მთავარი » კულტურა

“რამაზ ჩხიკვაძე – 85 ფოტო ალბომისათვის”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.02.2013 | 1,477 ნახვა

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა “რამაზ ჩხიკვაძე – 85 ფოტო ალბომისათვის” გაიმართა.

რამაზ ჩხიკვაძე ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და რამაზ ჩხიკვაძის შვილმა ალექსანდრე ჩხიკვაძემ გახსნეს.

“ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში. არ მეგულება ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც გულისყურისა და განსაკუთრებული სითბოს გარეშე შეხედავს ამ ფოტოებს, რომლებზეც ასახულია მსახიობის შემოქმედების ყოველი ეტაპი ქართული კინოსა და თეატრის ისტორიიდან,” – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

“ეროვნულმა არქივმა საიუბილეო გამოფენაზე რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ გამოცემაშიც შევიდა. ამდენად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გაეცნოს ამ უნიკალურ ფოტოებს”, – აღნიშნაგამოფენის გახსნისას თეონა იაშვილმა.

გამოფენას მსახიობის ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრებიც ესწრებოდნენ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია რამაზ ჩხიკვაძის თეატრალური და კინოროლების, რეპეტიციებისა და შეხვედრების ამსახველი ფოტოები, ასევე კინოკადრები – ნაწყვეტები სპექტაკლებიდან, რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით.

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში რამაზ ჩხიკვაძის რამდენიმე ასეული ფოტო ინახება. მათი ერთი ნაწილი მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. გარდა ამისა, არქივი ინახავს თეატრალური სპექტაკლების, რეპეტიციების, სხვადასხვა ღონისძიების ფოტოებს. გამოფენაზე დაცული ფოტოების ნაწილი დაცულია “საქინფორმის” კოლექციაში.

ქართული და თეატრისა და კინოს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში, მუსიკოს გრიგოლ ჩხკიკვაძის ოჯახში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან, რუსთაველის დრამატული თეატრის მსახიობი გახდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე განასახიერა მრავალი საინტერესო და დაუვიწყარი როლი: ლეანდრო (“ესპანელი მღვდელი”), პეტრი პეტრუსი (“როცა ასეთი სიყვარულია”), ქოსა მრჩეველი (“ჭინჭრაქა”), მეკი დანა (“სამგროშიანი ოპერა”), კასიანე (“მზიანი ღამე”), თედო (“ბებერი მეზურნეები”), აკოფ დარდიმანდიანცი (“ხანუმა”), კირილე მიმინოშვილი (“სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია (“საბრალდებო დასკვნა”), ყვარყვარე (“ყვარყვარე”), აზდაკი (“კავკასიური ცარცის წრე”), რიჩარდი (“რიჩარდ III”), ლირი (“მეფე ლირი”).

რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედება ასეთივე წარმატებული იყო კინოშიც. იგი 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმშია გადაღებული. მათ შორის, “ჭრიჭინა”, “წარსული ზაფხული” “ლონდრე”, “თეთრი ბაირაღები”, “ქალაქი ანარა”, “ნერგები”, “სოფლის აშიკი”, “ნატვრის ხე”, “თხუნელა”.

გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი