მთავარი » ახალი ამბები

“რა უფლება მქონდა, მეტი მეცოცხლა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.09.2010 | 1,246 ნახვა

23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ სულიერ და ინტელექტუალურ განვითარების ცენტრში გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. თავად პოეტი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯაბუშანურის ლექსების კრებულის გამოცემის იდეა ამირან არაბულს ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობის და მთელი ასპირანტობის პერიოდიში მოკიდა ხელი პოეტის შემოქმედების შეკრებას და შესწავლას.

პოეტის ლექსებს და ცხოვრების ეპიზოდებს მისი მეგობრები და ახლობლები იხსენებდნენ.

გიორგი გიგაური: “დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია. გაბრიელი რომ არა, შესაძლოა მე წერისათვის დამენებებინა თავი, ხელი ჩამექნია. ჩემი ლექსების რვეულში, არის გაბრიელის შეფასებები – კარგია, საშუალოა, არ არის კარგი. იგი პირში მთქმელი იყო. კარგსაც მოგიწონებდა და ცუდსაც დაგიწუნებდა.

დაახლოებით 1955-1956 წლებში გაბრიელმა კოცონი დაანთო და საკუთარი ნაწერები შიგ ჩაყარა. ახლობლებმა გადაარჩინეს დიდი ტომრით ნაწერები. როდესაც მისმა მეგობარმა პოეტმა ეს დაინახა, გამოიტანა საკუთარი რვეულები და ცეცხლში ჩაყარა. გაბრიელმა უთხრა: მოაცილე ეგ რვეულები, აქ წმინდა პოეზია იწვისო!

სიკვდილის წინ, მისი ბოლო სიტყვები იყო: “რა უფლება მქონდა, მეტი მეცოცხლა, კარგ დროს ვკვდები – 54 წლის, ვაჟა ფშაველაც ასე მოკვდაო”.

გაბრიელ ჯაბუშანურისამყაროს რისხვა შენთვის ახია
და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.
წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,
შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, –
შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.
შეკრული შუბლი შავი ხევია,
წარბნი გველნია, სავსე შხამითა,
ისინი არც კი შეირხევიან
გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა.
მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ,
ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს,
ეგ ნაოჭები მე მაგონებენ:
წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს.
შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს
ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა
და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს:
ადამის ძეთა ამოწყვეტასა…

(გაბრიელ ჯაბუშანური)

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი