მთავარი » სხვადასხვა

რამოდენიმე თუ რამდენიმე?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.03.2017 | 51,946 ნახვა

სწორია ქართული მართლწერის დამახინჯებათაგან – თვით ქართულ სიტყვებში – ყველაზე ხშირია ამა თუ იმ ხმოვნის ჭარბი ხმარება ან ერთი ხმოვნის შეცვლა მეორით.
როგორც ზეპირ, ისე წერითს მეტყველებაში ზოგიერთი ჩვენგანი სიტყვა რამდენიმეს ნაცვლად ხმარობს რამოდენიმეს. საიდან გაჩნდა ეს ო, ან რატომ არ უნდა ვიხმაროთ იგი? საკითხი მით უფრო საინტერესოა, რომ განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული ამ ფორმას არ იცნობს, სათანადო ტომი კი ამ ნახევარი საუკუნის წინათ გამოვიდა, ე.ი. იმხანად ეს ფორმა საერთოდ არ დასტურდებოდა.

ძველ ქართულში რამდენის ნაცვლად გვქონდა რაოდენი. დროთა განმავლობაში ეს ხმოვანი -დ გადაიქცა (როგორც ეს გვაქვს რამდენიმე სახელში: ნოგოზი – ნიგვზის, მინდორი – მინდვრის, ნიორი – ნივრის და მისთ), ე.ი. რაოდენი > რავდენი; შემდეგ კი ვ შეცვალა მ-მ და მივიღეთ დღევანდელი კითხვითი რიცხვითი სახელი რამდენი, –მე ნაწილაკის დართვით კი – რამდენიმე.

მაშასადამე, ვინაიდან სიტყვა რამდენში თვითონ არის ხმოვნისაგან მიღებული, ამიტომ ახალი -ს დართვა ზედმეტი ხდება და ერთადერთ სწორ ფორმად გვექნება მხოლოდ და მხოლოდ რამდენი და ამ სიტყვის ხმარება არც არავის ეშლება. გაუგებარია, რატომ უნდა იწვევდეს ამ სიტყვის ბოლოში ნაწილაკების მექანიკური დართვა ხმოვნის გაჩენას: სიტყვა რამდენზე ნაწილაკების დართვის შედეგად უნდა მივიღოთ: რამდენიმე, რამდენიღაც, რამდენჯერმე (და არა : რამოდენიმე, რამოდენიმეჯერ).

მაგრამ, თუკი რაოდენობის ნაცვლად ზომის, სიდიდის მინიშნება გვინდა, მაშინ ო-ხმოვნიანი ფორმა – რამოდენა უნდა ვიხმაროთ.

მაშასადამე, უნდა ვთქვათ და ვწეროთ მხოლოდ ასე: რამდენიმე, მაგრამ რამოდენა

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი