მთავარი » ქრისტიანობა

რატომ ვიწოდებით მართლმადიდებელ ქრისტიანებად

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2019 | 958 ნახვა

„…მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ.
არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“
(იოან. 14, 6)

მართლმადიდებელ ქრისტიანებად იმიტომ ვიწოდებით, რომ მართლად გვწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და გვწამს ისე, როგორც გადმოცემულია ეს სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) და ვეკუთვნით თავად მაცხოვრის მიერ დედამიწაზე დაფუძნებულ ერთ, წმინდა კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც სულიწმიდის წინამძღვრობით უცვალებლად, მართლად და დიდებით იცავს იესო ქრისტეს სწავლებას, ანუ ჩვენ ვეკუთვნით ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას.

უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლობა არის ღმერთის სწორი, მართებული რწმენა, რომელიც ყოველ, ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანს მტკიცეს და შეურყეველს ხდის მისი ცხოვრების მართალ და კეთილმსახურ გზაზე. იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი – ნიშნავს სწორად შეიმეცნებდე გონებით, მართებულად გწამდეს გულით და შეუცდომლად აღიარებდე ბაგეებით ყოველივე იმას, რაც თავად ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ საკუთარი თავის შესახებ, ქმნილი სამყაროსა და ადამიანის შესახებ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულების, მიზნისა და ამოცანების შესახებ, და რაშიც თავადვე დაგვმოძღვრა მასთან ჩვენი სულიერი ერთობის მისაღწევად და ჩვენი საუკუნო ცხონებისათვის. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ასეთი მართალი სარწმუნოების, მართებული რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთის სათნოოფა (შდრ. ებრ. 11, 6).

სხვები, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებულად აღიარებენ ქრისტეს რწმენას („მონოფიზიტები“, „კათოლიკები“ – პაპისტები, იგივე ლათინები, პროტესტანტები, ე.წ. „იეღოველები“ – რასელისტები და სხვ.), მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არ არიან.

ისტორიის მანძილზე იყო და ახლაც არის სხვადასხვა სარწმუნოება (იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, ისლამი და სხვა რელიგიები), მაგრამ არც ერთი არ არის ჭეშმარიტი, გარდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა – ქრისტიანობისა. ღვთისაგან გამოცხადებული ჭეშმარიტება მხოლოდ მასშია

ქრისტემ თქვა: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ. არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოან. 14, 6). იგი არის ხორციელქმნილი ჭეშმარიტება. ჩვენ მხოლოდ ქრისტეში და ქრისტეს მიერ შეგვიძლია ჭეშმარიტების პოვნა და შეცნობა, და მაშასადამე, მხოლოდ ქრისტეს მიერ, მხოლოდ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეგვიძლია ვცხონდეთ.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი