მთავარი » ქრისტიანობა

რა მოვალეობები აქვთ სტიქაროსნებს ღვთისმსახურების დროს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.02.2017 ერთი კომენტარი | 8,081 ნახვა

სტიქაროსანი სტიქაროსნების ფუნქცია-მოვალეობებზე ღვთისმსახურების დროს გვესაუბრება თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრი დეკანოზი დავით დათუაშვილი:

– ღვთისმსახურებაში, რომელიც ტაძარში ტარდება, წირვა-ლოცვა და სხვადასხვა მსახურებები მონაწილეობას ღებულობენ, როგორც მღვდელი, დიაკვანი, ასევე სტიქაროსნები. სტიქაროსანი არის პიროვნება, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ღვთისმსახურებაში, მასაც გარკვეული ფუნქციები აქვს გამოყოფილი. კერძოდ, ეს გახლავთ ყველა იმ დავალების შესრულება, რომელსაც მოძღვარი დაავალებს ღვთისმსახურების დროს და განასახიერებს ანგელოზს, რომელიც ღვთის წინაშე აღასრულებს თავის მსახურებას. სტიქაროსნები შემოსილნი არიან სპეციალური შესამოსლით – სტიქრით, ამიტომაც ეწოდებათ მათ სტიქაროსნები. ისე საეკლესიო ენაზე მათ ჰიპოდიაკვნები ჰქვიათ, ანუ დიაკვნამდე არსებული მსახური. დიაკვანი არ არის თავისი ქიროტონიით და სასულიერო პირად არ ითვლება, მაგრამ ასრულებს დავალებებს, არის დამხმარე, როგორც დიაკვანი, მაგრამ დიაკვანი უშუალოდ მსახურობს, კვერექსებს კითხულობს, ლიტურგიაში ღებულობს მონაწილეობას, ხოლო სტიქაროსანი ამას ვერ შეასრულებას, მაგრამ მას აქვს დავალება: სანთელი აანთოს, ზარი დარეკოს, მოძღვარს ან დიაკვანს მიუტანოს საცეცხლური, გააცხელოს საცეცხლური, მოამზადოს ეს ყველაფერი, იმისათვის რომ მსახურება ჩატარდეს კარგად.

– სტიქაროსნის როლი ლიტურგიაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. კარგად ჩამოყალიბებულ, მცოდნე სტიქაროსანს შეუძლია ხელი შეუწყოს სასულიერო პირს ლიტურგიის სრულყოფილად ჩატარებაში. გარკვეულწილად სტიქაროსანი ასევე მორჩილების მოვალეობასაც აღასრულებს. მორჩილებაა, როდესაც შენ გავალებს მოძღვარი, შენ უსიტყვოდ, ყოველგვარი საუბრის გარეშე ასრულებ იმას, ამით სრულყოფილს ხდი იმ წირვა-ლოცვას, რომელსაც ატარებს მოძღვარი.

ჩვენს ტაძარში ბევრი სტიქაროსანი გვყავს, დაახლოებით 20-მდე.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • კონსტანტინე უღირსი says:

    აფხაზეთი სამაჩაბლო და სხვები … მადლით აუცილებლად იქნება საქართველოს განუყოფელი ერთიანი ნაწილები…

    მონასტერს მონატრებული სტიქაროსანი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი