მთავარი » ქრისტიანობა

რა შემთხვევაში შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2016 | 6,613 ნახვა

რა შემთხვევაში შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და ხშირად, სურვილის შესრულებისთანავე, რატომ ვივიწყებთ ლოცვას?

მამა გიორგი წერეთელი: “წმიდა წერილის მიხედვით, ლოცვა მართალთა შეიწირების. მაცხოვარი ამბობს, რაიცა ითხოოთ ლოცვაში, გეყავთ თქვენო. ხოლო თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გექნებათ, მრევლი შეიძლება მთა გადადგათ მეორე მხარესო. ადამიანმა, პირველ რიგში, მართალი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. უნდა იცოდეს, უფალმა რა მისიისთვის შექმნა და მისი შესრულება მოთმინებით უნდა შეძლოს. როცა ის მართალი ცხოვრებით იცხოვრებს, მისი ლოცვაც შეისმინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველი იოსები 80 წელს იყო გადაცილებული. უფალმა იოსების ამ პატარა გოგოსთან დაწინდვა იმიტომ დაუშვა, რომ ის მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა. თუ სიცრუით, ბოღმითა და ღვარძლით იცხოვრებ, რამდენიც არ უნდა ილოცო, შენი ლოცვა შეუსმენელი დარჩება. ურჩობით ლოცვა კი ღვთისათვის სათნო არ იქნება და არათუ მადლად ჩაეთვლება ადამიანს, შეიძლება წყევლადაც დაუბრუნდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს მორჩილებას, ადამიანმა წინამძღვრის მორჩილებით უნდა იცხოვროს.

ლოცვის შეწყვეტა და მიტოვება დაუშვებელია. ეს ჩვენი აღფრთოვანებაა, ხიბლი და ჩვენი მერყევი ხასიათიდან მომდინარეობს. ადამიანები სურვილის ასრულებისთანავე იკარგებიან ტაძრიდან და უფალს ისევ განსაცდელის გამო მოჰყავს ისინი ეკლესიაში. ბრძოლა ყველას აქვს. ადამიანი ლოცვაში ხან გახურდება, ხან განელდება. მან გონებით უნდა იმუშაოს, დასძლიოს სიზარმაცე, აიძულოს საკუთარ თავს, მოთოკოს ხორციელი მიდრეკილებები და სულიერი ღირებულებები გაიძლიეროს.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი