მთავარი » საზოგადოება

რა თანხას ხარჯავს მოსახლეობა საკვებსა და კომუნალურებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.09.2019 | 362 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს. ამასთან, 48% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც კომუნალური გადასახადების დასაფარად საკმაირის თანხა არ ჰქონია.

საქართველოს მოსახლეობის ხარჯების 1/3-ზე მეტი ნამდვილად კვების ხარჯებზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, ერთ შინამეურნეობაზე მთლიანი ფულადი ხარჯები 736,5 ლარს შეადგენს, საიდანაც სურსათსა და სასმელებზე 275,6 ლარს ხარჯავს, რაც ფულადი ხარჯების 37,4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, იქ მთლიანი ფულადი ხარჯების 13%-ია, ანუ თვის განმავლობაში კომუნალურებში მოსახლეობას საშუალოდ 95,8 ლარის გადახდა უწევს.

საქსტატის მონაცემებით ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე საშუალო თვიური ხარჯი 32,4 ლარს შეადგენს; საოჯახო მოხმარების საქონელზე – 30 ლარს; ჯანმრთელობის დაცვაზე – 91,7 ლარს; ტრანსპორტზე – 78,8 ლარს; განათლებაზე – 25,2 ლარს; სხვა სამომხმარებლო ხარჯი კი 106,8 ლარს შეადგენს.

ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ავტორი: ელზა წიკლაური

წყარო: /www.bpn.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი