მთავარი » ქრისტიანობა

რა შემთხვევებში იკურთხება ხატი ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2019 ერთი კომენტარი | 1,236 ნახვა

ეკლესიის სამღვდელო წესებში ხშირად გვხვდება ხატების კურთხევა. საერთო კურთხევის გარდა, თითოეულ მორწმუნეს შეუძლია ცალკეც შეუკვეთოს მღვდელმსახურს თავისი ხატისა კურთხევა.

ხატი იკურთხება შემდეგ შემთხვევებში: თუ ხატი ახლად არის დაწერილი ანდა დამზადებული;

თუკი ის ხელახლა იქნა დამუშავებული (მაგალითად, თუკი ქაღალდის ხატი ხის დაფაზე დააკრეს) ან რესტავრირებული;თუკი ხატი შეგინებას ან შებილწვას ეწია (მაგალითად, თუკი ნაგავში იქნა გადაგდებული – შემთხვევით ან განზრახ).
ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლური ხატწერა დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან საეკლესიო ტრადიციებზე. ამიტომ, კურთხევის წინ მღვდელმსახურმა ყურადღებით უნდა დაათვალიერის ხატი, რათა დარწმუნდეს გამოსახულების შესაბამისობაში საეკლესიო წესებთან და ტრადიციებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უარი უნდა უთხრას ხატის პატრონს მის კურთხევაზე.
გულზე დასაკიდი ჯვრები შეიძლება იკურთხოს როგორც ძეწკვით, ასევე უძეწკვოდაც – ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. არ შეიძლება ისეთი ჯვრების (ჯვარცმების) კურთხევა, რომლებიც მართლმადიდებლური კანონიკით არ არის შესრულებული (მაგ. როდესაც, იგი შექმნილია „კათოლიკური“ ჯვარცმების მსგავსად – მაცხოვრის ფერხნი ჯვარისებურად ერთურთზე დაწყობილი და ერთი ლურსმნით მიმსჭვალული).
გულზე დასაკიდ ჯვარს დიდი მოწიწებით უნდა მოვეპყრათ და არასდროს არ ჩამოვიხსნათ იგი. გამონაკლისს შეიძლება შეადგენდეს ის შემთხვევა, როცა ახლადმონათლული ჩვილი ხელს ავლებს ჯვარს, სახესთან მიაქვს ხოლმე და შეიძლება რაიმე ზიანი მიიყენოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ბავშვისაგან ჩამოხსნილი ჯვარი მის გვერდით უნდა მოვათავსოთ – მაგალითად, მის საწოლთან დავკიდოთ. გულსაკიდ ჯვარს არ უნდა ვატარებდეთ ტანსაცმლის ზემოდან, ყველას დასანახად (როგორც ამას ხშირად იქმან, განსაკუთრებით ქალბატონები).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი