მთავარი » ქრისტიანობა

რას ნიშნავს მორწმუნისათვის ტაძარში მისვლა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2016 | 7,293 ნახვა

მრევლი ქრისტიანისათვის ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულია, თუკი ადამიანი ჭეშმარიტად მორწმუნეა. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღმრთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემატება ქრისტიანის ყველა კეთილი წამოწყება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დროს სულიერად მშვიდად ვიყოთ, სამოსელი კი მოწესრიგებული გვქონდეს. ჩვენ ხომ ეკლესიაში უბრალოდ კი არ მივდივართ, არამედ დავიმდაბლებთ რა თავს, საკუთარ სულსა და გულს, ჩვენ მივდივართ ქრისტესთან, სწორედ ქრისტესთან – მასთან, ვინც გვანიჭებს მადლს, რომელიც უნდა დავიმსახუროთ ჩვენი ქცევითა და შინაგანი განწყობით.

ტაძარში ხშირად უნდა ვიაროთ?

ქრისტიანი მოვალეა, ტაძარში მივიდეს შაბათ-კვირასა და დღესასწაულის დღებში.
დღესასწაულების დაწესება და დაცვა აუცილებელია ჩვენი ცხონებისათვის, ისინი გვასწავლიან ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას. აღძრავენ და კვებავენ ჩვენში, ჩვენს გულებში სიყვარულს, კეთილკრძალულებასა და ღმრთისადმი მორჩილებას. მაგრამ ეკლესიაში მიდიან აგრეთვე აღთქმულის შესაწირავად, წესის შესანარჩუნებლად, ან უბრალოდ იმისათვის, რომ ილოცონ, როცა ამის დრო და შესაძლებლობა აქვთ.

წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი