მთავარი » ქრისტიანობა

რა მნიშვნელობა აქვს ჯვარსა და ხატს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2014 2 კომენტარი | 8,635 ნახვა

“ამბიონი” კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურ არჩილ ხაჩიძეს ესაუბრა:

“ჯვარი და ხატი – ეს ატრიბუტები გარეგნული გამოხატულებაა ჩვენი ქრისტინობისა. ჯვარი – ეს არის უძლეველი იარაღი, იარაღი ეშმაკის დამარცხებისა, ძლევისა, რომელზეც მაცხოვარმა აღასრულა ჩვენი გამომსყიდველობითი მსხვერპლი. ჯვარი, ხატი ჯვარზე დათხეული სისხლით ვართ ყველანი გადარჩენილნი და ჯვარი გახლავთ ყველაზე დიდი სიმბოლო ქრისტიანობისა. ჯვრის კურთხევა – ეს არ არის შემდგომში შექმნილი უამრავი სხვა წესის მსგავსად. ეს უძველესი სამოციქულო ტრადიციაა. ქრისტიანთა პირველივე თაობიდან მოდის ჯვარი, როგორც სახე ქრისტიანობისა და ჩვენი ცხოვრებაც რაღაც დონეზე გახლავთ ჯვარი.
რაც შეეხება ხატს, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის არანაირი კერპი, არანაირი წარმართობა. ხატი, უბრალოდ, სახეა იმისა, ვისაც ჩვენ პატივს მივაგებთ. ეს გახლავთ განღმრთობილი სახე წმიდანებისა. ესაა თავის დროზე იმ დანიშნულების მატარებელი, რაც იყო უსიტყვო ღვთისმეტყველება, რადგან უამრავი წერა-კიხვის არმცოდნე ადამიანი შეიძლება შესულიყო ტაძარში. ასეთი ძალიან ბევრი იყო, თუნდაც გასული საუკუნის ჩათვლით მთელ მსოფლიოში, თუნდაც ახლა და ისინი აკვირდებოდნენ სცენებს და ხედავდნენ ამაღლებას, ფერისცვალებას, ნათლისღებას… და ხვდებოდნენ, რომ რაღაც მოვლენა იყო აქ აღწერილი. ბუნებრივია, იწყებოდა აქ კითხვა, ან თვითონვე ერკვეოდნენ ამ ყველაფერში და ეს იყო უსიტყვო ღვთისმეტყველება, უსიტყვო თხრობა ამა თუ იმ სახარებისეული თუ წმიდანის ცხოვრების ამბისა. ანუ ჩვენ არ ვცემთ პატივს მასალას, არამედ პატივს მივაგებთ გამოსახულებას და არ აქვს მნიშვნელობა არც ჯვრისა და არც ხატის შემთხვევაში, ოქროსი იქნება, თუ ხის.

ხატი აუცილებელი და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მორწმუნისა და ის, თუ რამდენი ხატი ექნება მორწმუნეს, მის პიროვნულ სურვილზეა დამოკიდებული. სერაფიმე საროველი ქართული სინამდვილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უდიდესი მამა და მოძღვარია. მას ერთი ხატი ჰქონდა მთელი ცხოვრება. ერთი პატარა მარგალიტი უფრო ძვირფასია, ვიდრე ერთი მანქანა ქვა. ასე რომ, ადამიანს სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ამ საკითხან დაკავშირებით. მცდარი და უკუღმართული დამოკიდებულებაა შერჩევა და დაყოფა ხატებისა, რასაც ეკლესიაშივე აქვს საფუძველი. არსებობს ივერიის ღვთისმშობელი, ყაზანის, სამხელა და ა.შ, თუმცა ღვისმშობელი არ უნდა გავამრავლოთ და გვახსოვდეს, დედა ღვთისა ერთია, ასევე, წმ გიორგი, არ აქვს მნიშვნელობა ფეხზე დგას, თუ ცხენზე ზის და ეს ცხენი მარჯვნივ მიდის, თუ მარცხნივ. ის წმიდა გიორგია. ასეთი მცდარი და მკითხაური დამოკიდებულება არ უნდა იყოს ეკლესიაში.”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი