რატომ უნდა ატაროთ პირბადე ანუ ნიღაბი?

კორონავირუსი ძირითადად ვრცელდება სასუნთქი გზებიდან, აირწვეთოვანი გზით, წვეთებით, რომლებსაც ადამიანები გამოყოფენ საუბრის, სიმღერის, ხველის ან ცემინების დროს. საკითხის უკეთ შესასწავლად მიმდინარეობს კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სიმპტომების არმქონე ადამიანისგან; ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები და არ იცოდეს ამის შესახებ.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დისტანციის დაცვა ისეთ ადგილებში, სადაც კორონავირუსი ფართოდ არის გავრცელებული. გასათვალისწინებელია, რომ ხალხმრავალ ადგილებში სხვა ადამიანებისაგან დისტანციის დაცვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. და სწორედ ამიტომ, ერთმანეთის დაცვის მიზნით, ასეთ ადგილებში რეკომენდებულია ქსოვილის პირბადეების გამოყენება.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადე არ არის საკმარისი – საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გააგრძელოს ფიზიკური დისტანციის დაცვა და ხშირად იბანოს ხელები. ამ ზომების ერთად განხორციელებით ჩვენ შეგვიძლია კორონავირუსის დამარცხება.
წყარო: www.unicef.org
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.