მთავარი » ჯანმრთელობა

რა იწვევს ნაადრევ ჭაღარას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.03.2012 9 კომენტარი | 27,223 ნახვა

რა არის ჭაღარის გაჩენის მიზეზი და როგორ ვებრძოლოთ მას? “ამბიონს” ესაუბრება ექიმი-დერმატოვენეროლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე (კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი):

“თმის ფერი პირდაპირ დამოკიდებულებაშია პიგმენტ მელანინის ხარისხსა და რაოდენობაზე,რომელიც თმის ბოლქვშია განლაგებული. ბოლქვები ასინთეზირებენ თმის პიგმენტებს: მოყავისფრო-მოშავო ეუმელანინსა და ყვითელ თეომელანინს, მათი ნაზავი კი განსაზღვრავს თმის ფერს. ჭაღარა თვით მელანოციტები წარმოიქმნება ღეროვანი უჯრედებისგან. ასაკთან ერთად თმის ფოლიკულები კარგავენ ფუნქციას. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო ნაკლებია ღეროვანი უჯრედები თმის ფოლიკულებში. მაგ.: 70-80 წლის ასაკში ადამიანს საერთოდ არ გააჩნია ღეროვანი უჯრედები.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გაჭაღარავება დაკავშირებულია სისხლნაკლებობასთან, ავიტამინოზთან, ნერვულ და იმუნურ სისტემასთან, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან.”

რა იწვევს ნაადრევი ჭაღარის გაჩენას?

ნაადრევი გაჭაღარავების ზუსტი მიზეზი და მექანიზმი უცნობია. თუმცა არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ჭაღარის მომრავლებას. დადგენილია, რომ ნივთიერება თიროზინის დეფიციტი არის ერთ-ერთი ფაქტორი. თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში. მისი დეფიციტი უხშირესად დიეტის მოყვარულებს უვითარდებათ. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინი B 12-ის დეფიციტი, რომელიც ცხოველურ პროდუქტებში შედის და მათი რაციონიდან ამოღება ხანგძლივი დროით იწვევს გაჭაღარავებას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ზოგიერთი დაავადება თმას შეფერილობას უცვლის (აღიავებს), რაც ზოგიერთ ადამიანს ჭაღარა ჰგონია ხოლმე. მაგ.: სებორეა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სპილენძის დეფიციტის გამომწვევი ე.წ. ვილსონ-კონოვალიოვის დაავადება. ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება.

არასწორი კვება უშუალოდ აისახება თმის სტრუქტურასა და ფერზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობით იღებს ორგანიზმი რკინის შემცვლელ პროდუქტებს, მით უფრო მუქი და სქელი თმები აქვს მას. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს: ვაშლი, ბროწეული, ხორცი, ღვიძლი. სტრესი, განცდები, უარყოფითი ემოციები, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმსა და უშუალოდ თმის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ხშირი ღებვა, რის შედეგადაც ირღვევა მელანოციტების სტრუქტურა, რაც იწვევს ჭაღარის მომატებას.

ექიმის რჩევა:

ერიდეთ გრძელვადიან დიეტებს, სტრესს, გაამდიდრეთ რაციონი ცხოველური ცილოვანი პროდუქტებით. ხალხური მედიცინა კი გვირჩევს, ყოველდღიურად მივირთვათ თითო ჭიქა მოხარშული ხორბალი, აგრეთვე, ალუბალი (ზამთრის პერიოდში – მისი მურაბა) და გაჭაღარავებისგან სამუდამოდ იქნებით დაზღვეულნი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი