მთავარი » ქრისტიანობა

“რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან, მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა სიმჭიდროვე არ იყოს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.03.2020 | 648 ნახვა

წმ. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.

„ცვლილება იქნება სასიკეთო ის, რომ ასეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ყველა ტაძართან, რომ მოახერხონ გახმოვანება მსახურების იმისათვის, რომ არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს და საერთოდ ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. მე ვამბობ, რომ გახმოვანება იქნება და გარეთაც შეიძლება მოსმენა, მაგრამ მთავარი, რაც მინდა გითხრათ, სინოდზე პირდაპირ მე განვაცხადე ეს და მინდა ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს, მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება. ანუ, ჩვენ გვეშინია იმის კი არა, რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა ამ წუთას დაინფიცირებული ვიყო.

ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალისწინებთ და არც არის ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში, მისტიურ კავშირში ღმერთთან, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. აზრთა სხვადასხვაობაა იმაში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვაობა არ არის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კომენტარს ვერ გააკეთებს სხვა მარლთმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებულ წესზე.

„ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამას ჰქვია ადგილობრივი ეკლესია, ზოგადი ტერმინია ასეთი. ჩვენ ვართ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრი, მაგრამ ავტოკეფალია ნიშნავს ეკლესიის ფარგლებში შიგნით(არსებობას). ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ. ამიტომ, კომენტარს ვერ გავაკეთებთ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებული წესების შესახებ იმიტომ, რომ ეს მათ ტერიტორიაზე კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე წესებია. ჩვენ კი ვადგენთ ამ წესებს, მაგრამ წინასწარ, არავითარ შემთხვევაში, არავისთან ვათანხმებთ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი