მთავარი » საზოგადოება

რა ძალა აქვს სიტყვას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.06.2015 9 კომენტარი | 27,141 ნახვა

სიტყვა – ეს არის მასალა, რომელიც ბუნებაში თავისთავადი სახით არ მოიპოვება. სახარებაში წერია, რომ “სიტყვა იყო ღმრთისა თანა და სიტყვა იგი იყო ღმერთი”. სიტყვაში ჩადებულია კოსმოგონიური ძალა, ღმერთი სწორედ სიტყვის საშუალებით ქმნის მთელ სამყაროს.

სიტყვას ადამიანი იყენებს საუბრისა თუ ფიქრის დროს. სწორედ სიტყვა არის ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალება, რათა ადამიანებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარონ. ფრანგი მოაზროვნის რენე გენონის აზრით, სიტყვაში ორმაგი ფუნქცია დევს – Le verb და Le parole. ვერბალური მნიშვნელობა გულისხმობს სიტყვის სემანტიკური მხარეს, ხოლო პაროლური მნიშვნელობა კი სიტყვის გადატანით, სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ცოცხალ არსებებს შორის მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს ღმერთმა მოგვცა მეტყველების უნარი. ადამიანთა შორის აზრთა გამოხატვა სწორედ სიტყვის საშუალებით ხდება. ადამიანის მიერ წარმოთქული სიტყვა უკვალოდ არ ქრება და დიდხანს რჩება ადამიანთა გულებში. სიტყვაში ჩანს თითოეული ადამიანის გრძნობა, განცდები, ემოციები. სიტყვას უდიდესი ძალა და ენერგეტიკა აქვს ადამიანისათვის. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ერთმა თბილმა სიტყვამ შეგცვალოს და ცხოვრების აზრი, სტიმული მოგცეს. თუმცა ხშირად ხდება ისეც, როცა ერთ სიტყვას შეუძლია ადამიანს გული გაუტეხოს და ამით მთელი ცხოვრება დაუმახინჯოს.

სიტყვის უდიდეს ძალაზე ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის მოღვაწე – სულხან-საბა ორბელიანი წერდა იგავში – “ენით დაკოდილი”. ამ იგავში მოთხრობილია ერთ ადამიანზე და დათვზე, რომლებიც მეგობრები იყვნენ. ერთხელაც ამ ადამიანის ცოლმა დათვზე თქვა: “პირმყრალ სტუმარს ვერ ვეწყობიო”. ერთხელაც დათვი არ მოეშვა კაცს და სთხოვა ცული დამკარი თავშიო, რადგან დათვი არ მოეშვა, კაცი ასეც მოიქცა. ერთი თვის შემდეგ შეხვდნენ ადამიანი და დათვი. დათვს თავი გამთელებოდა და ასეთი სიტყვები უთხრა ადამიანს: “ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო”. სწორედ ამ სიტყვებმა დათვს გული ატკინა და ეს სიტყვები ათქმევინა, რომელშიც უდიდესი აზრი დევს.

ამრიგად, ერთი შეხედვით, ამ უწყინარ იგავში კარგად არის მოთხრობილი, თუ რა დიდი ძალა დევს სიტყვაში. ამიტომაც გვახსოვდეს, ვიყოთ ფრთხილად, დავუფიქრდეთ ჩვენ მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოვთქვათ იგი. გვახსოვდეს, ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია.

ანა ტყებუჩავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი