მთავარი » ჯანმრთელობა

რეკომენდაციები ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.08.2017 | 937 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტომდე 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. 7-10 აგვისტოს აღმოსავლეთში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება 40-41 გრადუსს მიაღწიოს. სიცხე 7-8 აგვისტოს დასავლეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-40 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს აძლევს:

“თუ ადამიანი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი, თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას, გაიზომოს სხულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

თუ აღენიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში, მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება.

თუ სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.

თუ კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს, გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილზე, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი; ტანი დაუზილეთ 25-30C-ის ტემპერატურის წყლით; გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C-ს, ღამით – 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.