მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რელიგია სკოლებში – ჯანსაღი მომავლის საწინდარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.07.2009 6 კომენტარი | 6,421 ნახვა

რელიგია სკოლებშიდაგვეთანხმებით, მოზარდების რელიგიური სწავლება მათში კრიმინალური მიდრეკილებების ერთგვარი პრევენციაა. რაც უფრო ადრეული ასაკიდან ვიზრუნებთ ბავშვის სულიერ განვითარებაზე, მით მეტად ვიქნებით დაცულები, რომ ჯანსაღი მომავალი თაობა გვეყოლება. მოზარდი სწორ დამოკიდებულებას ოჯახის გარდა მასწავლებლებიდანაც მოელის. ამიტომაც არის საჭირო სკოლებში რელიგიის სწავლება.

საქართველოში არსებულ უამრავ სკოლებს შორის, სულ რამდენიმეში თუ ისწავლება რელიგია. “ამბიონი” იმ სკოლებს ესტუმრა, სადაც რელიგია ისწავლება.

ჯემალ არქანია (სკოლა “ლაშარის” დირექტორი): “გახსნის დღიდან ჩვენ სკოლაში ისწავლება რელიგია (2-დან მე-6 კლასის ჩათვლით), რომელიც ბავშვების აღზრდის უმთავრესი საშუალებაა. “ლაშარში” ბავშვის სწავლება მაღალ დონეზეა. ამას გარდა, დიდი ყურადღება ეთმობა მოზარდის კულტურულ აღზრდას”.

ლალი რუხაია 208-ე საჯარო სკოლაში რელიგიის ისტორიასა და კულტურას ასწავლის. მისი თქმით, ძალიან ბევრ სკოლაში არ ისწავლება რელიგია, რაც კარგი ტენდენცია ნამდვილად არ არის.

ლალი რუხაია: “ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ რელიგიის პედაგოგი ვარ. ეს ჩემი ცხოვრებაა, ბავშვებს ქრისტიანულ ცხოვრებას ვასწავლი, სკოლაში ბევრი მორწმუნეა, მაგრამ ვინც არ არის, ნელ-ნელა მიგვყავს ეკლესიამდე, შემდეგ კი მოძღვრები მიაქცევენ ყურადღებას. ერთბაშად ბავშვის ტაძრამდე მიყვანა არ შეიძლება, რადგან უკურეაქციას გამოიწვევს”.

რატომ არ ისწავლება ყველა სკოლაში რელიგია და ვის ნება-სურვილზეა დამოკიდებული მისი შესწავლა?

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის, მარიკა გერსამიას განცხადებით, რელიგიის ისტორია სკოლებში შეიძლება ისწავლებოდეს არჩევით ან ფაკულტეტური საგნის სახით (მოსწავლეების და მშობლების მოთხოვნის, სკოლის პროფილის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით). მისივე თქმით, სკოლის დირექციას არ აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, საგნების, მათ შორის, რელიგიის ისტორიის სწავლების შესახებ. სასკოლო-სასწავლო გეგმას პედსაბჭო ამტკიცებს, რომელსაც უფლება აქვს სასწავლო დატვირთვიდან ამოიღოს ან დაამატოს არჩევითი ფაკულტეტური საგანი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში არ შედის.
თუ რომელ კლასში უნდა შეისწავლონ რელიგია, ეს უნდა ეფუძნებოდეს მშობლებისა და მოსწავლეების მოთხოვნას, რომელიც შემდგომ უნდა დამტკიცდეს პედაგოგიური საბჭოს მიერ ახალი საგნობრივი ეროვნული გეგმების მიხედვით.

თეა სულაბერიძე
მარიამ ლომინაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • qeti says:

    საჭიროა სკოლაში რელიგიის სწავლება საჭირო კი არა აუცილებელია რადგან ბავშვის სულიერ სამყაროზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება მაგარამ ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი რო საქარტველოში უმეტეს სკოლებში არ ასწავლიან რელიგიას:(

  • მარი says:

    ნამდვილად საჭიროა .იმ სკოლებში სადაც რელიგია ისწავლება ნაკლებ დანაშაულს ჩადიან მოსწავლეები.საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ვამბობ.ვარ რელიგიის მასწავლებელი და ძალიან ბევრ ბავშვს ვასწავლი არ მქონია შემთხვევა უზრდელობისა და უწესობის,ყველა მოსწავლე ცდილობს იყოს მოწესრიგებული და ზრდილობიანი,თუ ოჯახიდანაც აქვს მოსწავლეს ზრდილობის უნარ-ჩვევები მითუფრო კარგი და ჯანსაღი აზროვნეებით გამოირჩევა.პრობლემა რაც დღეს სკოლებში არსებობს მხოლოდ რელიგიის გაკვეთილებით არ შეიძლება მოგვარდეს ,საჭიროა მორალურ-ზნეობრივი დისციპლინა ,მოსწავლეებთან სწორი მიდგომა,რადგან თვითეული ბავშვი პიროვნებაა და მოფრთხილება უნდა.ისინი ხშირად ოჯახური კონფლიქტების მსხვერპლნი ხდებიან და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.მასწავლებლის აგრესია მოსწავლეს ბოროტად აქცევს!

  • ioseb says:

    zalian cudia rom ar iscavleba religia skolebshi, chemi azrit yvela skolashi unda tardebodes religiis gakvetilebi ara fakultaturis saxit aramed yovel dge dilis pirveli gakvetili unda daicyos locvit da iyos religiis gakvetili, imitom rom mteli dge gamschvaluli gonebit chaivlis da naklebi uzneboba da cudi sakcieli ikneba, aseve gmertis madlit tu religiis gakvetilebs chaatareben mamaoebi da sasuliero pirebi ufro misasalmebelia da chveni shvilebi metad iknebian daculni, da kriminali da uzneoba aridebuli ikneba,
    madloba tkven yvelas da gmertma zala mogcet

  • marina says:

    religiis stavleba auilebelia ikos skolebshi tu gvinda rom jansagi taoba gaizardos tu argvinda mashin kompiuteri da sxvadasxva tamashebi romelic psiqikas sheurkevs, ,mere kargi mkvlelebi, mrushebi, roboti gonebis taobebi gvekoleba ugulo ,romlebmac aramctu sxva adamianis sikvaruli da pativiscema, sakutari natesavebis sikvarulic ki ar gaachniat….ra gveshveleba xalxo vigupebit iseti taoba modis ……..gadarchena mxolod cheshmarit sarcmunoebashia…
    ..

  • რა თქმა უნდა აუცილებელია..მე ვსწავლობდი რელიგიას,საკმაოდ ძლიერი მასწავლებელი მყავდა,მე მისი დახმარებით შევიტანე ჩემი ოჯახის წევრების გულებში რწმენა და ყველანი ეკლესიურები გავხდით..დამეთანხმებით რომ როცა ადამიანი რწმენით იწყებს ცხოვრებას ის ცდილობს კარგი თვისებების გაცოცხლებას საკუთარ თავში..ანუ სწორად ცხოვრებას…მე ძალიან მინდა აღადგინონ რელიგიის სწავლება სკოლებში…

  • nana says:

    kitxvac ki sircxvilia iyos skolebshi tu ara religiis gakvetilebis.xalxo qristianebi ar xart? gmerti ar gwamt? ganatlebis sistemash tu ramdenime kaci tu ugmertoa, mteli saqartvelo xom vart qristianebi! arcerti mtavroba ar aris religiisken da qristianebisken.sircxvili chven ………

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი