მთავარი » ქრისტიანობა

რატომ ვაკურთხებთ სახლს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2011 21 კომენტარი | 12,953 ნახვა

სახლის კურთხევას დიდი ძალა აქვს. კურთხევისას სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულითა და ანგელოზით შემოდის, ზოგიც – ბოროტი სულითა და განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი სულის განდევნისთვისაა საჭირო.

სახლის კურთხევასთან დაკავშირებით “ამბიონი” გთავაზობთ ინტერვიუს (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურ) მამა კონსტანტინე გიორგაძესთან.

რატომ უნდა ვაკურთხოთ სახლი? როგორ ხდება სახლის კურთხევა და რა ლოცვები სრულდება სახლის კურთხევისას?

ადამიანს მარადჟამს ესაჭიროება უფლის მფარველობა, რამეთუ სამოთხიდან გამოძევების შემდეგ იგი ბოროტის განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მოექცა. ბოროტი ძალები შეიძლება ყველგან იყვნენ, მითუმეტეს იქ, სადაც ადამიანები იმყოფებიან. მღვდლის სახლში მისვლით, სახლის კურთხევით ბოროტები იდევნებიან და ისადგურებენ ანგელოზები, რომლებიც მღვდელს მოჰყვებიან სახლის კურთხევის დროს. ამ ანგელოზებს ფუძის ანგელოზები ეწოდებათ. თუ სახლში სიმშვიდე და სიწყნარეა, მაშინ ეს ანგელოზები არსად მიდიან და რჩებიან იქ. მორწმუნე ოჯახმა თვითონაც უნდა ასხუროს ნაკურთხი წყალი ყოველ დღე სახლის შესასვლელ კართან და ოთახებში. სახლის კურთხევისას მღვდელი კითხულობს კურთხევანში არსებულ კურთხევისათვის სპეციალურ ლოცვებს.
სახლის კურთხევის დროს უფლის მადლით იდევნებიან ბოროტი ძალები და სისუფთავე ისადგურებს.

აუცილებელია თუ არა სულიერი მოძღვრის კურთხევა იმ შემთხვევაში, თუ ბინის კურთხევას სხვა მოძღვრის მიერ გადავწყვეტთ?
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ადამიანს ერთი მოძღვარი უნდა ჰყავდეს, მაგრამ საიდუმლოებების შესრულებისთვის მას შეუძლია მიმართოს სხვა მოძღვარსაც. ეს არ არის დანაშაული და ცოდვა.

ნაკურთხ სახლში იმ ოჯახის წევრებზეც თუ გადმოდის ღვთის მადლი, რომლებიც ქრისტეს მცნებებით არ ცხოვრობენ?

ღვთის მადლი გადმოდის იმაზე, ვისაც ეს უნდა და ვინც მიმღებია ამ მადლისა. ისე, რა თქმა უნდა, როცა სახლი იკურთხება, უმჯობესია ოჯახის წევრები ეკლესიურები იყვნენ. ურწმუნო და ათეისტმა ადამიანმა შეიძლება ნაკურთხ სახლში ცუდად იგრძნოს თავი იმიტომ, რომ უფლის მადლი ურწმუნოებას ვერ ეგუება. მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა სახლის კურთხევის დროს და მღვდლის ქადაგებით ბევრ ადამიანს დაუწყია ეკლესიური ცხოვრება.

რა სიხშირით უნდა ვაკურთხოთ სახლი?

სახლის კურთხევის სპეციალურად დადგენილი დრო, ან გრაფიკი არ არსებობს. შეიძლება იკურთხოს როცა მოგესურვებათ მაშინ, თუმცა, ჩვეულებისამებრ, სახლს წელიწადში ერთხელ აკურთხებენ, თუ რაიმე განსაცდელი არ არის ოჯახში.

ბინის კურთხევისას კარზე, კედლებზე სასულიერო პირები ჯვარცმის გამოსახულებას აკრავენ, ეს რისთვისაა საჭირო?

როცა მღვდელი სახლს აკურთხებს, ის კედლებზე, სახლის მთელ პერიმეტრზე გამოსახავს ჯვრებს და ზეთს სცხებს ჯვრის სახით. სწორედ ეს ჯვრები იცავენ ოჯახს ბოროტი ძალებისაგან. არ არსებობს ძალა უფრო მეტი, ვიდრე ჯვრის ძალაა.

მინდა ვურჩიო ადამიანებს, რომ ხშირად გამოისახონ ჯვარი და დასახონ სახლის კარებსა თუ კედლებს. ჯვარი უნდა გადასახონ გზასაც, საკვებსაც, წყალსაც.

რატომ იკრძალება ნაკურთხ სახლში თამბაქოს მოწევა?

თამბაქოს მოწევა, საერთოდ, საშინელებაა. ვინც თამბაქოს ეწევა, ის ეშმაკს უკმევს და წარმოიდგინეთ, როცა მღვდელი სახლს აკურთხებს, ის უკმევს უფალსა და ადამიანებს და ამ დროს მწეველი კი”უკმევს” იმას, ვისაც კურთხევით სახლიდან აძევებენ (ბოროტ ძალას). ადგილი კი არ წმენდს ადამიანს, არამედ ადამიანი – ადგილს. მღვდელი ასუფთავებს, მწეველი კი – აბინძურებს.

დღეს ადამიანები ავტომობილებსაც აკურთხებენ. წერია თუ არა “კურთხევანში”, რომლითაც მღვდელმსახური აღასრულებს საიდუმლოს, გადაადგილების საშუალების კურთხევაც?

აუცილებელია არა მარტო ავტომობილის, არამედ ნებისმიერი ნივთის კურთხევა. კურთხევანში არის სპეციალური ლოცვა, რომელსაც ნავის კურთხევის ლოცვა ეწოდება. ამ ლოცვას იყენებენ ნებისმიერი სხვა ტრანსპორტის კურთხევის დროს. რაც შეეხება სხვა ნებისმიერ ნივთს, არსებობს ლოცვა ყოველი ნივთის კურთხევისა.

მოძღვარს, რომელიც გვიკურთხებს სახლს, რითი უნდა მივაგოთ პატივი?

მღვდლისადმი პატივის მიგება – ეს იგივეა, რაც უფლისადმი პატივის მიგება. უპირველეს ყოვლისა, მას რიდითა და შიშით უნდა მიაგოთ პატივი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ალბათ, გაინტერესებთ უფრო მატერიალური მხარე. პავლე მოციქული ეუბნება იუდეველებს: მე იმდენ სულიერ საკვებს გაძლევთ თქვენ ღვთისგან, რომ მე თქვენგან რაიმე მატერიალური რომ მივიღო, არ მეკრძალება, მაგრამ მე ხომ ამას არ ვაკეთებ?!
მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მღვდელი საიდუმლოებების შესრულების საფასურს არ ითხოვს, მაგრამ თუ რაიმეს თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში შესწირავთ, ეს თქვენ უფრო მეტად დაგიბრუნდებათ.

დაგვლოცეთ მამაო…

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

21 კომენტარი »

  • მანანა says:

    დიდი მადლობა მამა კონსტანტინე გიორგაძეს ასეთი საჩირო და საინტერესო საუბრისთვის. ასევე მადლობა ჟურნალს საინტერესო სტატიებისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

  • ირინა says:

    უგრმესი მადლობა “ამბიონს” ასეტი საჩირო და საინტერესო ინფორმაციებისტვის! ტქვენ უდიდეს საქმეს აკეტებტ, განსაკუტრებიტ საზგვარგარეტ მცხოვრები ქარტველების უფლისკენ მობრუნებისტვის,რადგან მატ არა აქვტ საშუალება ხშირად მიმარტონ ეკლესიას.გისურვებტ ცარმატებებს

  • ლელა says:

    ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი სულიერი მოძღვრები

  • ნათია says:

    მამა კონსტანტინე მართლაც რომ სულიერი მოძღვარია,მრევლის და მთლიანად ერის,ძალიან ვაფასებ და მადლობა მას ამ ღვაწლისთვის,ღმერთმა გაგვაძლიეროს მათთან ერთად მთელი ერი.წარმატებები ამ ჟურნალს.მართლაც საინტერესო სტატიაა.

  • მერი says:

    ვფიქრობ,ჩემთვის დაგვიანებულია.
    ადრე უნდა მცოდნოდა სახლის კურთხევის შესახებ.

  • მაია says:

    სახლის კურთხევის შემდეგ,ალბათ უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.დიდი მადლი რჩება სახლში.მადლობა საინტერესო სტატიისთვის.

  • ტარიელ says:

    რამდენი “ნაკურთხი” მანქანა მინახავს საშინელ ავარიაში მოყოლილი. რამდენ “ნაკურთხ” სახლში მომხდარა საშინელი უბედურება. პრობლემა ისაა, რომ ადამიანი “კურთხევის” იმედზე რჩება, მაგრამ ხელიდან უშვებს ნამდვილ კურთხევას – საკუთარი სულისა და პიროვნების განახლებას საღვთო წერილის მიხედვით. არავის გაკრიტიკება არ მინდა, ღმერთმა ყველა დალოცოს, მღვდელის, ერიც და ბოლოს მეც, მაგრამ ნამდვილი კურთხევა ის იქნებოდა, თუ ადამიანს ქრისტიანული მოძღვრების შესწავლასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში დავეხმარებოდით. მაშინ კურთხეული იქნებოდა ადამიანიც, მისი სახლიც და ყველა მისი სხვა ნივთიც.

    მოკრძალებით,
    ტარიელ

  • აბელი says:

    ტარიელ ეგ მღვდლის ბრალი არ არის, ეგ ჩვენი მცირედმორწმუნოების ბრალია.

  • ეგზორცისტი says:

    უჰ ეს გამოგონილი ლიტურგიკული ნარჩენები…
    ნაკურთხი მანქანა თუ დაამტვრიეთ ვინმემ, იცოდეთ მიწაში უნდა ჩაფლათ, ან სუფთა ადგილას დაწვათ. სიწმიდეა!

  • ნიაკო says:

    :)) რამ გაამწარა ეხ ხალხიი?!( ნუთუ იეღოვამ?:D:D)) ვისაც ლოცვის მადლი არ სწამს მისთვის ნაკურთხი მანქანაც და სახლიც აუტანელი და გაუსაძლისი იქნება…ის მადლს და სიკეთეს ვერ შეეგუება, ბოროტება შეაწუხებს.

  • ეგზორცისტი says:

    შვილო, იეღოვა რას ნიშნავს იცი საერთოდ? ასე უაზროდ რო იქნევთ ამ სახელს…
    ლოცვის მადლი მწამს და არა შელოცვა-შეკურთხების…
    ნამდვილად ვერ შევეგუები ჩემი მანქანა ვიღაცამ ნაკურთხი წყლით რო გაწუწოს, რადგან ეს ნაკურთხლი წყლის შეურაცხყოფა იქნება…

  • ნიაკო says:

    :))და თვქენი აზრით როდესაც წინა საუკუნეებში წმიდა მამები ნავებს აკურთხებდნენ და დაღესაც იგივე ლოცვას კითხულობენ მანქანის კურთხევისას, ის წმინდა მამებიც მკრეხელობდნენ და ნაკურთხ წყალს შეურაცხყოფდნენ?

  • ირინა says:

    უგრმესი მადლობა კიდევ ერტხელ, ძალიან დიდ საქმეს აკეტებტ….ცარმატებებს გისურვებტ!!!!

  • თათუ says:

    ეგზორცისტ-ს მივმართავ შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც საწინააღმდეგო აზრით გონია სხვას სიმშვიდეს დააკარგინებს და შეიყვანს თავისთან დისკუსიაში, რომელიც გადავა კონფლიქტში და მერე თვითონ გაერთობა.წადი რა თავს მიხედე,შენისთანების გამო არ ღირს არასდროს (მითუმეტეს ამ მარხვაში)ცოდვაში ჩავარდნა. რატომ უხსნით ადამიანებო ამას რამეს? დაანებეთ თავი, მხოლოდ შევიცოდოთ, როგორც დაკარგული სული. ამასაც ეს უნდა მეტი კომენტარი, რომ მეტი სისულელე როშოს, ჰოდა გადაირევა რაც უფრო მეტად უკომენტაროდ დარჩება.:))))))))))))))))))

  • თაველა says:

    დიდი მადლობა მამა კონსტანტინეს და ამბიონს ჩვენი ჩაკეტილი გონების გახსნისთვის,ამ ქადაგებით ბევრი რამ შევიძინე ჩემი ცოდვილი სულის გადასარჩენად.გვფარავდეს უფალი

  • აბელი says:

    დიდი მადლობა ,,ამბიონს” ასეთი კარგი თემის წამოწევისათვის… კომენტარების სიმრავლეც ამაზე მეტყველებს. ;)

  • სოფიკო says:

    გეთანხმები თათუ…………

  • sopio says:

    egzocits-s chemo kargo sheni saqme mashin ikneba kargad roca mixvdebi rom nakurtxi cklit manqanas ki ar cucaven,aramed didi madli gadadis mankanaze.waikitxe wminda mamebis werilebi dagexmareba.amis gagebashi(tu ginda ra tkma unda)

  • უგრმესი მადლობა მამაოს. მაქვს შეკითხვა თუ შეგიძლიათ შესაძლებლობის და გვარად გამცედ პასუხი. ახალი დაოჯახებული ვარ ქმრის ოჯახში ვცხოვრობ აქ ხშირად იკარგება ნივთები . ძაღლი უცნაურ მოქმედებებს ჩადის ყველას რაღაც ტკივა და აწუხება სსახლი რემონტის ეტაბზეა და რაც კურთხევა ვახსენე გაჩერებულია მაინტერესებს მიმდინარე რემონტის დროს თუ არის შესაძლებელი სახლის კურთხევა ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი