მთავარი » ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება აკნე?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.11.2013 10 კომენტარი | 17,581 ნახვა

გამონაყარი, ფერიმჭამელები, აკნე ძალიან გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით მოზარდებში. რატომ ჩნდება აკნე? “ამბიონს” ექიმი აკნე დერმატოლოგი, ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი დარეჯან სუდაძე გვესაუბრება:

„აკნე ძირითადად გამომწვეულია პროპიონობაქტერიით, ანაერობული ბაქტერიით, რომელსაც არ უყვარს ჟანგბადი და ძალიან კარგად გრძნობს თავს ცხიმოვან ფონზე. ანუ ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქციის შედეგად ვითარდება სებორეა, კანის ჭარბი ცხიმინაობა, ხდება ფორების დახშობა და ეს კარგ გარემოს ქმნის დაავადების განვითარებითვის. ჩირქოვანი კერების გაჩენაში კი ძირითადად მეორადი ინფექციური აგენტები სტრეპტო და სტაფილოკოკები მონაწილეობენ.

ზოგადად, ცხინოვანი ჯირკვლების ანთება, მოუვლელი კანი, გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს აკნეს განვითარებაში. შესაძლოა ის თან ახლდეს ფონურ დაავადებებს: საკვერცხეების პოლიკისტოზს, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებას, რაც იწვევს ჰორმონული ფონის ცვლილებას. აკნეს განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებამაც.“

აკნეს რა ტიპები არსებობს და რომელია ყველაზე გავრცელებული?

კლინიკური გამოვლინების მიხედვით აკნეს შემდეგი ტიპები არსებობს:

კომედონური აკნე
პაპულო-პუსტულოზური აკნე
ნოდულოცისტური აკნე
კონგლობატური აკნე
ფულმინანტური აკნე

ყველაზე ხშირად გვხვდება კომედონური და პაპულო–პუსტულოზური აკნე.

როგორ მკურნალობენ აკნეს?

აკნეს მკურნალობაში გათვალისწინებული უნდა იყოს აკნეს ტიპი, ფონური დაავადებები, ჰორმონული ფონი, კანის ტიპი, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მანამდე ჩატარებული მკურნალობა და მისი ეფექტურობა. აკნეს მკურნალობისათვის გამოიყენება როგორც ადგილობრივი საშუალებები: კანის მოვლისა და დასაბანი საშუალებები, ხსნარები, ლოსიონები, მალამოები, აგრეთვე, რიგ შემთხვევაში, დასალევი მედიკამენტები.

როგორ ვებრძოლოთ მას სახლის პირობებში?

აკნეს თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. აუცილებელია მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს სწორი და ადექვატური მკურნალობის მისაღებად.

მუდმივად მიაქციეთ ყურადღება კანის სისუფთავეს, სწორად შეარჩიეთ კანის მოვლისა და სხვა კოსმეტოლოგიური საშუალებები, ხოლო თუ გამონაყარმა შეგაწუხათ, დროულად მიმართეთ ექიმს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • mari says:

    sad ar viyavi da rit ar vimkurnale… jer aranairi shedegi ar maqvs :( davigale :(

    • ქეთი says:

      მარი მოსიჯეთ ჯავახიშვილების ცენტრი იკითხეთ შორენა, უსაყვარლესი ადამიანია და საუკეთესო კოსმეტოლოგი, მაგათ აქვთ თხის ქონზე დამზადებული კრემი და შესანიშნავ შედეგს იძლევა თუ სისტემატურად გამოიყენებ. მეც ესევე სხვისი რჩევით მივედი და დამიჯერე შეგიძლია მილიონი რამე სცადო და მიხვდები რომ შეუცვლელია. ეს სასწაული კრემია, თან ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავს და არანაირ ჰორმონებს. ისეთი განაწამები ვარ მეც რომ უკვე ყველა ექიმს და ყველა მედიკამენტს ვიცნობ… კეკელიძეზე არიან ტელეფონი თუ არ ვცდები 25 36 21 თუ პირიქით 25 21 36
      წარმატებებს გისურვებ

    • www says:

      Ro-akutani >>>>> dz magaria, chems tavze gamovcade da marto am wamalma mishvela, kacitadze nishnavs da miakitxet visac es problema awuxebs, 6 tve schirdeba mkurnalobas da 1000 lari daaxloebit. shedegi garantirebulia

  • www says:

    Ro-akutani >>>>> dz magaria, chems tavze gamovcade da marto am wamalma mishvela, kacitadze nishnavs da miakitxet visac es problema awuxebs, 6 tve schirdeba mkurnalobas da 1000 lari daaxloebit. shedegi garantirebulia

  • ia says:

    პრობლემის მოგვარებისათვის გირჩევთ, გამოიყენოთ ბაობაბის ზეთზე დამზადებული საცხები, თუმცა მხოლოდ საცხებით არ გადაიჭრება პრობლემა,მით უფრო თუ აკნე რაიმე დაავადების ფონზე მიმდინარეობს. ამიტომ დამიკავშირდით და მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონზე: 558 140 346(ჯეოსელი) 577 202 110(მაგთი). ია

  • აკნე შესაძლებელია დიდი ალბათობით საჭმლის მომნელებელი სისტემის არასწორ ფუნქციონირებას უკავშირდებოდეს.მოაწესრიგეთ კვების საკითხი და მიიღეთ მცენარეული ნახარშები:გვირილის,კალენდულის,კრაზანას და ა. შ.

  • Eee says:

    Shesadzlebelia rom tavisit gagiaros gardatexis asakis dros

  • როაკუტანზ ვსვავ 15 დგეა უკვე და ცოტა გამონაყარი მქონდა სანამ ამ წამალს დავიწყებდი და ეხლა ძალაინ გამირულდა თუმცა მოთრეს ესე უნდა იყოსო მაგრამ მაინც ვნწრვიულობ იქნებ უფრო უარესი დამართოს ამ რუაკუტანა დღეში 1აბსს ვსვავ 20 მლ იქნებ ვინმწმ მომწეროთ თუ დაგილევიათ ს წამალი და შედეგი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი