მთავარი » ქრისტიანობა

რატომ ეწოდა საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2014 12 კომენტარი | 19,432 ნახვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, “უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა”.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა:

“აწ ნუ განეშორები იერუსალიმს, წილხვდომილი შენი ქვეყანა განათლდება მომავალში და შენი მეუფება განმტკიცდება იქ. მცირე ხნის შემდეგ შენ ღმრთის სიტყვა უნდა ახარო იმ მიწას, სადაც მიგიყვანს უფალი”.

მაშინ ქალწულმა მარიამმა უხმო ანდრია მოციქულს და გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი და გააგზავნა საქართველოში საქადაგებლად.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • datiko48 says:

    Samwuxarod dges Qartveltaumravlesoba iqceva ugirsad,unda davfiqrted da shemobrundet im wminda rwmenis gzaze rasac hqvia MARTLMADIDEBLOBA!!!

    • მაია მელიძე says:

      სამწუხაროდ ეს ჭეშმარიტებაა,და სანამ დროა კიდევ დაფიქრდეს ქართველობა და ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას მხარს ნუ კრავენ……..

  • რენე says:

    რა მაინტერესებს რომელ საღვთო გადმოცემაზეა საუბარი ?

    • koka says:

      ეგ დაწერა ნიკოლოზ გულაბერისძემ საქართველოს კატოლიკოსმა 11სკ ში თავის აღაპში სვეტიცხოველზე და ჩვენ ველამ დავიჯერეთ ესე უბრალოდ

  • mariami says:

    Me cetanxmebi pirvel komentars dges dzalian bevru iqceva ugirsad da araferi ar adardebs tavisi tavis garsa magram tu gamovswordebit es ufalsac da gmerts dzaluan moewoneba

  • დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო ქართველი მეფეთა დინასტიაც…..,ბაგრატიონები ებრაელთა შთამომავალნი იყვნენ,ესეც ხომ ღვთისმშობლის და უფლის ნება იყო ალბათ….,მუდამ ფარავდეს ჩვენს ქვეყანას მისი მადლი

  • ჯიმი says:

    “საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არაა, ამას არცერთი ეკლესია არ აღიარებს”

    ინტერნეტ მომხმარებელი ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:

    “1- საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არაა,ამას დიმიტრი როსტოველი ამბობს, თუმცა, ამ ფაქტს არ აღიარებს არცერთი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და ეს უბრალოდ გადმოცემაა, ფოლკლორია, მართლა ასე რომ იყოს მაშინ გამოდის, რომ საქართველოს ეკლესია რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებზეც კი უპირატესია და დიპტიხიში პირველ ადგილზე უნდა იყოს.

    2- ანჩისხატი ხელთუქმნელი არაა, აშკარად ეტყობა, რომ დახატულია და თუ გჯერათ, რომ იესოს ასეთი ასიმეტრიული სახე ჰქონდა, ყოჩაღ თქვენ! ბიზანტიური ხატწერის ნიმუშია. ანჩისხატი მხოლოდ თავისი იკონოგრაფიითაა ხელთუქმნელი, ისე, ენკაუსტიკის წესითაა შესრულებული.

    3- მეორედ მოსვლა არ იქნება ქართულ ენაზე(იგულისხმება განკითხვის პროცესი, რომელსაც არამგონია იესო ქრისტე ვერბალურად წარუძღვეს) , ეს სისულელე დაწერა იოანე ზოსიმემ, რომელსაც არანაირი საღვთისმეტყველო ავტორიტეტი არ ჰქონია და არცაა შერაცხული წმინდანად, პლუს ამას არაერთხელ გამოუძევებიათ მონასტრებიდან, დავუშვათ და თუ ეს მართლა ასე მოხდა მაშინ გამოდის, რომ განკითხვის პროცესს მხოლოდ ქართველები გაიგებენ რაც აბსოლუტური სისულელეა.

    4- ბაგრატიონები არ არიან დავით მეფის შთამომავლები ეს ყველაფერი ქართული პროპაგანდა იყო.

    5-ქრისტეს კვართი მართლა რომ იყოს მცხეთაში ის უცილობლად უნდა იქნეს ამობრძანებული მიწიდან და უნდა მიეცეს მომლოცველებს საშუალება ემთხვინ მას, მაგრამ არავინ არ იცის სადაა ეგ კვართი, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე არის მიწაში, ჩვენ ეს ვიცით და იქვე ვტოვებთ? ამათ ფული ისე უყვართ აგერ შვილმკვდარი მამის მიერ ნაჩუქარ მიწას ყიდიან უნამუსოდ და კვართს გააჩერებდნენ მიწაში?

    6- ეს ცალსახად ქართველებს არ ეხებათ, მაგრამ აღდგომას ცეცხლი არ გადმოდის, მას კანდელიდან ანთებენ და ის ჩვეულებრივად წვავს, თუ არ გჯერათ დააკვირვებით უყურეთ ყველა ვიდეოს და მანახეთ თუნდაც ერთი კადრი სადაც მომლოცველს ცეცხლი რამდენიმე წამის მანძილზე მაინც უჭირავს კანთან.

    7- სერაფიმე საროველს არ უთქვამს ვინც ივერიას შეებრძოლება ის დედა ღვთისას ებრძვისო, ესეც ფოლკლორია, ამის არცერთი წყარო არ არსებობს.

    ამ იდეებით იკვებებოდა და იკვებება ქართული პრავასლავნიკური პატივმოყვარეობა და მერე სომხებისგან გვიკვირს იგივე, ჯერ საკუთარი თვალიდან ამოვიღოთ დირე და მერე ვეძებოთ მოყვასის თვალში ბეწვი.

    • მოძღვარი says:

      და ჯიმი, შენ გჯერა რასაც ინტერნეტ მომხმარებელი ნათანიელ ერიაშვილი წერს სოციალურ ქსელში?

    • რევაზ says:

      ჩვენი საქმე (ქისტიანების) სულაც არ არის ვეძიოთ ძველ ქრისტანულ ისტორიაში რაიმე გადაცდომები, რომელიც არც კი არსებობს, ზოგ-ზოგიერთებს უნდა რომა იყოს ისე როგორც მანდ წერია მაგრამ ეგ სიცრუეა.. ჩვენი საქმეა ღვთის მიმართ ლოცვა და მორჩილება, პატიოსნება, 10 მცნების დაცვა.

  • Liana Hoffmann says:

    Schoba modis,24-25 schesciret upals puli,gundruki da myrrhe ,tu gindat izchowrot harmoniaschi /psichologi Rudolf steineri/ awad chart schesciret upals mschwerpli-puli,atriale tawschi mcholod ketili pikrebi,sizmari nache?kargiz rom ikos mcholod ketili pikrebit. Markus 11/14. Scheris-che rogorz jesom scherischa legwis che. Amieridan arasodes ar imokmedos,dzala dakargos,dapatarawdes HIPNOZI, boroteba mosachleta schoris ,bilzsitkwaoba, sexualuri amoralismi. Aseti komentarebit tu schemoudzachebt ertmanets jeso christes gaechardeba da dagwlocaws. echla Sachaliso: kwelas gwikwars. MER/bewri/-CEDE/sami perzona mcholobiti rizchwis=mercedes; VW= ebraeluri aso =schin =vvv; nissani= ni is ani= is deda ara; FIAT= gachdi chilwadi; toijota= toi-ja-tanschia,is tschwens scheulschiao, dilidan sagamomde atrialet tawschi, mcholod ketili pikrebit.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი