მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რამდენად განაპირობებს ბავშვის მომავალს მშობლის სიტყვები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.02.2022 | 582 ნახვა

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი: “მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. წარმოთქმული სიტყვა ან სიკეთის მომტანია, ან უბედურების. თუ სიტყვაში ჩავდე ჩემი ალერსი, სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა, იმედი, რწმენა, ეს გამოიწვევს იმას, რომ ბავშვი უფრო გაბედულად გადადგამს ნაბიჯს. ასეთი რაღაცაა სიტყვა. რომ გავიგონებ ხოლმე „მეხი კი დაგაყარეო,“ მთელი ბალანი მებურძგლება. თითქოს მე მეუბნებიან ამას, როდესაც ბებია ან დედა ბავშვს ეუბნება: მეხი კი დაგაყარეო. ​როგორ უნდა დააყარო მეხი ბავშვს?!“

შალვა ამონაშვილი მშობლებს ურჩევს, ხშირად მოეფერონ ბავშვებს.

„ბავშვებს უნდა ვეფეროთ. ​ბავშვს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ის კარგია, მშვენიერია, ლამაზიცაა. მას უნდა მივაწეპოთ ის სიტყვები, რაც შეიძლება მასში არ არის. არ არის გამბედავი, მაგრამ უნდა უთხრა: „შენ როგორი გამბედავი ხარ!“

„სიტყვები, რომლებიც ჩვენგან გამოდის, ჩვენც გვაშენებს, როგორც ადამიანებს. სიტყვებით ჩვენს სულიერ სასახლეს ვაშენებთ, ან ამავე ​სასახლეს ჩვენშიც ვანგრევთ და სხვაშიც. ბილწსიყვაობა ოჯახში დამანგრეველი ძალაა. ამ დროს ჩვენი სისხლი იცვლება. ჩვენს სისხლში აღმოჩნდება მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც აღარ გადის სისხლიდან,“ – აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ ეთერში ისაუბრა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი