მთავარი » ქრისტიანობა

რას ნიშნავს სალოსობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.12.2021 | 569 ნახვა

მკითხველის შეკითხვა: მინდა გკითხოთ, სიტყვა სალოსი რას ნიშნავს, მე ვიცი რომ ეს ნიშნავს იყო ქრისტეზე შეყვარებული და ერში შეიძლება გიჟადაც შეგრაცხონ, ყოველივე ამას ჭირდება უფლისგან განსაკუთრებული კურთხევა?

დეკანოზი ანდრია კემულარია: სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღმრთის სადიდებელად და საკუთარი ცოდვილობისა და ვნებულობის დასაძლევად ნებით იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა როგორც სულელი. ასეთი ცხოვრებით ადამიანი ებრძვის ამპარტავნებას, რომელიც არის ცოდვათა დედა. სარწმუნოების და სულიერი წარმატებისდა მიხედვით ასეთ ადამიანს ღმრთისაგან შეიძლება მიემადლოს სხვადასხვა ნიჭი სულიწმიდისა. სალოსები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ, კურნავდნენ. ძალიან ხშირად ისინი თავისი თითქოსდა სულელური ქცევით ამხელდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა.

სალოსური ღვაწლი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უმძიმესად. ადამიანებს გვაქვს რაღაც წარმოდგენები საკუთარ ღირსებაზე, პრეტენზია საზოგადოებაში რაღაც ადგილზე. ამ ადამიანური „ღირსების“ დაცვაში ჩვენ ხშირად შეურაცხვყოფთ ნამდვილ ღირსებას ადამიანისა – ღმრთის ხატებას. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ ღირსებაზე, რათა სიწმიდეში დაიცვას მთავარი – ხატება ღმრთისა.

უნდა ითქვას, რომ ეკლესია ძალიან ფრთხილად ეკიდება სალოსობას, რადგან მისით შესაძლოა არათუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს, ხიბლში ჩავარდეს „მოღვაწე“ და საბოლოოდ დაიღუპოს. დღესაც შეიძლება შეგვხდნენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. მათთან ურთიერთობისას, ვინც ტვირთულობს სალოსობის ღვაწლს, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა ერთ-ერთი მოხიბლულის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანთან, რათა არც თვითონ შევცდეთ და არც სხვას ვექცეთ დაღუპვის საშუალებად.

წყარო: www.orthodoxy.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი