მთავარი » ქრისტიანობა

რეინკარნაცია – უმეცრობის თეორია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2009 40 კომენტარი | 24,474 ნახვა

რეინკარნაციარეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, “რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, “ინკარნაცია” კი განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს.

ედიშერ ჭელიძე (თბილისის სასულიერო აკადემიის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): “რეინკარნაციის თემა, საეკლესიო მოძღვრების თქმით, აუცილებლად განხილვას მოითხოვს. ამ ერთ–ერთ დიდ გაუკუღმართებასთან დაკავშირებით იყო ბევრი ცდომილება, გაუგებრობა და უმეცრება.

რეინკარნაციის მოძღვრება, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს ერთ სხეულში, გარდაცვალების შემდგომ კი განახლებული სხეულით მოვიდეს, მრავალი სარწმუნოებისათვის ქვაკუთხედი იყო. ბუდიზმში რეინკარნაცია მიჩნეულია, ადამიანის გზად სრულყოფისათვის.

ცრუმოძღვრებათა აზრით, რეინკარნაციის ციკლი როდის დამთავრდება, არავინ იცის. როდესაც ადამიანი სრულყოფილების იმ ხარისხს მიაღწევს, რომელიც შემდგომ რეინკარნაციას აღარ ექვემდებარება, ციკლი მთავრდება”.

ანტიკური ეპოქის მოაზროვნეებთან, რეინკარნაციაში შემოაქვთ ცხოველური და მცენარეული სამყარო. ამ მოძღვრებამ თავი იჩინა ქრისტიანობის ისტორიაშიც. კერძოდ, ეს უკავშირდება მესამე საუკუნის პირველი ნახევრის და შუა წლების საეკლესიო ავტორს, ორიგენეს.

ედიშერ ჭელიძე: “ორიგენე ადამიანის შესახებ აყალიბებდა სწავლებას. მან ერთ–ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანი ისე არ გაჩნდა, როგორც ხორცის და სულის მთლიანობა. ნაწილი თვლიდა, რომ ხორცი შეიქმნა და მერე შევიდა მასში სული. ნაწილი კი პირიქით, სული შეიქმნა და მერე მოხდა მისი სხეულში შესვლა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. მართლმადიდებლური აზრით, ადამიანი ხორცისა და სულის განუყოფელ მთლიანობად შეიქმნა, ადამიანი ორივე ბუნებას ფლობს, სულსაც და ხორცსაც.

ორიგენე თვლიდა, რომ ჯერ შეიქმნენ ადამიანები, როგორც მთლიანად განშორებულნი სხეულისაგან, როგორც სუფთა სულები. თუმცა, რით განასხვავებდა ასეთ სუფთა სულებს ორიგენე ანგელოზებისაგან, ძნელი სათქმელია. მისი აზრით, როდესაც ქუჩაში მივდივართ, ვხედავთ, რომ ადამიანი ხეიბარია დაბადებიდან, რომ სხეულის ნაკლოვანება თანდაყოლილია და არა, შეძენილი. მეორეს ვხედავთ, რომ შობიდანვე ბრმა არის, მესამეს შინაგანი სნეულება აქვს დაბადებიდან. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს, ზოგი ჯანსაღ სხეულში დაიბადა, ზოგი კი ისეთი სხეულით მოევლინა ამ ქვეყნად, რომ ტანჯვისთვის არის განწირული. რატომ ხდება ასეთი განსხვავებანი ადამიანების სხეულებს შორის, რა განაპირობებს ამას. სულისგან დამოუკიდებლად სხეული არანაირი ცოდვის მოქმედი არა არის. ის ნაკლი სასჯელია სხეულის მიერ წინა ცხოვრებაში ჩადენილი დანაშაულისთვის.

ორიგენეს თქმით, რჩება ადამიანის სული, რომელსაც სხეულში მოსვლამდე რაღაც ცოდვა ჩაუდენია. ამ ცოდვის შესაბამისად მიიღო სხეული. ორიგენესთვის ყველა სხეული ცოდვის შედეგი და სასჯელია. თუ ადამიანი ცოდვილია, მისივე აზრით, სხეულებრივი მდგომარეობა ამის შედეგია.

ეკლესიისთვის ეს მოძღვრება რამდენიმე კუთხით არის შეუსაბამო, როგორც ვთქვით, საეკლესიო მოძღვრება ადამიანს სულისა და ხორცის განუყოფელ ერთიანობად აღიქვამს. ცოდვამ მოიტანა არაბუნებრივი მდგომარეობა, რომ ადამიანი გახდა მოკვდავი, მოკვდაობა სულისა და ხორცის ერთმანეთისაგან გაყრაა, ამიტომაც არის მტანჯველი. ბუნებრივი მდგომარეობა რომ იყოს, არ იქნებოდა მტანჯველი.

ადამიანის ბუნება იყო უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი. შეიძინა რა მოკვდაობა შესაბამისად, დაექვემდებარა სულისა და ხორცის გაყრას, მაგრამ ეს გაყრა მარადიული არ არის. მეორედ მოსვლის ჟამს, ზუსტად იგივე სხეულით შეიმოსებიან ადამიანები და დაიმკვიდრებენ სასუფეველს”.

რეინკარნაცია აბსოლიტურად უარყოფილია ეკლესიური სწავლებისაგან, ეს არსად არ წერია, არც ბიბლიაში და არც ქრისტეს აქვს ამის შესახებ რამე ნათქვამი.

მამა აკაკი მელიქიძე (მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღოლი): “მრავალი ათასწლეულების წინ, როდესაც ღვთისაგან განდგომილება მოხდა, ადამის მოდგმა დაშორდა ღმერთს. მათ დაკარგეს ის გონებისმიერი ნიჭის წვდომა, რასაც სარწმუნოება ჰქვია. ღმერთი დაკარგეს და ღმერთს ეძიებდნენ. მათ შექმნეს თავიანთი ფანტაზიით სხვადასხვა ღმერთი. ეს, რა თქმა უნდა, ბოროტმა ძალამ გამოიწვია, რომელიც ადამ და ევას შეპირდა, რომ თუ ისინი აკრძალულ ნაყოფს მიიღებდნენ, ღმერთები გახდებოდნენ. ამით უფრო მეტად დაიმორჩლა ისინი და წამოვიდა კერპთაყვანისმცემლობა, თეორიები სულების ერთი არსებიდან მეორეში გადასვლასა და ხელახალ დაბადებაზე. რეინკარნაციას ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს.

უფალმა, რომელმაც შექმნა ადამი და ევა, მათ დაუწესა, რომ ისინი არ უნდა მომკვდარიყვნენ. რათქმაუნდა, ადამიანის სული უკვდავია. თუკი, ისინი არ შესცოდავდნენ, არ დაისჯებოდნენ და მათზე სიკვდილი ვერ გაბატონდებოდა. მაგრამ ეს მცნება დაირღვა და სასჯელი მოიწია ადამიანის მოდგმაზე. სწორედ, სიკვდილი არის გამოსავალი, რომ ადამიანმა შეინანოს და უკვდავებას დაუბრუნდეს.

მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველა ადამიანი თავისი სხეულით აღდგება, მისი სული მასვე დაუბრუნდება. არ არსებობს, რომ ჩვენი სული გადავიდეს ვიღაცა სხვა პიროვნებაში, ვინმე დაიბადოს ან ვინმეს ჩაუსახლდეს. ამის შესახებ არც ქრისტეს უთქვამს და არც ბიბლიაში წერია.

ჩვენ იმ უკვდავებაში უნდა დავბრუნდეთ, როგორიც იყო ადამ და ევას პირვანდელი ცხოვრება. საბოლოოდ დამკვიდრება კი მეორედ მოსვლისას და აღდგომისას მოხდება. ჩვენ ვემზადებით უფლის სასუფეველისთვის, შემდგომი მარადიული ცხოვრებისათვის. იქ კი არ არის არანაირი რეინკარნაცია და სულთა გადასვლა. ეს არის ნამდვილად მცდარი შეხედულება, წარმართული კერპთმსახურებიდან გამომდინარე”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

40 კომენტარი »

  • ნინო says:

    სრულიად გასაგებია მართლმადიდებელი ადამიანისათვის, მაგრამ არამართლმადიდებელს სხვა რა არგუმენტებით შეიძლება დაუმტკიცო ამ თეორიის არასისწორე, რადგან არამართლმადიდებელს ბიბლიის არ სწამს ისევე როგორც მე მართლმადიდებელს, არ მწამს ბუდიზმის, ყურანის და ა. შ.

    • logos says:

      ამ თეორიის არასისწორე მტკიცდება მარტივი ლოგიკის მეშვეობით.
      1) თუ ადამიანს ახალ ინკარნაციაში არ ახსოვს წინაცხოვრების ცოდვები და აგებს მათზე პასუხს, მაშინ როგორ გამოასწორებს ის მათ? როგორ იმუშავებს თავის ჩავარდნებზე, თუ არ ეცოდინება რომელი ჩავარდნები აქვს?
      2) თუ რეინკარნაცია გულისხმობს სულის განვითარებას, მაშინ ადამიანს უნდა შეეძლოს წინა ცხოვრების გამოცდილების გამოყენება და თავის არიდება შესაძლო ცდუნებებისგან. მაგრამ მას არ ახსოვს არაფერი წინა ცხოვრებიდან, და ახალ ცხოვრებაში ახალ არასწორ გამოცდილებას იძენს, რაც სულის არათუ ევოლუციურ, არამედ პირიქით ინვოლუციას იწვევს, ანუ ერთ ცოდვას ემატება მეორე, ერთ ცუდს ემატება ახალი ცუდი, და ამ ლოგიკით გამოდის რომ ყოველ ახალ ინკარნაციაში ადამიანი სულ უფრო და უფრო ცუდ ვითარებაში დაიბადება და ასე დაუსრულებლად.
      3) თუ ადამიანის სული შეიძლება შემდეგ ცხოვრებაში მცენარეში და ცხოველში ჩასახლდეს, მაშინ მას ადამიანური ცნობიერება არ ექნება და ბუნებრივია ის ვერ შეძლებს განვითარებას, ცხოველი ვერ გამოისყიდის ვერაფერს, ცხოველი ვერ გამოასწორებს შეცდომას, ცხოველი ინსტინქტებით იკვებება, ინტქინქტურად აზროვნებს, მისთვის უცხო სულიერება და არ შეუძლია განვითარებაზე ფიქრი.
      4) რა არგუმენტები არსებობს რეინაკარნაციის არსებობის სასარგებლოდ? თუ ისინი არსებობენ, მაშინ რატომ არ არის ის მეცნიერულად დადასტურებული?
      5) რომელი რეინკარნაცია არის სწორი? არსებობს რეინაკრნაციის სხვადასხვანაირი მოდელები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მას, ადამიანი მხოლოდ ადამიანად შეიძლება დაიბადოს? ცხოველად? მარტო იგივე სქესის არსებად თუ სხვადასხვა? ევოლუციურად უნდა დაიბადოს, ჯერ მცენარე, მერე ცხოველი, მერე ადამიანი თუ სულერთია? ამაზე პასუხები არ არსებობს, არსებობს სხვადასხვა რელიგიების შეხედულებები, რომლებიც არათუ განსხვავდებიან ერთმანეთისგან არამედ ბევრი უარყოფს კიდეც ერთმანეთს..

  • ლაშა says:

    იოანე ნათლისმცემელზე და ელიაზე რას იტყვით?

    • logos says:

      1) ის რომ იოანე ნათლისმცემელი არ არის ელია, ამას თვითონ ადასტურებს, როცა ეკითხებიან ხარ თუ არა ელია.(იოანე 1:21 ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა. )
      2)როგორც ბიბლიიდან ვიცით ელია ცოცხლად აიყვანა ღმერთმა ზეცაში, თავისივე სხეულით, შესაბამისად არ შეიძლება ის იოანე ნათლისმცემელი ყოფილიყო.
      3) გავიხსენოთ სცენა თაბორის მთაზე, სადაც ქრისტეს გამოეცხადება მოსე და ელია. თუ ელია იოანეა, მაშინ როგორღა გამოეცხადა ის ქრისტეს ელიად? ანუ გამოდის რომ ორი ელიაა? ეს შეუძლებალია.
      4) იქ, სადაც ქრისტე ამბობს იოანეზე, რომ ის ელიას სულითაა მოსულიო, იგულისხმება მხოლოდ ის, რომ მას მსგავსი წმინდა მისია ჰქონდა და ორივეს ღვთაებრივი სული მართავდა, ორივე ქადაგებდა საყოველთაო მონანიებას და მესიის მოსვლას და სამსჯავროს მოახლოვებას.

  • ხვიჩა says:

    რა არის სათქმელი???

  • n says:

    რეინკარნაცია უმეცრობის თეორიია თუ არა საკითხავია.მეფე დავითის სულით…………

  • dorotea says:

    @მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველა ადამიანი თავისი სხეულით აღდგება@

    aranairi survili ar maqvs meored movidwe, an mesamed an meotxed da ase shemdeg, an qineb me vin mekitxeba… bevri ram gimilismomgvrelia, dzalian bevri ram

  • n says:

    ეს ცჰვენს სურვილზე არაა დამოკიდებული.ღმერთი დედამიწაზე თუ უშვებს ამ სულს მას ჩაკეტიკი აქვს წარსულის ცოდნა(ეს სხვა რამეზეცაა დამოკიდებული)…
    ეგ კი არა,გაიხსენეთ,ნუთუ არ დაგმართნიათ ასეთი რამ:როცა ვინმეს შეხვდებით და ფიქრობთ რომ სადგაც უკვე გინახავთ,ან კიდევ რაგაც სიტუაციაში ხართ და თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა,სინამდვილეში კი არ მომხდარა….ეს სულის მახსოვრობაა თურმე.ასეთი რამ წამიკითხავს,როცა პეხმძიმეს ეწოდება ორსული,მაშინ მის ნაყოფში ჩამოდის სული,რომელსაც ეკეტება მახსოვრობა…ამის აგდგენა კი თურმე შესაძლებელია,სულიერი მდგომარეობისდა შესაბამისად.თუმცა თემას გადავუხვიე,მაგრამ არაუშავს…

  • RUSKA says:

    ეგ კი არა,გაიხსენეთ,ნუთუ არ დაგმართნიათ ასეთი რამ:როცა ვინმეს შეხვდებით და ფიქრობთ რომ სადგაც უკვე გინახავთ,ან კიდევ რაგაც სიტუაციაში ხართ და თითქოს ეს ყველაფერი უკვე moxda……
    ეგ ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია,რომ სულის მახსოვრობა კიარ არის,ანუ წინა ცხოვრებაში რაც მოხდა ის კიარ გახსენდება… “De ja vue”ა
    გონების მახსოვრობა….ასოციაციური კავშირი…შთაბეჭდილებების გროვა ტვინში….

  • nino says:

    me mjera reinkarnaciis. icit? chemi mosazrebit saidanac movedit isev iq cavalt anu sibnelea da sibneleshi mivdivart, reinkarnacias rac sheexeba sulebi isev ukan brundebian im sibnelidan, samotxe da jojoxetis arsebobas saertod ugunebelyops reinkarnaciis teoria, ase rom chvenc ar vicit saidan movedit da sad mivdivart

  • nino says:

    kargit ert martiv logikur kitxvas davsvav, milionobit mimdinareobebia msoplioshi rcmenis, chven martmadideblebi vidzaxit da paqtebic saxezea rac xshirad mogvyvavs xolme argumentad chveni rcmenis cheshmaritebis dasamtkiceblad, sascaulebi xatebze momdinare cremli mironi tu sisxli, mashin me mebadeba logikuri kitxva chveni rcmena tu cheshmaritia danarchenma msoplios im mosaxleobam ra qnan gardacvalebis shemdeg vinc martmadidebeli araa da carmodgenac ki ar aqvs chveni rcmenis cheshmaritebis? jojoxetshi cavlen yvela is xalxi? gtxovt yvelam damiceret tqveni mosazreba am martiv da logikur kitxvaze

  • nino says:

    iq aravin ar icis raaris da aris tu ara iq rame egec sakitxavia,,,, magram mag kitxvaze pasuxi marto teoriulad tu arsebobs da aravin vicit ra rogoraa……. me chem subieqtur azrs gamovxatav da zogadad am yvelapris ar mjera……:)))))

    • maia says:

      saertod yvelaze martivi mashinaa cxovreba roca raime religias eyrdnobi.amitom yvela adamians wams imis rasac eubneba mas misi religia tu gindat gamoitanot dasvka teologiaas mimartet :)))tu ratqmaunda gwamt gmertis

    • ლაშა says:

      რეინკარნაცია არსებობს და კიდევ არსებობს მისი დამამტკიცებელი უამრავი ნივთიერი მტკიცებულებები. რეინკარნაციის არსებობა თავად ფსიქიატრებმა დაამტკიცეს. თანაც ხელშესახებად, უამრავი ნივთიერი მტკიცებულებებით. ხო და თანაც თურმე ადამიანი ისევ ადამიანად იბადება და არა სხვა რამედ.

  • nino says:

    realurad chemi azrit religia xalxis anu masis samartavadaa sheqmnili.. vici kitxvac dagebadebat mashin saswaulebi ras mivawerot xom? chemi subieqturi azri maqvs mag sakitxtan dakavshirebit saswaulebic zedmeti rwmenis shedegia rcmenit adamians martlac rom saswaulebis moxdena sheudzlia magram eg ar nishnavs imas rom rcmena risic gvaqvs cheshmaritia tu ara anda saertod raaris cheshmariti am qveyanaze. burusitaa moculi da kitxvebze pasuxi ar moidzebneba realuri

  • geta says:

    კი მაგრამ, რომ ამბობთ მეორედ მოსვლისას ყველა თავისი სხეულით აღსდგებაო, თქვენი აზრით ეს სამართლიანობაა?
    ზოგი მახინჯი დაიბადა ამ ქვეყნად, ზოგი ულამაზესი, ნუთუ გგონიათ რომ ყოვლად სამართლიანი უფალი ამას დაუშვებს?
    ხალხო დაფიქრდით, რეინკარნაციის თეორია ყველა კითხვას სცემს პასუხს, თუკი კარგად დაუკვირდებით.

    • ირაკლი says:

      გეთანხმებით, გეტა :)
      ფიქრი რომ უნდოდეთ და სხვას არ აბარებდნენ საკუთარ საფიქრალს აქამდეც მიხვდებოდნენ და საკუთარ “ცოდვებზე” პასუხისმგებლობასაც აიღებდნენ და არ გადააბრალებდნენ იესომ წაიღო ჩვენი ცოდვებიო :)
      რეინკარნაციის პრინციპის გააზრებით ყველაფრის აღქმა უფრო ადვილდება. მაშინ ხვდები იმასაც, თუ როგორ უნდა შეიყვარო მტერი შენი როგორც საკუთარი თავი. ამ პრინციპის გააზრების გარეშე მთელი ის ეკლესიური საუბარები სიყვარულზე და შენდობაზე დროის ფუჭად კარგვა, წყლის ნაყვა და ენერგეტიკული სივრცეების ცრუ ინფორმაციით დაბინძურებაა :)
      ფიქრი რომ უნდოდეთ უკვე მიხვდებოდნენ.
      კამათებს არ აქვს აზრი, რადგან ადამიანი თავისი განვითარების დონის ან სურვილის მიხედვით ხედავს ყველაფერს.

    • თქვენ ცდებით says:

      არა თქვენ ცდებით, საქმე იმაშია, რომ აღდგომის შემდეგ ადამიანები ასეთები არ იქნებიან, ანუ ესეც არის ნათქვამი ქრისტიონულ მოძღვრებაში, რომ სამყარო რადიკალურად შეიცვლება, ასბოლუტურად სხვა სამყარო გახდება, და ამის ნიმუში იყო ქრისტეს ფერისწცვალება, ფერისცვალების შემდეგ მოციქულებმა ქრისტე ვერ იცნეს . აი ეს მოხდება, ანუ აბსოლუტურად გაჯანსაღდება სხეული, და თავად სიმახინჯეც და ნებისმიერი ფიზკუური ნაკლის სწორედ ცოდვის შედეგია.

      რაც შეეხება დანარჩენს, მეგობარო თქვენ ხოჭოდ დაბადების პერსპექტივა არ გაშინებთ და ადამიანად აღდგომის პერსპექტივამ შეგაშინათ? )))

  • aquarius_a888 says:

    ჩემი სუბიექტური აზრით და ასევე სხვადასხვა წყაროზე და ინფორმაციებზე დაყრდნობით,რელიგიები გვანან მდინარეებს, რომლებიც ოკეანეში ჩაედინება(ანუ მდინარეები მიმყვანია ოკეანემდე, ხოლო რელიგიები ღმერთამდე). ყველას სხვადასხვა სიგრძე, სიგანე და სიჩქარე აქვს, ასეა რელიგიებიც(ძველ რელიგიებს ვგულისხმობ, ქრისტიანობა, ბუდიზმი, იუდაიზმი, ისლამი და სხვა).

  • aquarius_a888 says:

    იმაზე საუბარი რომ მარტო ქრისტიანები გადავრჩებით და სხვები ვერა, რაღაც სიმართლესთან არდგას(ჩემი აზრით). ადამიანი, რომელიც კეთილია, სწორად ცხოვრობს, იცავს თავისი რელიგიის და ზოგადად ჰუმანურობის წესებს, უფალი მას გაწირავს? რატომ? მიზეზი? პასუხი: არა! ყველა რელიგიას აქვს თავისი ძალა უფლის წინაშე(აქ მახსენდება: წმ. ბასილი დიდის მოწაფის გრიგოლის გამოცხადებას და მოგზაურობა იმ ქვეყნად, სადაც ანგელოზი უხსნის, ერთგან რა რელიგიას რა ძალა აქვს უფლის თვალშიო). ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა კი სწორედ ის გზაა, რომელიც თვითონ უფალმა ჩვენმა იესომ ქრისტემ იქადაგა და თავისი ცხოვრებით გახადა კიდევ უფრო თვალნათლივ სარწმუნო და დასანახი – ღმერთი! ჭეშმარიტი და ერთი!
    ყველა რელიგიაში(ძველებში) არის სიმართლე და გზა მიმყვანი უფლამდე, მაგრამ იმის თქმა, რომ ისინი სიცრუეა ან არასწორია, მე მაგას არვიტყოდი. სამყარო ცვალებადია, დრო და ჟამი განვითარებადი, უფალმა უკეთ იცის ყველაფერი, ადამიანებს განვითარების დონის მიხედვით აძლევდა რელიგიებს სხვადასხვა გზებით. რაც შეეხება ინკარნაციას, ვის სად წაიყვანს, ან სად გადაასახლებს, ან როგორ უფრო უკეთესია მისი(ადამიანის) სულისთვის, “შენ” უნდა გკითხოს უფალმა? თუ “ვალიკოს”? მოწყალეა უფალი, რამდენს გვპატიობს აბა დაუფიქრდეთ ყოველდღე! თუ უფალმა შეიწყალა გარდაცვლილი ან/და ახალი შანსი მისცა ცოდვილს და განასხეულა მისი სული ახლად, “ჩვენ” უნდა დაგვეკითხოს? ჩვენ ვართ მსაჯულები? აი ეს ადამიანი ცოდვილია, შევიწყალე, ახალი შანსი მივეციო და აბა ყურადღება მიმიქციეთო? აქ სხვა რამეშია საქმე(რთულადაა), ვის შეიწყალებენ ზეცად, ვის მიცემენ ახალ შანს, ვინ რამდენს იცოცხლებს, ამას არავის ეუბნევიან და არც რელიგიებში წერია, არავინ იცის დაბადებულმა, იმიტომ რომ იმდენი მიეცა ადამიენებს ცოდნა რომ გადარჩნენ და ცხონდნენ, და არა უფლის საქმეებში “იქექონ”, ის გადაარჩინა, რატომ, იმიტომ, ამიტომ… არ იყო საჭირო და არც “კი” უთქვავს იესოს და არც “არა” მაგის შესახებ, ე.ი. არც უნდა დაინტერსდეს ადამიანი, არაა ეს მისთვის საჭირო თემა, არც წინ წაწევს, არც უკან. ელემენტარული მაგალითად, შეიწყალა უფალმა და ჯოჯოხეთს გადაარჩინა, მოიყვანა სული, მისცა ახალი სხეული, შესაფერისი “დასანახი ცოდვილის პროგრმით”, + გამოსწორების ნიჭებით, სხვადასხვა ცხოვრებისეული წარმართველი ასპექტებით და ა.შ. ამას ყველაფერს ადამიანები ბედისწერას უწოდებენ. მე კი ვიტყოდი, ბედისწერაცაა და არჩევანიც. “როცა ორი მხარე დაობს და ვერ გაუგიათ “6” თუ “9”, თქვენი აზრით რომელია მართალი, ვინ რომელ მხარეს დგას?… ბატონებო, “6” და “9” ორივე მართალია(სწორეა ბუნებაში). იმაზე არ უნდა ვდაობდეთ რეინკარნაცია მართალია თუ არა, მისი გამოყენების პრაგმატულობა და სასიკეთოობა უნდა გამოიყენოს(ვისაც ჯერავს და ერკვევა), რა სიკეთეს აძლევს ეს ცოდნა, რამდენად წინ წავა ამით, რამდენად სწორად გამოიყენებს ამ ცოდნას, რაში დაეხმარება, რამდენად საჭიროა. საკითხს თუ ასე შევხედავთ ყველაფერს ნათელი მოეფინება, დავუშვათ მჯერავს რეინკარნაციის, რას მაძლევს მე ეხლა ეს ინფორმაცია? რეალურ საჭირო ცოდნას? თუ ჩემი ცნობისმოყვარე ეგოიზმის დაკმაყოფილების სურვილია? ასე, რომ ცოდნა მაშინაა კარგი, როცა პოზიტიური შედეგის მომტანია.
    წარმატებები!

    • თქვენ ცდებით says:

      მეგობარო ქრისტე მორალით არ განსჯის ადამიანებს შეიგნეთ ბოლსოდაბოლოს! პირველივინც სამოთხეში შევიდა იყო არა ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელი , არამედ ავაზაკი, რომელმაც საკუთარი ცოდვილობის გაცნობიერება შეძლო!

      “სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ: მართალნი, რომლებსაც ცოდვილებად მიაჩნიათ თავი და ცოდვილები, რომლებიც ალალ მართლებად გვაჩვენებენ თავს” – ბლეზ პასკალი

  • Gio says:

    Eh imdeni usamartloba xdeba rom gmertis arsebobasac ki araaq azri,sul armjirdeba samotxeshi kargad yopna tu sicocxleshi davitanje da viwame

  • სიმართლე says:

    “არავითარი რეინკარნაცია არ არსებობს” წმ. გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი.

  • tamuna says:

    Icit ra, ase milionobit versiis tkma sheidzleba_ reinkarnacia arsebobs tu ara, an saertod vis ra dagvxvdeba ik. Amitom ubralod ufalis gwamdet da icxovret sworad da danarchens bolos isedac gaigebt. Nu dauwyebt yvelapers ase dziebas da kirkits.

  • სანდრო says:

    რეინკარნაციის თეორიის საწინააღმდეგოდ არგუმენტები უამრავი შემიძლია მოგიყვანოთ. ოღონდ ჯერ თქვენ მისი მხარდამჭერი არგუმენტები დაწერეთ და გიპასუხებთ.

  • მიშა says:

    მეგობრებო. რთულად ასახსნელი მიზეზების გამო ადამიანს ავიწყდება თავისი წინა ცხოვრებია. რელიგიური და ბიბლიური ჩანაწერები რაც დღემდე მოვიდა საგრძნობლად შეცვლილია. ადამიანის სულის უკვდავება მოიცავს იმას რომ მილიონობით წლების მანძილზე განვლილი ყველა ცხოვრება რომ გვახსოვდეს დღეს გვეცოდინება რომ უკვდავები ვართ და ასევე სრულიად სხვა ადამიანები ვიქნებოდით. უაღრესად დიდი ცოდნით და გამოცდილებით. ადრე ისე იყო მაგრამ რაღაც მომენტში წინა ცხოვრების მივიწყებული დავიწყეთ და ხელახლა გავდივართ ცხოვრებას ნულიდან. თუ ბიბლიას დავუკავშირდებით ადამის და ევას სამოთხიდან გამოგდებას მომაგონებს.ასევე დადგება მომენტი როდესაც მეორედ მოსვლა იქნება და ყველა გაცოცხლდება… ანუ მოვა დრო როდესაც ყველა ცოცხალ ადამიანს გაახსენდება თავისი ცხოვრება და კვლავ უკვდავებას შეიგრძნობს. ყველა რელიგიური წესი ჩვეულებები ადამიანების მოგონილია ისე როგორც მას აწყობდა რომ სხვებზე მმართველობა მოეპოვებინა და არა მარტო. ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანშია

  • jems. says:

    viwamod uhinoni da dafarulni….amashia mtavari arsi…megobrebo tore jojoxeti ro ufalma realurad dagvanaxos da tavisi arseboba yvela samotxeshi movxvdebit darwmunebuli var amashi…viwamot is rac sisxlit da wvalebit moagwia hvenamde danarhens gavarkvevt…roca gavalt am wuti soflidan.”AMIN”

  • არჩილი says:

    როდესაც სხვა აზრის წინაშე ხმარობ სიტყვას უმეცარს და შენი აზრი და გზა ჭეშმარიტი გგონია, როდესაც არგუმენტები ბევრად სუსტი გაქვს ვიდრე სხვას, ვფიქრობ უმეცრობას ეხლა გვასწავლიან და ქრისტეს თავისუფლების მოძღვრება, ხალხის დამონების და მართვის რელიგიად აქციეს. რატომ არ შეგიძლიათ განსხვავებული აზრის, თუნდაც მცდარი იყოს მშვიდად აღქმა? რატომ გადადიხართ შეურაწყოფაზე? მოდით ერთ კითხვას დაგისვამთ და ამაზე გამეცით პასუხი: ბავშვი რომ იბადება, მასში სული ღმერთისგან იგზავნება თუ ხორციელი დედმამისგან ისახება?

  • Liana Hoffmann says:

    AR DAIJEREBT DA ,,Et incarnatus esr de spiritu sancto ex Maria virgin,, DA ADAMIANAD GARDAISACHA SULI ZMINDAS DACHMAREBIT ZMINDA MAJASAGAN. 24-25 DEKEMBERS ROZA MZE SCHEDIS KALZULIS TANAWARSKWLAWEDSCHI ,,SYMBOLURAD JESO CHRISTE,, SZIRAWDNEN OKROS-PULS,GUNDRUKS DA MYRHES,ROMELIZ HKRAWS OZDAZAMET ZLIAN ZIKLS-ZARSULI,AZMKO DA MOMAWALI. PROTAGONISTI ,MAGIA EDZACHIS MSIS SISTEMIDAN,SCHWA DIMENZIIDAN,ZIUR SCHEULS,UCHORZOTA ZESTA,ROM SCHEMODIS TSCHWENS DIMENZIASCHI ARIS ZISPERI ENERGIIS BURTI,ROMELSAZ OR CHELS SCHUA DAITEW, DAMDZACHEBELI EUBNEBA :MIIGE ADAMIANURI SACHE,DA TU AR UTCHRA ZADI, WER ZAWA, ZAIKITCHET SOLOMON MEPIS ,,ARS NOTARIA,, PRTCHILAD:TSCHWENI MIZIEREBIS MOWALEOBA ARIS,WAKOT SEZA,ANGELOZEBI,IZRAELIS TORMETI TOMI, ZMINDANEBI,JESOS TORMETI MOZAPE,IZRAELIS TORMETI TOMI,24-25 DEKEMBERS SAMAS TWRAMETMA ZMINDA MAMAM MIIGO SULI ZMINDA DA PIRWELI OKUMENURI KONZILI 325ZELS NIKEASCHI. SCHESZIRET PULI ZMINDANEBIS SACHELZE,DATOWET EKLESIASCHI IKONEBTAN PULI,JESOS MOZAPETA SACHELIT GAEZIT :BORJOMIS,SAIRMIS DA SCHWA MINERALURI ZKALI, ZAIKITCHET TOBITI ,IK ANGELOZMA GANKURNA DA PULI AIGO, JESO CHRISTE MOWICHSENIEB SCHENS ZINAPREBS DASCHEMOGZIRAW MATI SACHELIT,GTCHOW MICHSENI HIPNOZISAGAN DA KOWELI SACHIS MAGIISAGAN, AN SCHEMOGZIRAW TSCHEMI GANKURNEBISTWIS ,AN DAICHSENI TSCHEMI SCHWILI NARKOTIKISGAN, AN ICHSENI GINEBIS SCHAWI MAGIISAGAN ,AN GWICHSENI OJACHIS DANGREWISGAN,AN KARGI SAMUSCHAOS MODZEBNISATWIS DA ASE ACHEMDEG SCHESZIREEEEEET KWELAPRISATWIS.

    • თეონა ნოზაძე says:

      გთხოვთ, კომენტარი დატოვოთ ქართული ფონტით. თქვენი ვრცელი კომენტარების წაკითხვა ლათინური ასოებით, შეუძლებელი და ძალიან დამღლელია მკითხველისთის

  • Liana Hoffmann says:

    Tschwen mizierebs chschirad uznauri,aramizieri saszaulebi gwetschweneba, am dros daudzachet:JESO CHRISTE DZEO GMERTISA AR GIKWARWAR? Rata gamogwechmianos SULI ZMINDA,tu ase ar schewiznobt win achdens tschwensvhi saszaulebs,mere brazdeba da gansazdelschi gwagdebs echla mainz mizani, zadi da scheszire gmerts,kowel dilas mamao tschweno unda tkwat da dilis lozwa madloba suli zmindas rom gagwagwidze daganaachle tschemi goneba da guli.

  • Liana Hoffmann says:

    SAKME 4/11/12ES ARIS LODI ,ROMELIZ UKUAGDET TKWEN ,MASCHENEBLEBMA DA ROMELIZ KWAKUTCHEDAD IKZA. SCHWASCHI ARAWISSCHI AR ARSEBOBS CHSNA,ARZ ARIS ZIS KWESCHETSCHI, CHALCHISTWIS MIZEMULI SCHWA SACHELI, ROMLITAZ GADAWRTSCHEBIT. DAUDZACHET KOWEL DILA-SAGAMOS LOZWIS S CHEMDEG. ,,JESO CHRISTE ,DZEO GMERTISA AR GIKWARWAR? MICHSENI KOWELI GANSAZDELISGAN. SaKME7/50. UPALI AMBOBS,,GANATSCHEMMA CHELMA AR SCHEKMNA ES KOWELIWE? SAKME SAKME8/59 KWAS ROM USCHENDNEN STEPANE GAGADEBDA DA AMBOBDA ,,UPALO JESO CHRISTE MIIBARE TSCHEMI SULI,, DAUDZACHET KOWEL SITUAZIASCHI JESO CHRISTES ,,WAI DEDA ARA,, kowziz rom dagiwardet chelidan tkwit,,ketilad ketilad ieso christe, gwichseni gansazdelisgan,, gmerts unda rom dawinachot rom tschwentan aris, tu WER WCHEDAWT GWADZLEWS CUD TWISEBEBS ,KOWELIWES RAZ ZODWASCHI GWETWLEBA, GAUPRTCHILDIT TKWENS SCHEULS , GONEBAS, GULS, CHERCHEMALS,PECHS , AMITOM KOWEL CUTSCHI TKWIT JESUS,JESUS MICHSENI BOROTISGAN AR GIKWARWAR,AR GIKWARS TSCHEMI DA,MEZOBELI,NATESAWI, MEGOBARI /SACHELI/GWICHSENI GANSAZDELIGAN MCHOLOD KETILAD,MCHOLOD KETILAD, AR ISURWOT BOROTEBA MTRISTWIS,SCHECHWDIT KOWEL GANSAZDELS MOMZADEBULI. SUL COTA TLWI MAMAO TSCHWENO,AMIN,7 JER. DAMERE DAUDZACHET. SIZMARI MIANISCHNEBS UKWE IMAS ROM UNDA SCHEIZNO DA DAUDZACHO,,KETILAD ,KETILAD MCHOLOD KETILAD, GWICHSENI HIPNOZISAGAN,ZKEWLIS DA GINEBISGAN

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი