მთავარი » საზოგადოება

რა უფლებებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.12.2012 2 კომენტარი | 5,923 ნახვა

მსოფლიოს მოსახლეობის 15%, ანუ 1 მილიარდი ადამიანი უნარშეზღუდულია. ინვალიდობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინვალიდის ეტლი თუ რა უფლებებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში, ამ საკითხზე “ამბიონს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე ესაუბრა:

“კანონი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ” შედარებით მოძველებულია და დღევანდელ შემთხვევებთან ადეკვატური აღარ არის. ამ პირებთან დაკავშირებით უფლებებს სხვა კანონშიც ვხვდებით. 2010 წელს ზოგადი განათლების კანონშიც განხორციელდა ცვლილებები, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ ინკლუზიური განათლების თვალსაზრისით, თუმცა -არასაკამარისი.

არსებობს დოკუმენტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია” და მის საფუძველზე მთავრობის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2012 წელს მთავრდება. აღნიშნული სამოქმედო გეგმა კრიტიკას დასაწყისშივე იმსახურებდა, რადგან არ ეყრდნობოდა სიტუაციის ანალიზსა და შესაბამისად, ზედაპირულად გახლდათ დაწერილი. ინდიკატორები არ იყო გაზომვადი, შედეგები მხოლოდ ციფრებში გამოიხატებოდა და არა თვისებრივი მახასიათებლებით, რაც მის იმპლემენტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ამ სამოქმედო გეგმის რეალური ანგარიშები იმპლემენტაციის შესახებ აჩვენებს, რომ მისი განხორციელება მთელი რიგი ხარვეზებით მიმდინარეობდა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა.

ახლა საუბარია ახალი სამოქმედო გეგმის შექმნაზე. თუმცა, ვფიქრობ, სანამ სიტუაციის ანალიზი არ მოხდება და არ გვეცოდინება, რა პრობლემები არსებობს, არ დაისახება მისი გადაჭრის სამოქმედო გეგმა, ახალი გეგმის შექმნას აზრი არ ექნება.

შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებას დიდი ხანია ველით. თუმცა პრეზიდენტი პარლამენტში რატიფიცირებისათვის უკანასკნელ პერიოდამდე არ აგზავნიდა მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ყველა სამინისტროს დადებითი პასუხი ჰქონდა. იმედი გვაქვს, ეს პროცესი დაიძვრება და საბოლოოდ საქართველო მოახდენს ამ დოკუმენტის რატიფიცირებას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს.

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართებაში ძალიან ბევრი პრობლემაა, გარემოს ადაპტაციიდან დაწყებული განათლების სფეროში – როგორც ზოგადად პროფესიულ, ისე უმაღლესი დონის საფეხურებზე, იმ ინსტიტუციებში, სადაც ეს პირები იმყოფებიან…

საზოგადოების ვალდებულებაა, ამ ადამიანებს შეხედონ ჩვეულებრივ, როგორ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობენ. ყველა სხვა ვალდებულება სახელმწიფოს მიემართება.

უნდა არსებობდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა უფლების რეალიზაციას სისტემურად დაინახავს და მის განხორციელებაზე ისაუბრებს. შშმ პირთა დღე სანამ სამოქმედო გეგმა გვექნება, მანამდე არსებული სიტუაციის, პრობლემების ანალიზი უნდა გაკეთდეს. ამ სისტემური ხედვითაა შესაძლებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პირობა მისცა, რომ ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი უფლებები მაქსიმალურად რეალიზებულნი იქნას.

“სახელმწიფო ვალდებულია, მაქსიმალურად დაიცვას თქვენი უფლებები. სახელმწიფოს სახე, კულტურა, ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. როცა ხელისუფლებაში მოვედით, დაგპირდით, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა. პირველ რიგში, სამართლიანობა სწორედ თქვენთან დაკავშირებით უნდა აღდგეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ პირებმა საზოგადოებაში ინტეგრაცია მაქსიმალურად მოახდინონ.

ჩვენ უპროექტოდ კი არ უნდა ვაშენოთ, არამედ თავშივე გავითვალისწინოთ თქვენი უფლებები ქუჩასა და ტრანსპორტშიც, რათა შეძლოთ თქვენი უფლებებით სარგებლობა. უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ სპეციალიზირებული სამუშაო ადგილები….

გპირდებით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენ საზოგადოების ჭეშმარიტი და მაქსიმალური უფლებების შესაძლებლობა გქონდეთ ჩვენს საზგოადოებაში,”- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა (30.11.2012).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სახელმწიფოებმა უნარშეზღუდულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, უნდა განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

• უზრუნველყონ ძირითადი მომსახურების ხელმისაწვდომობა;
• განახორციელონ უნარშეზღუდულ პირთა სპეციალური პროგრამების ინვესტირება;
• მიიღონ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
• გააუმჯობესონ პერსონალის განათლების დონე, უზრუნველყონ სპეციალიზირებული პერსონალის მომზადება და მათი მიღება სამუშაო ადგილზე;
• უზრუნველყონ სათანადო დაფინანსება;
• აამაღლონ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ინვალიდობის საკითხებთან დაკავშირებით;
• გააძლიერონ მუშაობა სამეცნიერო კვლევებისა და მონაცემთა შეგროვების კუთხით;
• მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ჩართვა პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების პროცესში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • თამუნა says:

    დრეს ეს თემა მართლაც აქტუალურია,..ჩემი აზრით,სტატიაში აღნიშნულ საკითებთან ერთად ზოგადად,ქართული საზოგადოების ცნობიერება უნდა შეიცვალოს ამ საკითხთან მიმართებაში და მათ ქუჩაში მხოლოდ სიბრალულით კი არ უნდა შევხედოთ,არამედ ისე მოვექცეთ როგორც სხვა დანარჩენებს,რადგან მათაც საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნონ თავი..

  • Natalia says:

    Ukacravad,mainteresebs rodesac shezguduli shesadzleblobis adamians sakutari mama ekceva ise rogorc tviton surs da aranairad ar itvaliscinebs mis survilebs.mag shemtxvevashi vis mivmarto dasaxmareblad mdgomareobis gamosascoreblad,ra gzit unda davarcmunot is adamiani rom gaitvaliscinos shvilis survilebi da moekces ise rogorc kvela chveulebriv adamians.dzalian gtxovt ikneb raime gza michvenot.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი