მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რა სიახლეები იქნება 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2015 | 2,367 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:

2015 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო გამოცდები დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

გეოგრაფიის ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ქულების შემცირება არჩევითი პასუხების მქონე კითხვებისა და ფიზიკური რუკის ანალიზის კითხვების ხარჯზე შემცირდება.<

ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა და არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა (2 საათი და 30 წუთი).

უცხოური ენის გამოცდაზე მოსმენის ნაწილში მოცემული იქნება 10 დავალება (ნაცვლად 8 დავალებისა). გამოცდაზე 15-16 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს მოცემული დავალება. მე-8 დავალება (გრამატიკა) შემცირდა და 14-ის ნაცვლად იქნება 12 საკითხი.

გარკვეული ცვლილებები შეტანილია ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაშიც. 2015 წელს აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში მიეწოდებათ ღია შეკითხვა, რომელზედაც პასუხი მოკლედ და ამომწურავად უნდა გასცენ.

www.naec.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.