მთავარი » ჯანმრთელობა

რაქიტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.05.2013 3 კომენტარი | 11,344 ნახვა

“რაქიტი“ ბერძნული სიტვაა და ნიშნავს გამრუდებას, ანთებას.

რაქიტი D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლების დარბილებითა და თანდართული დეფორმაციით. რაქიტი ყველაზე ხშირად 2-3 თვიდან 2-3 წლამდე ბავშვებს ემართებათ.

D ვიტამინი სტეროიდული ჰორმონია. იგი ორი მოლეკულური ფორმით გვხვდება: D2 (ერგოკალციფეროლი) და D3 (ქოლეკალციფეროლი). ჩვილი D3 ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება, ხოლო D2 მცენარეთა ერგოსტეროლისგან წარმოიშობა.

D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ კლინიკურ სინდრომს ბავშვებში რაქიტი ეწოდება, ხოლო მოზრდილებში – ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება).

რაქიტის დაავადების შესახებ “ამბიონს” კლინიკა “შპს. მედ-კაპიტალის” პედიატრი მაია ფრუიძე ესაუბრა:

რა ნიშნების მიხედვით ხასიათდება დაავადება რაქიტი?

რაქიტის დამახასიათებელი ნიშნები არის: ძლიერი ოფლიანობა, ფერმკრთალობა, მადის დაქვეითება, ჭირვეულობა, უძილობა. ბავშვს უჭირს დაძინება, რადგან ნერვულად აღგზნებულია და ჩაძინების პროცესში უოფლიანდება კეფის ნაწილი. შემდეგ უკვე ვითარდება რაქიტის ნარჩენი მოვლენები, რაც ხასიათდება კეფის გაბრტყელებით, კეფის ძვლების დარბილებით, შუბლისა და სწორი ძვლების დეფორმაციით.

რა არის რაქიტის განვითარების ძირითადი მიზეზი?

ძირითადი მიზეზი არის კალციუმის შეწოვის დაქვეითება D ვიტამინის დეფიციტის გამო. ორგანიზმში აუცილებლად უნდა იყოს D ვიტამინის საკმაო რაოდენობა, რომ ნაწლავებში მოხდეს კალციუმის შეწოვა. ჩვილ ასაკში მიზეზი არის მზის სხივების დეფიციტი, რადგან მზის სხივები ხელს უწყობს ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნას. ასევე, ორსულისა და ჩვილის არასწორი და არასაკმარისი კვება.

რაქიტის პროფილაქტიკა:

რაქიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ბავშვის ძუძუთი კვებას, ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე სეირნობას, რეგულარულ ვარჯიშს, დამატებით კვებაზე დროულად გადაყვანას. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, პედიატრი შეარჩევს, რა სქემით უნდა დაენიშნოს D ვიტამინი პაციენტს. პროფილაქტიკის დაწყება სასურველია მუცლად ყოფნის დროიდანვე. მშობელი ყოველდღიურად უნდა სეირნობდეს და სწორად იკვებებოდეს. მეძუძური დედა უნდა იღებდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ, კალორიულ საკვებს. ბავშვები ჩვილობიდანვე უნდა მიაჩვიოთ სუფთა ჰაერზე ყოფნასა და ძილს.

რა სახის მკურნალობა უნდა გაიაროს რაქიტით დაავადებულმა ბავშვმა?

რაქიტის ნიშნების შემჩნევისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს პედიატრს, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი გართულებები. რაქიტის მკურნალობა გულისხმობს D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის შემცვლელი პრეპარატების მიღებას. დოზის შერჩევა მხოლოდ პედიატრს შეუძლია ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით, რადგან D ვიტამინის არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება და სხვა საშიში გართულებები. კვება უნდა იყოს სრულფასოვანი, სასურველია D ვიტამინით გახლდეთ მდიდარი. მაგალითად: თევზი, ხიზილალა, ღვიძლი, კვერცხის გული, რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთი და სხვა.

გავრცელებადია თუ არა ეს დაავადება და რა სახით შეიძლება გავრცელდეს იგი?

გავრცელებადი და გადამდები რაქიტის დაავადება არ არის. ძირითადად, ეს დაავადება შეიძლება წარმოიქმნას დაბალ სოციალურ ფენებში, კვებადაქვეითებულებში, სადაც მზის დეფიციტია… განვითარებად ქვეყნებში რაქიტის გავრცელების უმეტესი შემთხვევები დაფიქსირებულია აფრიკაში, ინგლისში, ნიგერიაში. ბუნებრივად D ვიტამინი წარმოიქმნება კალცში მზის სხივების მოქმედების შედეგად. ზაფხულის პერიოდში სასურველია გარუჯვა დოზირებულად. მზის სხივების შედეგად წარმოქმნილი D ვიტამინი წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის მარაგს.

რაც შეეხება საქართველოს, რაქიტის გავრცელების ნიშნები ადრე უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე – დღესდღეობით. თუმცა მონაცემები რაქიტის გავრცელების შესახებ არ არსებობს, რადგან იგი არ შედის სტატისტიკურად აღრიცხვადი დაავადებების ჩამონათვალში.
რაქიტი, მიმდინარეობის მიხედვით, არის მწვავე, ქვემწვავე. კლასიფიკაციის მიხედვით კი – D ვიტამინ რეზისტენტული რაქიტი. რამდენი D ვიტამინიც არ უნდა მიიღოს ორგანიზმმა, მასში მაინც არის ფერმენტის დეფიციტი, რომელიც არ ითვისებს D ვიტამინს. სამწუხაროდ, ამ ტიპის რაქიტის მკურნალობა სირთულეს წარმოადგენს. თუმცა იშვიათია ასეთი შემთხვევები.

თამთა ჯიქია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი