მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რას კითხულობს ჩვენი ახალგაზრდობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2009 6 კომენტარი | 4,612 ნახვა

მარკესზე შეყვარებული თაობა

წიგნებითუკი სულ რაღაც ათიოდე წლის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში ხშირად მოისმენდით ახალგაზრდების განხილვას, კამათს ამა თუ იმ მწერლის ან ნაწარმოების შესახებ, დღეს ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ კითხვა და მხოლოდ ვირტუალური “განათლებით” არ შემოიფარგლებიან. “ამბიონმა” მცირე გამოკითხვა ჩაატარა ახალგაზრდების იმ ნაწილში, რომლებსაც კითხვა უყვარს, რათა გაგვერკვია, ძირითადად რა ტიპის ლიტერატურას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

ნინია (21 წლის): “ბოლოს გაბრიელ გარსია მარკესის “პატრიარქის შემოდგომა” წავიკითხე, ძალიან მიყვარს ამ მწერლის შემოქმედება… უპირატესობას ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ვანიჭებ. მე და ჩემი მეგობრები ვირჩევთ ხოლმე რომელიმე წიგნს, ვკითხულობთ და შემდეგ ერთად განვიხილავთ, რაც ძალიან გვიადვილებს კიდევ უფრო მეტი დავინახოთ ამა თუ იმ ნაწარმოებში”.

დათუნა (25წლის): “თანამედროვე ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი და ოთარ ჭილაძე. მომწონს კლასიკური ლიტერასტურაც.

ვთვლი, რომ ადამიანმა წიგნების სამყაროს შეცნობა ჯერ კლასიკოსებით უნდა დაიწყოს, რათა მერე უფრო გაუადვილდეს რთულად შესაცნობი ლიტერატურის აღქმა”.

გაბრიელ გარსია მარკესინინო (22წლის): “მომწონს წიგნები, რომლებშიც სათქმელი ქვეტექსტებით არის გადმოცემული. ბოლოს გოეთეს “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” წავიკითხე. თანამედროვე მწერლებიდან მომწონს მარკესი. აგრეთვე, ქართული კლასიკური ლიტერატურა”.

გიორგი (17წლის): “ახლა ვკითხულობ პაულო კოელიოს “ალქიმიკოსს” და ძალიან მომწონს. მეგობარმა მირჩია წამეკითხა და ნამდვილად არ შევცდი, რომ დავუჯერე. მომეწონა, კურტ ვონეგუტის “ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ”. თუმცა, ვაღიარებ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო, ძალიან იშვიათად ვახერხებ რაიმე საინტერესოს წაკითხვას”.

ნინო დოლიძე (მაღაზიათა ქსელ “პარნასი”-ს მენეჯერი): “ყველაზე ხშირად ნაწარმოებებიდან სენტ-ეგზიუპერის “პატარა უფლისწული” იყიდება, რაღაც საოცარი სისწრაფით ქრება წიგნის თაროებიდან, ასევე, საბავშვო ლიტერატურა და ენციკლოპედიები. თანამედროვე ავტორებიდან კი გარსია მარკესი იყო, არის და ალბათ, კიდევ დიდ ხანს იქნება ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი”.

ნათია შენგელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • თბილი says:

    ძალიან კარგი სტატიაა :) ძალიან მომეწონა და ვეთანხმები ავტორს…
    დღესდღეისობით სამწუხარდო წიგნის ფურცლები ინტერნეტის “ვებ”–გვერდებმა შეცვალეს და თანამედროვე “Wikipedia”-მ თუ უბრალოდ “Google”-მ სრულად შეცვალა ახალგაზრდა ადამიანების ცნობიერება…

    ვთვლი რომ წიგნს მაინც თავისი სითბო აქვს რომლის ერთი წვეთიც კი საკმარისია რომ ჩაგითრიოს და ჩაგათბოს…

    ძალიან მომეწონა შენი გამოკითხვა ჩემო :)

  • marusaa says:

    au patara ufliswuli mec magrad momwons, markesistvis ki jer ashkarad patara var :) giorgis davetanxmebi swavlis gamo bevri verafris kitxvas ver vaswreb :|

  • Tiko says:

    მართლაც რომ აღარსად ისმის ამა თუ იმ წიგნის შესახებ კამათი.. მარკესი… დიკენსი.. თუნდაც კონან დოილი… დღეისთვის წიგნზე მეტად აქტუალური კომპიუტერია და მისი თამაშები.. ადრე თუ ბიბლიოთეკაში ეძებდი ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებს… დღეს წიგნის გადაშლაც აღარ გინდა …კომპიუტერში მოიძიებ…მომწონს ასეთი გამოკითხვები და ვამაყობ ყველა იმ ადამიანით ვინც კიდევ კითხულობს წიგნებს… :)

  • გვანცა says:

    ქართული წაიკითხეთ ჯერ, შვილოსა :) “დათა თუთაშხია”, კლდიაშვილი, ინანიშვილი… დუმბაძით დაწყება კი ყველაფერს ჯობიაააააააააააა.

  • სანდრიკო says:

    ძალიან მომწონს ესეთი საიტები. მე პირადად 12 წლის ვარ და სწორედ ასეთმა ვებ-გვერდებმა შემაყვარეს კითხვა.
    დღეს კი ქართულის მასწავლებელმა დამავალა პუბლიცისტური წერილის დაწერა და ზუსტად ვიცი რაც უნდა გავაკეთო:
    1. შევიდე ვებ-გვერძე
    2.მოვიძიო მასალა
    3.დავწერო თემა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი