მთავარი » ჯანმრთელობა

რატომ ამბობს ბავშვი საკვების მიღებაზე უარს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.11.2013 9 კომენტარი | 12,222 ნახვა

ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვესაუბრება ეკა კუცია (ბავშვთა სასწრაფო დახმარება “პედიატრის”, “ახალი სკოლა” საქართველო საერთაშორისო სკოლისა და “ეკა კუციას პედიატრიული კაბინეტის” ექიმი–პედიატრი):

არსებობს თუ არა ბავშვებში საკვების მიღების ნორმა კონკრეტული ასაკისთვის?

რა თქმა უნდა, არსებობს. ბავშვთა კვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები თუ რეკომენდაციები ყოველთვის იყო და არის ძალიან აქტუალური თემა. ბავშვის კვება მთელი რიგი სერიოზული, საერთაშორისო სამედიცინო–კვლევითი ორგანიზაციებია, რომლებიც მუშაობენ ამ კუთხით, ადგენენ სტანდარტებსა და რეკომენდაციებს. ბავშვი არ გახლავთ მოზრდილი მინიატურაში, ის მოზარდი ორგანიზმია; ზრდისა და სწორი განვითარებისთვის სჭირდება ასაკისთვის შესაბამისი კალორიების რაოდენობა, დაბალანსებული საკვები–ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინებისადა მინერალების ადექვატური შემცველობით;

ძუძუთი კვება არის იდეალური დაბადებიდან პირველი 4–6 თვის მანძილზე. დედის რძის შემადგენლობა იცვლება ინდივიდუალურად ბავშვის მოთხოვნის შესასაბამისად; 4 ან 6 თვიდან აუცილებელია შერეულ კვებაზე გადასვლა. ამ ასაკში მხოლოდ დედის რძე არ არის საკმარისი ყველა საჭირო მიკროელემენტის მისაღებად, თუმცა, კარგი იქნება, რომ 12 თვის ასაკამდე გააგრძელოთ ძუძუთი კვებაც. ასაკისა და სქესის მიხედვით სხვადასხვა საკვები ინგრედიენტის ზუსტი რაოდენობის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მოკლედ: ყოველდიურად მისაღები საკვები ინგრედიენტები 5 დიდ ჯგუფად იყოფა: მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები; მაგალითისთვის ჩამოგითვლით 2–5 წლის ასაკის ბავშვებისთვის საჭირო დღიურ ნორმებს: მარცვლეული (უმჯობესია იყოს მსხვილმარცვლოვანი, ნაკლებად დამუშავებული–მდიდარი ბოჭკოთი)– 140 გრამი, ბოსტნეული (ეცადეთ ბოსტნეულის მრავალფეროვნება შესთავაზოთ, ყოველი კვება უნდა შეიცავდეს ბოსტნეულის ელემენტს)–475 გრ, ხილი (ისევე, როგორც ბოსტნეული, მთელი დღის მანძილზე ყოველ კვებაზე უნდა იღებდეს ხილს, ერიდეთ ხილის წვენებს!)–355 გრ, რძე და რძის პროდუქტები (კალციუმის წყარო, რაც აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის, პროტეინების წყარო–აუცილებელი ზრდისთვის, მთელი რიგი ვიტამინები და მინერალები)– 590 გრ, ცილოვანი პროდუქტები (კვირაში 2–ჯერ – ზღვის პროდუქტები, მოერიდეთ ცხიმის შემცველ ან დიდი რაოდენობით ცხიმში შემწვარ ხორცს; გაამდიდრეთ მენიუ მცენარეული ცილოვანი პროდუქტით: ლობიო, ბარდა, კვერცხი, სოიო, თხილი) – 140 გრ.

მაქსიმალურად შეამცირეთ ყოველდღიურ მენიუში ცხიმის, მარილის, შაქრის რაოდენობა. ჯანსაღ კვებასთან ერთად აუცილებელია ასაკისათვის ადექვატური ფიზიკური აქტივობა.

რა შემთხვევაში ამბობს ბავშვი საკვების მიღებაზე უარს?

არსებობს სხვადასხვა მიზეზი – ფიზიოლოგიურიდან დაწყებული ფსიქოლოგიურით დამთავრებული; ფიზიოლოგიური–მისთვის საჭირო კალორიები უკვე მიიღო და მეტს აღარ საჭიროებს; ფსიქოლოგიური ფაქტორები ბევრად უფრო მრავალფეროვანია და გასხვავებულია ასაკის, გუნება–განწყობისა და ხასიათის მიხედვით. ბავშვი ხშირად ამბობს უარს საკვებზე, განსაკუთრებით ახალი საკვების შეთავაზების პირველ ეტაპზე, მაგრამ ფარხმალი არ უნდა დაყაროთ, არ დააძალოთ, შესთავაზეთ კვლავ 1 კვირის შემდეგ. თუ უარს ამბობს ულუფის ბოლომდე დამთავრებაზე, ნურც მაშინ დააძალებთ, ბავშვის ორგანიზმი ხშირ შემთხვევაში თავისით არეგულირებს მისაღები საკვების რაოდენობას, ხშირად არ ვთავაზობთ ზუსტად საკმარის კალორაჟს, ხშირად მეტს ვთავაზობთ.

გამოსარიცხია სამედიცინო პრობლემაც: ერთი ყველაზე თვალსაჩინო, როცა ბავშვი ავადაა, სიცხე აქვს, ჭირვეულობს, ცხვირი გაჭედილი აქვს, ახველებს ინტენსიურად, აწუხებს მცირე წყლულები ან სტომატიტი პირის ღრუში, მუცლის ტკივილი და ა.შ. და მეორე, რომელიც ნაკლებად თვალსაჩინო შეიძლება იყოს – რეფლუქსი ან შეკრულობა.

როდესაც ბავშვი უარს ამბობს კვებაზე, შეიძლება თუ არა მას „ძალით“, დაშინებით ვაჭამოთ?

დაძალება არ არის გამოსავალი და ხშირად უშედეგოა, არც დაშინებით გამოვა რამე, სხვანაირად უნდა მიუდგეთ; თუ ისეთ ასაკშია, როცა საუბარი შეიძლება–უნდა აუხსნათ, თუ უფრო მცირე ასაკისაა, მაშინ მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული გარემო უნდა შეუქმნათ, თუმცა ზედმეტად თეატრალიზებული და საცირკო წარმოდგენების დადგმა არ არის საჭირო, ამით აგრძნობინებთ, რომ მისი ჭირვეულობა შედეგს იღებს–ანუ ის უარს ამბობს კვებაზე და თქვენგან “საჩუქრად” იღებს საცირკო წარმოდგენას მაშინ, როდესაც საჩუქარი და წახალისება უნდა მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგად შეჭამს თავის ულუფას.

რა ხანგრძლივობის უმადობა შეიძლება გახდეს საშიში ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

უმოქმედოდ არ უნდა უყუროთ და ელოდოთ, როდის გამოსწორდება ბავშვის მადა, როდის დაიწყებს კარგად ჭამას და როდის არ იტყვის უარს ამა თუ იმ ჯანსაღ პროდუქტზე. როგორც აღვნიშნე, თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს და ავადაა და ამ დროს ამბობს უარს კვებაზე, ეს ნორმალურიცაა მის მდგომარეობაში. პირველ რიგში, დაარეგულირეთ სიცხე და შემდეგ შესთავაზეთ საკვები; ნუ მისცემთ წასახემსებელ საკვებს (თხილი, ჩიფსები, კამფეტები, ორცხობილა და სხვა) ძირითად კვებებს შორის (კვებებს შორის 3 საათი მაინც უნდა იყოს შუალედი), წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შიმშილის გრძნობას გაუქრობს და საჭირო დროს ძირითად საკვებზე უარს იტყვის. შეაჩვიეთ ბავშვი წესრიგს, ანუ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს შესთავაზეთ საუზმე, სამხარი, დღის ძილი, სადილი, ვახშამი, ღამის ძილი. ძალიან მნიშვნელოვანია რუტინის, ჩვევის გამომუშავება.

თუ უჭმელობა ქრონიკულ ხასიათს იღებს, ანუ გრძელდება დღეები, კვირები და თან ერთვის სხვა ნიშნები: სისუსტე, უხასიათობა, ჭირვეულობა, წონაში კლება–აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

კარგი აზრია ფსიქოლოგის ჩართვა ჭირვეული მჭამელის “მოსარჯულებლად”.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სრულფასოვან კვებას?

• პატარა ასაკიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი ჯანსაღ კვებას, იგულისხმება ასაკი, როცა დედის რძესთან ერთად იწყებთ ახალ–ახალი საკვები ულუფების შეთავაზებას;

• ნუ გაასინჯებთ “მავნე” პროდუქტებს (კანფეტები, შოკოლადები, გაზიანი ტკბილი სასმელები, ჩიფსები…არ ეცოდინებათ გემო, არც მოგთხოვენ);

• ბავშვები ყველაზე კარგად სწავლობენ თამაშით, ამიტომ თქვენ თამაშ–თამაშით უნდა აჩვენოთ და ასწავლოთ, რომ, მაგალითად, ვაშლი უფრო სასარგებლოა და უფრო ძლიერს გახდის, ვიდრე კანფეტი ან ტკბილი ნამცხვრები;

• აჩვენეთ მავნე პროდუქტების მავნე შედეგები (გაფუჭებული კბილები, ცუდი სუნი პირიდან, მუცლის ტკივილი, სიმსუქნე და ა. შ.);

• მოამზადეთ სახლში ჯანსაღი საკვები და ბავშვი აქტიურად ჩართეთ მზადების პროცესში, თან გზადაგზა აუხსენით ამა თუ იმ პროდუქტის სარგებლობის შესახებ;

• რაც ძალიან მნიშვნელოვანია- თქვენი მაგალითი. თქვენ თვითონ უნდა იკვებებოდეთ ჯანსაღად და სრულფასოვნად. თქვენ საუკეთესო მაგალითი ხართ თქვენი შვილისთვის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • თინიკო says:

    დიდი მადლობა პედიატრს თემის ასეთი საინტერესო ახსნისთვის. რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ…

  • თაკო says:

    გამარჯობა. ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ , მყავს4 თვის ბიჭი არის ხელოვნურ კვებაზე , დამატება დაუნიშნაპედიატრმა ”малютка ”ფაფები და არაფრით აღარ ჭამს რძეს, წყალსაც დიდად აგარ სვამს. ვაბრალებდი სურდოს და ყელის ტკივილს, მაგრამ ფაფებს კარგად მიირთმევს… ძალიან ვნერვიულობ და მირჩიეთ რამე, პედიატრი მხოლოდ იმას მდუბნება რომ ფაფების ფონზე აღარ მოსწონს რძე, გამოსავალს კი არ მთავაზობს არადა ვიცი რომ აუცილებელია რძე. სულ სამჯერადი კვება გამოსდის პატარას და სამივე ფაფა, ვცადე ბოსტნეულის დამატება და არ მიიგო :( უკვე არღარ ვიცი რა გავაკეთო ….

  • თამუნა says:

    გამარჯობათგთხოვთ დამეხმაროთ ჩემი გოგო არის ორი წლის კვირაზე მეტია უარს ამბობს საჯვებზე რაც არ უნდა შევთავაზო არ მინდას იძახის რისი ბრალია იქნებ დამეხმაროთ.რომ ვთქვა უხასიეთოდ და სუსტად არარის მარტო ხანდახან ჭირვეულობს და ხელში აყვანას მთხოვს ან მეძინებაო

    • Maka says:

      1.9 თვისაა ჩემი შვილი ჭამდა ჩვეულებრივად ეხლა 5-6 დღეა კოვზს რომ ხედავს და საჭმელს არ მიღებს პირს რა არ ვცადეე პედიატრმაც გასინჯა ჩვეულებრივ ხასიათზეაა უბრალოდ თავს იქით მიქნევს და პირს არ მიღებს აუკრდალე სასუსნაოები რა გავაკეთო ლამისაა გავგიჟდე გთხოვთ მირჩიოთ რამე

  • თიკო says:

    გამარჯობა.გგთხოვთ მითხარით როგორ მოვიქცე.მყავს 3თვის და ერთი კვირის გოგონა.არის ხელოვნურზე.ღამე ჭამს მხოლოდ ძუძუს.ახლა უკვე 180გრამია მისივდოზა.მაგრამ არ ჭამს.ხან 90ს ჭამს ხან 60ს.ნუტრილაკს ჭამდა.გუშინ შევუცვალე საჭმელი ჰიპი მივეცი და ამას უფრო არ ჩამს და თან განავალი მწვანე იყო დილით.ძალიან გთხოვთ მითხარით რა ვქნა.ძალიან ვნერვიულობ.დიდი მადლობა

    • Maka says:

      1.9 თვისაა ჩემი შვილი ჭამდა ჩვეულებრივად ეხლა 5-6 დღეა კოვზს რომ ხედავს და საჭმელს არ მიღებს პირს რა არ ვცადეე პედიატრმაც გასინჯა ჩვეულებრივ ხასიათზეაა უბრალოდ თავს იქით მიქნევს და პირს არ მიღებს აუკრდალე სასუსნაოები რა გავაკეთო ლამისაა გავგიჟდე გთხოვთ მირჩიოთ რამე

  • Marieta says:

    Gamarjobat chemi shvili daibada patara conis dabadebidan zondit ikcebeboda axla masajebi uketdeba magram soskas ar qachavs sheidzleba umadoba qondes?

  • გამარჯობათ ჩემი პატარა 20 თვისაა მარტი რძეს სვავს უკვე 8 თვეა.იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო.ძალიან ვნერვიულობ არაფერი დაემართოს.

  • ანა says:

    მყავს 5 თვის ბიჭი და ერთ კვირაზე მეტია უარობს ძუძუს.არც ფაფას ჭამს არც სუფს.ძუძუს მარტო მძინარეს ვაჭმევ ცოტას.იქნებ დამეხმაროთ როგორ მივაჩვიო ისევ ბუნებრივ კვებას.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი