მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რა როლი აქვს სათამაშოს ბავშვის აღზრდაში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.11.2012 | 7,171 ნახვა

“რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?!”

თამაში ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათამაშოს შერჩევას.

სათამაშოები ბავშვს ეხმარება სამყაროს გაცნობაში, შესწავლასა და აღქმაში, ასევე, უნვითარებს ფიქრის, ბავშვები და სათამაშოები მეხსიერების, მეტყველებისა და ემოციების გამოხატვის უნარს.

დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშოს შინაარსს, ფერსა და ფორმას. იგი არ უნდა იყოს აგრესიის შემცველი, რაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

სათამაშოს მნიშვნელობაზე, მის დანიშნულებასა და როლზე ბავშვის აღზრდაში ფსიქოლოგი – ნატა გელაშვილი გვესაუბრება:

“თამაშს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობაც აქვს…
სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ და ეცნობიან გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და ამავე დროს, საკუთარ თავს შეიმეცნებენ. თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს. თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა.

თამაშის აღმზრდელობითი როლი მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. სასურველია, მშობლებმა და აღმზრდელებმა იცოდნენ ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების დონე, შესაძლებლობები და ინდივიდუალური თავისებურებები, თითოეული სათამაშოს დანიშნულება და მათი ასაკობრივი შერჩევის პრინციპები”.

როგორი უნდა იყოს ბავშვის სათამაშოები?

პატარა ბავშვისთვის დამოუკიდებლობა აუცილებელია, ბუნებრივი მასალებით თამაში კი სწორედ ის არის, რაც პატარებს სჭირდებათ. მარტივი სამუშაოს შესრულებაც კი დამოუკიდებლობის გრძნობას ავითარებს, ღირსების გრძნობის, თავისუფლების, საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ უყვართ პატარა ბავშვებს მარტივი თამაშები წყლით, ქვიშით.

თამაშის დროს ბავშვები უფროსებს ბაძავენ. ყველას გვინახავს დედა-შვილობანას თამაში. ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ თქვა: “ადამიანი მიდრეკილია მიმბაძველობისკენ”. დიახ, ბავშვები თამაშის დროს ყოველდღიური ცხოვრების სცენებს დგამენ. წარმოვიდგინოთ პატარა გოგონა, რომელიც თოჯინას აძინებს, ან თავის პატარა მეგობრებთან ერთად საჭმელს ამზადებს; ან ბიჭები, რომლებსაც თავიანთი „ავტომანქანები“ აქეთ–იქით დაჰყავთ და ძრავას თავადვე ახმოვანებენ, თითქოს ნამდვილი მანქანები ჰყავდეთ. თუ დავუკვირდებით, იაფფასიანი ხის ჯოხითა და რეზინის ბურთით ეზოში უფრო კარგად და დიდხანს ერთობიან.

– დღეს ძალიან გავრცელებულია ძალადობის ამსახველი მულტფილმები და კომპიუტერული თამაშები, რომელშიც გარდა შინაარსობრივი ძალადობისა, ბევრი არაადამიანური შესახედაობის პერსონაჟიც არის.
რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამან ბავშვის ფსიქიკას?

ხშირად გვინახავს, როდესაც მშობელი ბავშვს ქვიშაში თამაშს უკრძალავს (დაისვრებას მოტივით) და სიამოვნებით სვავს ტელეეკრანთან, სადაც ბავშვის ფსიქიკისთვის, რბილად რომ ვთქვათ,
ბავშვები და სათამაშოები საშიში მულტფილმები გადის. ამ შემთხვევაში მშობელი საკუთარ თავზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ბავშვზე (თავისუფალი დრო … ბავშვს საფრთხე არ ელოდება).

მშობლებს, აღმზრდელებს უნდა შეეძლოთ, ასწავლონ და აჩვენონ, როგორ ითამაშოს ბავშვმა. სასურველია თამაშში პარტნიორის თანაბარი უფლებით ჩართვა, შევუნარჩუნოთ თამაშს მისი შემოქმედებითი, განუმეორებელი ხიბლი და არ შევზღუდოთ ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედება. ძველი სათამაშოები, რომლებიც პატარას მობეზრდა, დროებით გადამალეთ, მცირე ხნის შემდეგ კი ხელახლა გამოაჩინეთ. ბავშვი მათ აღიქვამს, როგორც ახალს და კვლავ გაერთობა.

შეერთებული შტატების სკოლების ფსიქოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ სათამაშომ, რომელიც ირეკლავს ძალადობას, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე, რასაც საბოლოოდ საზიანო შედეგები მოჰყვება”. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები და კომპიუტერული თამაშები ბავშვებს აგრესიულ ხასიათს უყალიბებს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვისაც ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა აკისრია, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სათამაშოს ყიდვისას და შერჩევისას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სათამაშოს ესთეტიურ მხარეს. არაადამიანური შესახედაობის სათამაშოები და არა მარტო სათამაშოები, არამედ მულტფილმებიც ასეთი პერსონაჟებით, რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს წარმოადგენს ბავშვის მომავალი განვითარებისათვის.

სატელევიზიო პროგრამები გადატვირთულია დანაშაულებათა აღწერით, ძალადობისა და სექსუალური ეპიზოდების დემონსტრირებით. გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ გვინდა ეს თუ არა, ჩვენს ბავშვებს თვალწინ ყოველდღიურად უტრიალებს შეიარაღებული თავდასხმების, დაუნდობელი ჩხუბების, დაბომბვების, ძალადობით სიკვდილის უსაზღვროდ დიდი რაოდენობა. უფრო მეტიც, დღეს მულტფილმების უდიდესი ნაწილი ამავე დატვირთვისაა.

გამოკვლევები ცხადყოფს: ძალადობის სცენების შემცველი ფილმების ყურება აბსოლუტურად ყველა ასაკის (დაწყებული სკოლამდელებითა და დამთავრებული თინეიჯერებით) ნორმალური ბავშვის ქცევაში სისასტიკის გამოვლინების გაძლიერებას იწვევს. ბავშვები, რომლებიც 3-4 საათს ატარებენ ტელეეკრანთან, მნიშვნელოვნად უფრო აგრესიულები არიან ტელევიზორის “არამოყვარულ” თანატოლებთან შედარებით. მათ უფრო ხშირად ესიზმრებათ კოშმარები.

ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით ჩატარებულმა გამოკვლევამაც, სახელწოდებით “ეკრანზე ასახული ძალადობა და ფილმების ცენზურა”, ცხადყო, რომ ბავშვზე ისიც ახდენს გავლენას, თუ ვისთან ერთად უყურებს ფილმს. ამიტომ ეკრანთან ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება შეიძლება მისთვის საშიში იყოს.

უკვე მრავალჯერ ვთქვით, რომ სათამაშოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სრულფასოვან ჩამოყალიბებაში, ამიტომ, ჩვენის მხრივ, მოვუწოდებთ საბავშვო ნაწარმოებების, ზღაპრების, მულტფილმებისა და სათამაშოების შემქმნელებსა და გამავრცელებლებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ პროფესიონალი ფსიქოლოგების, პედიატრებისა და ექსპერტების რჩევა და თავიანთი შემოქმედებით არ შეუქმნან საფრთხე ბავშვის ჯანსაღ განვითარებასა და საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი