მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რა ასაკიდან უნდა დაისაჯოს მოზარდი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.06.2009 | 4,268 ნახვა

არასრულწლოვანი პატიმრების სულიერ განვითარებაზე ეკლესია ზრუნავს

არასრულწლოვანიწმინდა მთავარანგელოზთა ეკლესიასთან იგეგმება სამრევლო სკოლის გახსნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არასწრულწლოვნებში კრიმინალური მიდრეკილებების პრევენციაა. ამიტომ ჩვენ ამ თემების გაშუქებას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. ჩვენ შემოგთავაზებთ სტატიებს, ინტერვიუებს, სიუჟეტებს, თუ რა ხდება ქვეყანაში არასწრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის კუთხით და როგორია მოზარდებში კრიმინოგენული ვითარება.

არასრულწლოვანთა სამართლებრივი პასუხისგება მტკივნეული და საფრთხილო თემაა. ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ქვეყანაში არასრულწლოვან პატიმართა რიცხვის შემცირება. საქართველოში, ბოლო სამი წლის არასრულწლოვან პატიმართა სტატისტიკა ასეთია: 2007 წლის იანვარი 155; 2008წლის იანვარი 195, 2009წლის იანვარი 180 არასრულწლოვანი პატიმარი.

რა კანონი მოქმედებს საქართველოში არასრულწლოვნებთან მიმართებაში, რამდენადააა მათი უფლებები დაცული, რა პირობებში უწევს საპყრობილეში მოხვედრილ მოზარდს ყოფნა, რამდენად მართებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული ზღვრული ასაკის შემცირება 14-დან 12 წლამდე, რაშია გამოსავალი და რა პრაქტიკაა მსოფლიოში ამ კუთხით, გვპასუხობს ირენა გაბუნია, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის” წარმომადგენელი.

ირენა გაბუნია: “არასრულწლოვნებს იცავს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია და ბავშვის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი. არასრულწლოვნის ცემა, დაშინება დასჯადი ქმედებაა საქართველოს კანონმდებლობის სისხლის სამართლის კოდექსისა და საერთაშორისო კონვენციების მიხედვით. მაგრამ სასჯელის უმკაცრეს ზომად არასრულწლოვნისთვის ჩვენ მივიჩნევთ პატიმრობას და ყველგან მივუთითებთ, რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ალტერნატიული სასჯელის სახეები.

კანონმდებლობის თვალსაზრისით ხარვეზები არასრულწლოვანთა უფლებების დაცვასთან მიმართებით არ არის. თუმცა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არის მთელი რიგი გაუგებრობა. სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება. კერძოდ, 38-ე და 80-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მთელი რიგი დანაშაულების მიმართ: განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა… პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს 14 წლამდე ასაკის პირს. კანონი 2008 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში, თუმცა, 2008 წლის მონაცემებით, 12-დან 14 წლამდე პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, რადგან სასჯელაღსრულების სისტემა არ არის მზად მიიღოს 12 წლამდე პირი. კარგია, რომ აპირებენ ამ მუხლის ამოღებას. არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა ისევ აიწიოს. ეს იქნება ლიბერალური გადაწყვეტილება. არ შეიძლება 14 წლამდე ადამიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, არ აქვს გააზრებული საკუთარი ქმედება. ასეთ ქმედებას სჩადიან ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ბავშვები. მათ აქვთ რეალურად პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ.

კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული ბავშვების სრულად იზოლირება ნორმალური ბავშვებისგან, არღვევს როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციას, ასევე, რეალურად არსებულ კანონს. საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის მიზნით, უნდა დაინერგოს ზადამხედველობის, აქტივობაში ჩართულობის და სწავლების პროგრამები. მსოფლიოში ასეთ ბავშვებთან ურთიერთობის სპეციალური სკოლებიც კი არსებობს. აფრიკის ქვეყნებში საპატიმრო ასაკი 9 წლიდან იწყება, რაც მიუღებელია. იუნისეფიც ამ ასაკის წინააღმდეგ გამოდის. ყველაფერი უნდა მოხდეს ქვეყნის არა მარტო კრიმინოგენური სიტუაციის, არამედ სოციალური, ეკონომიკური და მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. თუნდაც ჩვენი რიცხოვნობიდან გამომდინარე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ გულზე ხელი დაიკრიფოს და ქმედითი ნაბიჯები არ გადადგას ამ კუთხით.

ჩვენთან რომ საკანონმდებლო და სასამართლო ხარვეზები არსებობს, ამას ყველა საერთაშორისო ექსპერტი შესაბამის სფეროში მიუთითებს. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი სასამართლოები. სასამართლო სისტემაში უნდა არსებობდეს სპეციალური განმხილველი პალატა, რომელიც არასრულწლოვანთა უფლებებზე იქნება ორიენტირებული. არ შეიძლება სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირის მიმართ ერთ ჭრილში იყოს გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი. უნდა ვიზრუნოთ ასეთი ბავშვების ფიზიკური, სულიერი მდგომარეობის გამოსწორებაზე, და არა, მათ პირდაპირ ციხეში გაშვებაზე. რადგან შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მივიღოთ. მოზარდებს პატიმრობისას იმდენი წინააღმდეგობა ხვდებათ, რომ ეს მათზე დადებითად ვერ იმოქმედებს. რეაბილიტაციის კუთხით უნდა გადაიდგას მეტი ნაბიჯი.

წინა წლებთან შედარებით არასრულწლოვანთა დაწესებულებებში განათლების, ოჯახთან ურთიერთობისა და საპყრობილეში მოპყრობის მხრივ ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია.

როგორც ირკვევა, სასჯელაღსრულების სისტემა, ასევე, სამინისტრო ქმნის შესაბამის გარემოს, ხელმისაწვდომი იყოს ეკლესია არასრულწლოვანი პატიმრებისთვის. მათ ჰყავთ მოძღვარი, რაც სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. საზოგადოების, ეკლესიის ჩართულობა, კონტაქტი მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახება”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი