მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რატომ მგონია შვილების უბედურებაში მამები დამნაშავე?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2019 4 კომენტარი | 989 ნახვა

დეკანოზი თამაზ ლომიძე: სიცოცხლე რა არის? – სიცოცხლე უპირველესად არის ადამიანის თვითრეალიზაცია, საკუთარი თავის განხორციელება, არსებობა ისეთი სივრცის და პირობების, რომელიც არათუ მტრულადაა განწყობილი ადამიანის მიმართ, არამედ პირიქით სთავაზობს მას მოქმედების, სწავლის, შრომის, სპორტის, გართობის, დასვენების საშუალებას ანუ საჭირო თავისუფლებას და აუცილებელი თვითრეალიზაციის საშუალებას.

ბედნიერიც და სიცოცხლით კმაყოფილიც მხოლოდ ის ადამიანია, ვინც თვითრეალიზება მეტ-ნაკლებად შეძლო ცხოვრებაში. ასეა შექმნილი ადამიანი, მას აუცილებლად სჭირდება საკუთარი თავის რეალიზაცია ბედნიერების განცდისთვის.

საქართველოს ხალხიც სწორედ იმიტომ არაა ბედნიერი, რომ ჩვენი ქვეყანაა მოწყობილი თუ არეული ისე, რომ უმრავლესობას არა აქვს თვითრეალიზების საშუალება, ამიტომაც გარბიან ქვეყნიდან.

ყველაზე დაჩაგრულნი კი ამ “ჯუნგლებში” ბავშვები და მოზარდები არიან. თუმცა ქართველი მაინც ძველებურად თავს იბრმავებს და უნდა დაიჯეროს, რომ მისი შვილი “ჯერ ბავშვია და არაფერი ესმის”. მწარედ სცდებით, თქვენზე მეტად ესმით და განიცდიან ყველაფერს. ბავშვურად, მაგრამ თქვენზე უფრო ღრმად და გულწრფელად განციდიან, რომ მატერიალური გაჭირვება აქვთ, რომ ძლადობის მსხვრპლნი არიან, რომ მათ უბანში საკმარისი სტადიონი და სხვადასხვა სპორტული დარბაზი არ არის, არც საცურაო აუზია, არც სამუსიკო სკოლა, არც საბავშვო კონცერტზე ყოფილან ძალიან დიდი ხანია, არც ექსკურსიაზე წაუყვანია ვინმეს, არც მუზეუმში და კინოთეატრში, ვეღარც სოფელში მიდიან ხშირად, განიცდიან, რომ დიდები მუდმივად ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ და ტელევიზიით სულ ეს ესმით. მაგ. ჩემი ძმა რომელსაც სამი პატარა შვილი ჰყავს, მეუბნებოდა: ველოსიპედები როგორც იქნა ვუყიდე ბავშვებს და ახლა იმაზე ვფიქრობ სად იარონ, რადგან არც ჩვენს და არც ახლომახლო უბანში არც პარკია და არც სხვა რამ ადგილი სიცოცხლისთვის საშიში რომ არ იყოს ველოსიპედიანი ბავშვისთვისო. აი, ამას ბავშობიდან განციდიან ჩვენი შვილები.

რა უნდა გააკეთონ მამებმა თუ “ქვეყნის მამებმა” რომ მათ შვილებს სიცოცხლე უყვარდეთ და ამ საშინელი სასიკვდილო სლოგანებით არ მოხატონ მთელი ქვეყანა? – საკუთარ ამპარტავნებას, სიხარბეს, ვერცხლისმოყვარეობას, უდარდელობას, მედიდურობას ამოსდონ ლაგამი და შვილებზე იფიქრონ რეალურად, სიცოცხლისთვის საჭირო გარემო და პირობები შეუქმნან შვილებს. თუ არ გესმით როგორ, წადით სხვა ქვეყნებში, ნახეთ, გაიზიარეთ იქაური გამოცდილება და ისწავლეთ თუ რა პირობებს უქმნის სახელმწიფო ბავშვებს და მოზარდებს ევროპის ცივილიზირებულ ქვეყნებში.

მამებო და “ქვეყნის მამებო”, ბავშვობიდან მიეცით ქვეყნის შვილებს თვითრეალიზების საშუალება და ისინი არასოდეს შეიძულებენ სიცოცხლეს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ვაკე და სხვა არაფერი says:

    სოფელს რომ მიატოვებს ადამიანი და მაიცდამაინც ვაკის ცენტრში მოინდომებს ცხოვრებასაც და სხვათა შორის მღვდლობასაც შემთხვევით ეს ხომ არაა პრობლემა?
    აბრალეთ სხვებს და იყავით მასე…
    საწყალი ბავშვები, თურმე ვაკეში ველოსიპედით ვერ ნავარდობენ… ესაა საქმე?

    • ალექსანდრე says:

      გაუგებარი წინასწარი განწყობაა, ჩემო მეგობარო თქვენს კომენტარში.
      იგივეს ამბობს მამაო, ზუსტად, რასაც თქვენ.
      ყველას მიმართავს და მათ შორის “ქვეყნის მამებს”.
      ვაკე საერთოდ არაა ამ სტატიაში და თავისი მაგალითიც არ მოჰყავს, არამედ საკუთარი ძმის მიერ ნაქვამი წუხილი გაგვანდო.
      ეკრძალება მღვდლის ძმას ისეთ უბანში ცხოვრება, სადაც ცუდი გარემოა ბავშვისთვის? გინდ ვაკე იყოს და გინდ ისანი, საერო კაცმა წუხილი გამოთქვა, ძმამ კი გაგვანდო და რჩევა მოგვცა.
      ეს ხომ იგივე წუხილია, რასაც თავად თქვენ ამბობთ, რომ მამის არასწორი საქციელია პრობლემაო.
      რამდენჯერმე წავიკითხე სტატიაც და თქვენი კომენტარიც, სანამ ამას დავწერდი.
      მოდავება, როცა თქვენივე აზრს ამბობს მამაო, გაუგებარია.
      იქნებ ეგ წინასწარ, მცდარი განწყობითაა ნაკარნახევი და ამ განწყობის გადადება გინდათ სხვებზე?
      მაპატიეთ თუ არ მოგეწონებათ ჩემი პასუხი, მარა, მე მამა თამაზსაც და თქვენც გეთანხმებით და ვაღიარებ, რომ მაქვს შეცდომები შვილების მიმართ. თუნდაც ის, რომ ვცხოვრობ ცენტრში (არსაიდან ჩამოვსულვარ), არ მინდა იქიდან წასვლა, არადა საშინელი დაბინძურებულია გარემო ბავშვებისათვის.

  • ვაკე და სხვა არაფერი says:

    საერთოდ წავშლიდი ამ ნაწერს…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი