მთავარი » ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.11.2022 | 693 ნახვა

ოსტეოპოროზი ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, რაც ძვლის სისუსტეს განაპირობებს. მდგომარეობის გამო იზრდება მოტეხილობის რისკი, მცირედი დატვირთვის შედეგადაც კი. ეს დაავადება ძირითადად გავრცელებულია ქალებში.

ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული, კლინიკური ნიშანი. დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

• ქრონიკული ან პირველად აღმოცენებული ტკივილი ხერხემლის სვეტის არეში;
• სიმაღლეში დაპატარავება 2 ან მეტი სანტიმეტრით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ან 4 სანტიმეტრი და მეტი 25 წლის ასაკთან შედარებით, რაც ხერხემლის მალათაშორის მანძილის შემცირებაზე მეტყველებს;
• როცა სიმაღლეში გაზომვისას, მანძილი კისერსა და საზურგე საყრდენს შორის 5 სმ-ზე მეტია, რაც გულმკერდის კიფოზზე (კიფოზი – მოხრა ხერხემლის, გულმკერდის არეში “კუზი“) მეტყველებს;
• მანძილი ქვედა ნეკნებსა და თეძოს ძვლის ფრთებს შორის 2 თითი (4-5სმ) ან ნაკლებია, რაც მიუთითებს ხერხემლის სვეტის დამოკლებასა და ხერხემლის მალთაშუა კომპრესიაზე (კომპრესია – შეკუმშვა).

ოსტეოპოროზის გამომწვევი მოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:

• ჰორმონული მედიკამენტების მიღება სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;
• თამბაქო;
• კვების რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების დეფიციტი;
• D ვიტამინის დეფიციტი;
• ალკოჰოლის სისტემატიური მიღება;
• ხანგრძლივი დროის მანძილზე დაბალი ფიზიკური აქტივობა, იმობილიზება (უმოძრაობა).

ოსტეოპოროზის გამომწვევი არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:

• ასაკი 65 წელზე მეტი;
• მდედრობითი სქესი;
• ევროპული რასა;
• წარსულში მოტეხილობა;
• დაბალი ძვლოვანი მინერალური სიმკვრივე;
• გენეტიკური მიდრეკილება;
• ჰიპერგონადიზმი (დიდი რაოდენობით სასქესო ჰორმონების გამომუშავება) როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში;
• კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება;
• სხეულის მასის ინდექსი 2 ან 57კგ-ზე დაბალი წონა.

მოტეხილობების, დაცემის საფრთხეს ქმნის შემდეგი ფაქტორები:

• დაბალი ფიზიკური აქტივობა;
• თავბრუსხვევის გამომწვევი პრეპარატები;
• სისუსტე;
• მხედველობის დაქვეითება;
• ძილის დარღვევა.

ოსტეოპოროზი და სხვა რისკ–ფაქტორები

რისკ–ფაქტორს წარმოადგენს ისეთი დაავადებები, რომელიც დაკავშირებულია მინერალთა ცვლის დარღვევასთან, პრეპარატებთან, რომელიც დევნის ძვლისათვის საჭირო მინერალებს ორგანიზმიდან.

ოსტეოპოროზის მკურნალობა

ოსტეოპოროზის მკურნალობა კალციუმის, მიკროელემენტებისა და D ვიტამინის მიღებით არის შესაძლებელი, თუმცა შორსწასულ შემთხვევებში აუცილებელია სხვა მედიკამენტების დართვაც! თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამ დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია და ანტირეზორბციული პრეპარატებითა და ძვლის წარმოქმნის სტიმულატორებით მკურნალობა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი