მთავარი » საზოგადოება

რა არის საჭირო ანალიტიკური აზროვნების განვითარებისათვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2014 4 კომენტარი | 9,725 ნახვა

იხილეთ:

„ლოგიკური აზროვნების სწავლა ანალიტიკური აზროვნების აუცილებელი პირობაა“

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას ზოგად უნარებში. რამდენად უწყობს ხელს ეს საგანი ახალგაზრდებს ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში? გვესაუბრება ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი დავით ზარნაძე:

„ზოგადი უნარების გამოცდა გარკვეული სტიმულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისათვის. საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ აბიტურიენტებისათვის ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტის ვერბალური ნაწილის სტრუქტურის შესახებ: აზროვნება მასში ბევრია ანალოგიების საკითხები, რომლებიც უფრო ენობრივ-ლექსიკური მარაგის ტიპის სავარჯიშოებია და შედარებით ადვილია. აბიტურიენტი ცდილობს მათ ხარჯზე იოლად გავიდეს. ეს აჩვევს მათ მექანიკურობას და უბიძგებს ღრმა აზროვნებიდან თავის დაღწევისკენ. უმჯობესი იქნებოდა ანალოგიების საკითხების უმრავლესობის ნაცვლად საგამოცდო საკითხებად შეტანილიყო მარტივი სტანდარტული ლოგიკური სავარჯიშოები (მათ შორის ანალოგიური მსჯელობები), რომლებიც საბოლოოდ სტიმულს მიცემდა ლოგიკური აზროვნების უფრო ღრმად შესწავლას. მისასალმებელია აგრეთვე სავარაუდო პასუხების რიცხვის ხუთამდე გაზრდა. სახელმძღვანელოს არ არსებობისა და ლოგიკისადმი სკოლაში ზერელე დამოკიდებულების გამო, აბიტურიენტს მხოლოდ ის გზა რჩებოდა, რომ პასუხი მექანიკურად შემოეხაზა. აქამდე ზოგადი უნარების რეპეტიტორების უმრავლესობაც ორიენტირებული იყო გამოცდის შედეგზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ლოგიკის სტანდარტული საკითხების ღრმად სწავლებას, რაც უარყოფითად აისახებოდა ლოგიკური და მაშასადამე, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ამჯერად არსებობს მარტივი სასწავლო წიგნი, რამაც აბიტურიენტს და რეპეტიტორებს უნდა უბიძგოს ლოგიკის საკითხების უფრო ღრმად შესწავლისაკენ არა მარტო გამოცდის, არამედ საერთოდ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების ჩამოსაყალიბებლად.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას მაგისტრატურაში ჩამბარებელთა მსურველთათვის, ეს არის სრულყოფილი ტესტი ანალიტიკური აზროვნების შემსწავლელთათვის და მათთვის მოტივაციაც საკმარისია ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სრულყოფისათვის.“

რას ურჩევთ ადამიანებს ანალიტიკური აზროვნების განვითარებისათვის?

“ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებელი” (ავტ. დავით ზარნაძე) ამჟამად არის ადვილად შესასწავლი ერთადერთი წიგნი, რომელშიც გაკეთებულია და დალაგებულია სავარჯიშოები სიძლიერის მიხედვით. მასში არ არის არავითარი მათემატიკა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს ურთულებს წაკითხვას. ყველა სავარჯიშოს აქვს საჭირო განმარტება, რომელიც აადვილებს მის გაგებას. ამდენად, წიგნი გათვალისწინებულია მასობრივი მკითხველისათვის. მასში სისტემატურად და მკითხველისათვის რაც შეიძლება მარტივად არის გადმოცემული ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების სავარჯიშოები (ცხრაასზე მეტი) თავიანთი დასაბუთებებით. ეს სავარჯიშოები ძირითადად ეძღვნება ჭეშმარიტობისა და მცდარობის გარკვევას მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, შეცდომების პოვნასა და მათ გასწორებას. კერძოდ, ახალგაზრდებისათვის (აბითტურიენტებისა და მაგისტრანტობის მსურველთათვის) მოცემულია ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების საკითხები და სავარჯიშოების ანალიზი იმ დონით, რომელიც მათ მოეთხოვებათ ეროვნული გამოცდების ფორმატით, როგორც აბიტურიენტების, ასევე მაგისტრანტებისათვის. გარდა ამისა, წიგნში მოცემულია კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერენციუსის, სენეკას, ციცერონის, დეკარტეს, მრავალი ლათინური და სპარსული ბრძნული გამონათქვამების ანალიზი. აგრეთვე მოყვანილია ანალიტიკური მსჯელობები პოლიტიკური და იურიდიული ტიპის სენტენციების, ჟურნალისტური მსჯელობების და პრესაში მიმდინარე პოლემიკის შესახებ, რომლებშიც მრავალი შეცდომა იქნა აღმოჩენილი. ამდენად წიგნი ორიენტირებულია მასობრივი მკითხველის ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების ამაღლებისაკენ და აქვს შემეცნებითი ხასიათი. ამ თვალსაზრისით მისი რეალური სათაური იქნებოდა ”ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების საფუძვლები”. მზად ვართ წიგნის ნებისმიერი დონის ექსპერტიზისათვის, რომ მან დაიმსახუროს კუთვნილი ადგილი. ჩვენი სამეცნიერო-პედაგოგიური ჯგუფის მიერ დაწყებულია აგრეთვე ”რაოდენობრივ-ანალიტიკური აზროვნების თვითმასწავლებლის” შექმნა, რომელიც ასევე განკუთვნლი იქნება მასობრივი მკითხველისათვის.

წიგნში მოყვანილი სავარჯიშოების უმრავლესობაში საუბარია ჭეშმარიტობის შესახებ. ამდენად აუცილებელი იყო წიგნს მიეღო კურთხევა ეკლესიისაგან. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ წიგნი საჩუქრად გადამეცა პარტიარქისათვის. ვაპირებთ პატრიარქის ბრძნული აზრების ლოგიკური ტექნიკით გარჩევას, რომ ისინი უფრო მისაწვდომი გახდეს მთელი ერისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა პირობითი წინადადებაა და პირობითი წინადადების დასაბუთების წესის თანახმად, სასურველია, რომ ისინი რეალურად ჭეშმარიტი გახდეს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • zviadi says:

    დიდი მადლობა ბატონ დავით ზარნაძეს! ნამდვილად ჭეშმარიტ და დიდ საქმეს აკეთებს!

    მიხარია ამას რომ ვკითხულობ და ვხედავ, რომ არც ის გამორჩენია თუ რამხელა მოაზროვნეა თავად პატრიარქი.

    ის დიდი მოაზროვნეა, ჩვენ მაგივრად აზროვნებს და შეუძლია პასუხებიც გვითხრას მაგრამ არ გვეუბნება! იმიტომ რომ ამით ყველაზე მთავარი – თავად აზროვნება გვასწავლოს, მიგვაჩვიოს, თორე პასუხებსაც გვეტყოდა და დაღეჭილს ჩაგვიდებდა თავში.

    • დავითი says:

      ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობა ყველგან იგრძნობა (ჩვეულებრივ კამათში, კანონების წაკითხვისას,აზრის გამოთქმისას), მაგრამ რეალურად არ არსებობდა პრაქტიკულ ცხოვრებისეულ მაგალითებზე დამყარებული წიგნი,რომლითაც შეიძლებოდა მისი შესწავლა. მეორეს მხრივ,ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტებს და მით უმეტეს, მაგისტრატურაში ჩამბარებლებს თხოვენ გამოცდაზე მის ცოდნას და რეალურად არც სკოლაში არ ასწავლიან და არც უნივერსიტეტში. ასეთი მდგომარეობის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა და რაოდენ სასიხარულოა ჩემთვის, რომ წიგნის დაბეჭდვა დაემთხვა პარტიარქის მოწოდებას ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

  • zviadi says:

    ერთ რამეს ვიტყვი აუცილებლად, მათემატიკა სიმართლეს და აზროვნებას აყვარებს ადამიანს! აი ვუყურებ ამ კაცს და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორია! ეს უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიყენოთ, როგორც იარაღი ან ხელსაწყო.

    მათემატიკა არის ზუსტი, შეუმცდარი სიმართლის მეცნიერება, რომელიც არ გატყუებს. მათემატიკოსს სიმართლე არ უყვარდეს ძნელი წარმოსადგენია.

    ზოგს რომ გონია იქსი და იგრეკი რაში გამომადგებაო, მათემატიკური სიზუსტეა საჭირო აზროვნებაში, მათემატიკური სიზუსტის გადატანას უნდა ცდილობდე აზროვნებაში და რომ აზროვნება შეუმცდარი იყოს.

    • დავითი says:

      მადლობას მოვახსენებ ბატონ ზვიადს გაკეთებული კომენტარისათვის. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ცხადად არ იგრძნობა მათემატიკა – მასში არ არის არც ერთი მათემეტიკური თეორემა – სასაუბრო ენით აზრის გადმოცემისას ჩვენი აზროვნება საოცარ, ჭეშმარიტად მათემატიკურ სიზუსტეს ითხოვს. სწორედ ამ სიზუსტეების გაცნობიერებაა წიგნის მთავარი მიზანი და ეს კეთდება მარტივი ცხოვრებისეული მაგალითებით. მოყვანილი მრავალი სავარჯიშო გვიჩვენებს, რომ მცირედ ცვლილებებს წანამძღვრებში ჭეშმარიტიდან მცდარ დასკვნებამდე მივყავართ.
      წიგნში მათემატიკის არ არსებობის მიზეზი ისიცაა, რომ წიგნის წაკითხვა ხელმისაწვდომი ყოფილიყო მკითხველთა ფართო წრისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქის მოწოდებას ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების შესწავლის შესახებ მრევლიც გამოეხმაურება. ამ საკითხებისადმი ინტერესი ძველი წელთაღრიცხვიდან მოდის და ამდენად მისი არცოდნა დღეს უკვე დიდ ნაკლად უნდა ჩაითვალოს განათლებული ადამიანისათვის. მით უმეტეს, როგორც პატრიარქი აღნიშნავს ”თუ ამას ისწავლის ადამიანი მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს”. წიგნის პრეამბულაში კი ვკითხულობთ: ”თუ ამას შენი სურვილით არ ისწავლი, მაშინ ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც გაიძულებს ის ისწავლო, ხოლო გამოცდილება ის სკოლაა, სადაც ყოველი გაკვეთილი ძვირი გვიჯდება>

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი