მთავარი » ჯანმრთელობა

რა იმალება ლამაზი პროდუქტების მიღმა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.06.2009 9 კომენტარი | 9,493 ნახვა

გენმოდიფიცირებული საკვები – საფრთხე ჯანმრთელობისათვის

გენმოდიფიცირებულიმაშინ როცა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზაზად გაუსაძლისი ცხოვრება სახელდება, საკვები პროდუქტების ხარისხზე ნაკლებად მახვილდება ყურადღება. რა მდგომარეობაა დღევანდელ სამომხმარებლო ბაზარზე, რამდენადაა დაცული მომხმარებლის უფლებები და რა კანონი მუშაობს ამ კუთხით? როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბაზარზე ძირითადად გენმოდიფიცირებული პროდუქცია ჭარბობს, რაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მარიამ ჯორჯაძე (ასოციაცია ელკანა, დირექტორი): “სულ უფრო მრავლდება მეცნიერულად დამამტკიცებელი საბუთები, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება არ შეიძლება უსაფრთხო იყოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გენური ინჟინერიისა და ბუნებრივ კულტურაში უცხო გენის გადატანის გამო გენმოდიფიცირებულმა მცენარემ თავის უჯრედებში შეიძლება დაიწყოს ახალი პროდუქტების გამომუშავება. ეს ახალი პროდუქტები შეიძლება შხამიანი იყოს, გამოიწვიოს ალერგიები, დააზიანოს ქსოვილები ან დაარღვიოს იმუნური სისტემა. არ შეიძინოთ იმპორტირებული საკვები, რომელიც შეიცავს სიმინდს, სოიას, კარტოფილს ან პომიდორს. მოსალოდნელია, რომ ეს საკვები გენმოდიფიცირებული იყოს. არ არსებობს გზა, რომ დარწმუნებით ვიცოდეთ, შეიცავს თუ არა იმპორტირებული საკვები გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, რადგანაც კომპანიათა უმრავლესობა არ იძლევა ამ ინფორმაციას, თანაც, საქართველოს კანონმდებლობით, ჯერჯერობით მათ არც მოეთხოვებათ ასეთი ინფორმაციის მოწოდება”.

შალვა მელქაძე (კავშირი “21-ე საუკუნე”, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამების კოორდინატორი): “დღეს ჩვენს ბაზარზე ვინ რას ყიდულობს, არავინ იცის, დარწმუნებული არ არის მის უვნებლობაში, მოსახლეობა ამ მხრივ დაუცველია. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ პროდუქცია იყოს უვნებელი, ხარისხს უკვე ბაზარი არეგულირებს. სამწუხაროა ისიც, რომ საბაჟოზე არ მოწმდება პროდუქციის ხარისხი. საწარმო, რომელიც მავნე პროდუქციას აწარმოებს და ხალხს წამლავს, უნდა დაიხუროს, მათ შორის ქართული წარმოებაც. მეწარმე, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ქმნის, არ აგებს პასუხს, სანქციები არაა. ჩვენთან მოთხოვნაც არ არის ეტიკეტზე.
აუცილებლად მისაღებია კანონი “გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ”, ამაზე ვმუშაობთ პარლამენტთან ერთად. დღევანდელ კანონში წერია, რომ საკვებთა დამატება უნდა მიეთითოს, მაგრამ გენმოდიფიცირებული არის თუ არა, ამაზე მითითება არსად წერია. არასერთიფირებული, სავალდებულო სერთიფიცირებას დაქვემდებარებული პროდუქციის ბაზარზე გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ უვნებლობის სამსახურს არ შეუძლია მოითხოვოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი”.

მარიამ ჯორჯაძე: “ყველამ იცის, რომ ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ.”

შალვა მელქაძე: “ჩვენ გვინდა, საქართველოს ტერიტორია გამოვაცხადოთ გენმოდიფიცირებულიდან თავისუფალი. შეიძლება შეგვიმცირდეს პროდუქციის წარმოების რაოდენობა, მაგრამ ბევრად უფრო ხარისხიანი და მომგებიანი იქნება საერთო ჯამში საქართველოს ეკონომიკისთვის. ნებისმიერ სახელმწიფოში არსად ასეთი მიტოვებული, დაუცველი მოსახლეობა არ არის. მომავალი თაობის გადასარჩენად აუცილებელია, სახელმწიფოს ხედვა და მიდგომა შეიცვალოს ამ თვალსაზრისით”.

როგორც შავლა მელქაძე მიუთითებს, საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონში “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” ცვლილებების შეტანისა და რამდენიმე მუხლის შეჩერების გამო, სახელმწიფოს არ გააჩნია ქმედითი სისტემა მის ასამუშავებლად. დღეს კვების პროდუქტების წარმოება შეუძლია ყველას, მას არ სჭირდება ჰიგიენური პირობების დაცვა.

მარიამ ჯორჯაძის თქმით, გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია, ის არც გემრიელია, არც შესახედავადაა უკეთესი. არაგონივრულია, კვების უკმარისობის პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევა მივმართოთ ერთი კულტურის განვითარებაზე, ნაცვლად ბუნებრივი ბალანსირებული კვებითი რაციონისა, რომელიც მოიცავს მარცვლოვნებს, პარკოსნებსა და ბოსტნეულ კულტურებს. თანაც, გენმოდიფიცირებული საკვები კულტურები შეიძლება შეიცავდეს საფრთხესაც ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ნათია says:

    საინტერესო სტატიაა.

    და ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა როგორ უნდა გავარჩიოთ ასეთი საკვები ჯანსაღისგან?

  • ioseb says:

    unda aikrzalos mati importi aucileblad, sheileba aman gamoicvios fasebis zrda radgan importirebuli produkti adgilobrivze iafia, magram xalxma unda gagebit shexedos da parlamentma udna aucileblad akrzalos mati importi

  • ინგა says:

    მეც არ ვარ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მომხრე. მითუმეტეს როცა ადამიანები ამას თვითონ თესავენ ან რგავენ იმიტომ, რომ უხვმოსავლიანია. ამ პროდუქტებს ხომ არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია, გარდა ამისა მათი უვნებლობა პრაქტიკულად ბოლომდე შესწავლილი და დასაბუთებული არ არის. ალბათ ყველა ვერ დაიცავს ამ პროდუქციისგან თავს, რადგან გარდა იმისა რომ ზოგი ვერ ცნობს საერთოდ, ზოგისთვის კი გაცილებით იაფია, ვიდრე ჩვენი ქართული ჯიშები. ამასთან არსებობს ერთი დიდი პრობლემა, ალბათ არსებობს რისკი იმისა, რომ მოხდეს დამტვერვის საშუალებით გენური და არსებული ჯიშების გადაჯიშება. ამისათვის ჩემი აზრით საჭიროა გენმოდიფიცირებული თესლების და კულტურების შემოტანიას აკრძალვა, გარკვეული სწავლებების ჩატარება გლეხებსა და ზოგადად მოსახლეობაში. თუ ამას დროულად არ მიექცა ყურადღება დასკვნების დადების შემდეგ უკვე სალმაოდ მძიმე შედეგები იქნება ასახული ჩვენს მომავალ თაობაზე და ისედაც არაჯანსაღ მომავალს ალბათ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. გთხოვთ , საპატრიარქო აქტიურად ჩაერთოს გენმოდიფიცირებული პროდუქციის წამოების და შემოტანის წინააღმდეგ. მადლობას გწირავთ მომავალი თაობის სახელით!

  • გიორგი says:

    ძალიან სუბიექტური სტატიაა. აშშ, მექსიკა, ბრაზილია, ავსტრალია და ბევრი სხვა ქვეყანა 80-იანი წლებიდან მოიხმარს გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, ჯეჯერობით არ არსებობს სერიოზული კვლევა, რომელიც გმო-ს მავნებლობას დაადასტურებდა.

    რა თქმა უნდა, უმეტესობას ურჩევნია ნატურალური პროდუქტი, მაგრამ ეს ფუფუნებაა.

    ჩვენი ქვეყანა ღარიბია, გვინდა თუ არა, მოგვიწევს გმო-ს ჭამა, ალტერნატივა შიმშილია.

  • natia says:

    dros ragatom kargavt uqmad mere kanonmdeblebo.nutu tqveni shvilebi ar miirtmeven analogiur produqtebs?!!!

  • ნინო says:

    სადმე კონტროლდება რომელი ქვეყნიდან შემოდის ან როგორი ხარისხისაა ბოსტნეული..
    რამდენი წელია –პამიდორი მწვანეა შიგნიდან.
    ხახვს არ აქვს სუნი და გემო.
    ბადრიჯანი კი პლასტმასივითაა ხოლმე ..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი