მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2013 3 კომენტარი | 2,776 ნახვა

კონკურსი მოსწავლეებისათვის

წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ექვთიმე თაყაიშვილი ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე “რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ” და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს.

კონკურსების მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.

პროექტებში წარმოდგენილი მასალები შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე, ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. სამუშაოს შესასრულებლად მათ დაახლოებით 20 დღე ეძლევათ.

თითოეული სკოლა სამინისტროს თითო გამარჯვებულ პროექტს და ბლოგს (სურვილისამებრ) წარმოუდგენს. მათ სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს და 5-5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი