuli troparia , dgevandel dges vulocav sruliad saqartvelos , shegewio t girsi mama gabrielis madli da zala. <3

  • მაკა says:

    მამა გაბრიელი ყველას გვისმენს, დიდება მამა გაბრიელს, გვეხმარება და გზას გვინათებს. მჯერა რომელი ტროპარიც გვინდა ის რომ წავიკითხოთ ან თუნდაც ჩვები სიტყვებით ვილოცოთ ყველა ესმის და ყველას გვისმენს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი