მთავარი » ჯანმრთელობა

რადიკულიტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.07.2012 9 კომენტარი | 21,868 ნახვა

რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. იგი მოულოდნელად, მცირე მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილით აღმოცენდება.

რადიკულიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ხერხემლის დაავადება ოსტეოქონდროზია, რომლის დროსაც მალათაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებს, კარგავს მოქნილობასა და გამძლეობას. რადიკულიტი დისკებით მალების შეერთების ადგილებში ლაგდება მარილი, ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები – ოსტეოფიტები, რომლებიც ფიზიკური დატვირთვისას დისკთან ერთად გადაინაცვლებს ხერხემლის არხში არსებულ მალათაშორის სივრცეში.

რადიკულიტი არის დაავადება, რომელიც განპირობებულია ვერტებრალური ნერვების დაზიანებით. რადიკულიტის დროს უფრო ხშირად ზიანდება წელისა და გავის არეში მდებარე ნერვები, შედარებით იშვიათად – კისრისა და უფრო იშვიათად – გულმკერდის არე.

რადიკულიტის მიზეზები:

რადიკულიტი, უმეტეს შემთხვევაში, ოსტეოქონდროზით არის განპირობებული, ზოგჯერ კი ხერხემლის ტრავმით, შინაგანი ორგანოების დაავადებებით, ხერხემლის ანთებითი და დისტროფიული დაზიანებით, პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნითა და სხვა ვითარებით არის გამოწვეული.

ცვლილებები მალთაშორის დისკში იწვევს მის ნაწილობრივ დაშლას, გათხელებას. იგი კარგავს თავის დრეკად თვისებებს, შემდეგ კი გამოიწევა და ახდენს სათანადო ნერვებზე ზეწოლას.

რადიკულიტის ფორმები

გამოყოფენ რადიკულიტის რამდენიმე ფორმას: კისრის, მხარ-კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის რადიკულიტს.

კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზებულია კეფისა და კისრის არეში. ძლიერდება თავის მობრუნებისა და ხველის დროს. რადიკულიტის ტკივილები შეიძლება თანდართული იყოს თავბრუსხვევით, სმენის დახშობით, სიარულის დროს ბარბაცით და სხვა თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით გამოწვეული სიმპტომებით.

მხარ-კისრის რადიკულიტისას ინტენსიური და ხშირად შეტევითი ხასიათის ტკივილები ლოკალიზებულია კისრის, მხრის სარტყლის, ხელების არეში. ტკივილი ძლიერდება ხელების მოძრაობის, თავის მობრუნებისა და დახრისას.

გულმკერდის რადიკულიტისას (გულმკერდის შუა და ქვედა ფესვების დაზიანება) ნეკნთაშუა ნერვების შემტევი, სარტყლისებრი ტკივილი ძლიერდება მოძრაობის, ან ღრმა ჩასუნთქვის დროს.

რადიკულიტის ფორმებს შორის ყველაზე გავრცელებულია გავა-წელის რადიკულიტი. დაავადება უმეტესად მალათაშუა დისკოში, ხერხემლის სახსარში არსებული დეგენერაციული პროცესების (ოსტეოქონდროზის, თიაქრის) ფონზე აღმოცენდება, აქვს გაქრონიკულებისა და ხშირი რეციდივის ტენდენცია. რადიკულიტი გავა-წელის რადიკულიტი ძირითადად საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. ყველაზე მეტად ეს დაავადება აწუხებთ პირებს, რომელთაც უწევთ არასახარბიელო კლიმატურ პირობებში მუშაობა, ან აქვთ დიდი ფიზიკური დატვირთვა. გავა-წელის რადიკულიტის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ლოკალიზაციისაა, კერძოდ, აღმოცენდება საჯდომი ნერვის გასწვრივ და ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და დახრის დროს.

რადიკულიტის მკურნალობა

რადიკულიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მექანიზმის გათვალისწინებით. მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიული მეთოდებით და მხოლოდ მათი არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას. ოსტეოქონდროზით გამოწვეული რადიკულიტის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაჭიმვას . როდესაც ტკივილი მცირდება, უმატებენ სამკურნალო ვარჯიშსა და მასაჟს.

რადიკულიტის მკურნალობა მრავალფეროვანი პროცედურებით შემოიფარგლება, ამიტომ გირჩევთ, როგორც კი იგრძნობთ რადიკულიტის შეტევას, მყისიერად მიმართეთ სპეციალისტსა და შესაბამის დაწესებულებებს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • nanan says:

    gamarjobat me mawuxebs ragikuliti maqvs gartulebuli anu xerxemlis osteoqondrozi ris shedegadac gamoiwvia marjvena fexis dabujeba da sheteviti tkivilebi 3 tvea mawuxebs davkarge shromis unarianoba da fizikurad mowyvetili var gare samyaros gtxovt mirchiot rame eqimtan vizitit danishnuli maqvs wyalshi dachimva da fuzio terpia pizikurad sashvaleba ar maq da es procedura rom chavitaro ramdenad efeqturi iqneba chemtvis an sakmarisi imisatvis rom ganvikurno windawin did madlobas mogixdit.

  • დავით დანელია says:

    ქალბატონო ნანა! თქვენი ჩივილების მიხედვით, დაავადება საკმაოდ რთულ ფაზაშია შესული ამიტომ, ასე ზეპირად საუბარი დაუშვებელია,მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს : მედიკამენტოზური,მასაჟები, ვარჯიშები და აშ.
    რადიკულიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და პროცესის სტადიაზე.
    სავარაუდოდ თქვენ დაგჭირდებათ კომპლექსური მკურნალობა,რაც უშუალოდ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს,ჩვენი რჩევაა აუცილებლად მიმართოთ ექიმს.

  • ლეგი says:

    რას გვეტყვით ოპერაციაზე?

  • ანიკო says:

    ერთი კვირაა მტკივა გავა წელის მიდამო რომელიც მარჯვენა საჯდომი მხარესაც გადადის. როგორ მოვიქცე?

  • გიორგი says:

    გამარჯობათ. მე სპორტსმენი ვარ, და ოფლიანზე თბილი წყალი,რომ არ იყო ცივი წყლით დავიბანე, ჰაერმა დამკრა და ამტკივდა წელი. ჯერ ყურადღება არ მივაქციე ,მაგრამ შემდეგ გამიმიზეზდა და ახლა ვეღარ ვვარჯიშობ. მარჯვენა ფეხის კოჭი და მამოძრავებელი დისკი მტკივა. ამავდროულად 90 გრადუსით ვერ ვიხრები წელში ვერც წინ ვერც უკან ..თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ და მითხრათ რა მალამო მიშველის

  • გიორგი says:

    ხალხნო!!!! მიაკითხეთ კობა მათიაშვილს ვერაზე ვაქრაძის ქუჩაზე იკითხეთ ყველაზე მაგარია ეგ კაცი ამ ქაჯ ექიმებს ნუ ენდობით მაფიააა ამათი და ეგრევე ოპერაციაზე უშვებენ ხალხს რონელიც 90 % უშედეგოაა

  • Nika says:

    Gamarjobat simdzimes veweodi da uceb iseti tkivili damewyo verudzlebdi mazi wavisvi da rom vwevar ise qgar mtkiva rogor aheidzleba gaviyuxho?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი