მთავარი » ჯანმრთელობა

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2017 | 1,591 ნახვა

საშვილოსნოს ყელი არის ორგანო, რომელიც საშვილოსნოს საშოსთან აკავშირებს. საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ქსოვილის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაა. ეს ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება. საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია რეგულარული სკრინინგითაა შესაძლებელი.

სიმპტომები

საწყის სტადიებზე საშვილოსნოს ყელის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დაავადების განვითარების შემდგომ ეტაპებზე კი ჩნდება შესამჩნევი სიმპტომები, ესენია:

· ყავისფერი გამონადენი მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში;
· სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი ურთიერთობის დროს;
· ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
· ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები (საერთო სისუსტე, უმადობა, სხეულის წონის კლება, ტემპერატურის მატება და ა.შ.);
· ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და ა.შ.

ზემოაღნიშნული რომელიმე ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები სხვა არასიმსივნურ დაავადებებსაც ახასიათებთ.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს უსიმპტომო მიმდინარეობაც ახასიათებს, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგის აუცილებლობაზე მეტყველებს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასა და გართულებაზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები:

· შარდვის სიხშირე
· სისხლი შარდში
· რექტალური სისხლდენა
· დიარეა
· შარდისა და განავლის შეუკავებლობა
· ლიმფოსტაზი ქვემო კიდურებში

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზები

თითქმის ყველა შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ასოცირებულია ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) მაღალი რისკის ჯგუფთან. ეს უკანასკნელი მოიაზრება ერთ-ერთ გავრცელებულ ინფექციად, რომელსაც ადგილი აქვს ხუთიდან ოთხი სქესობრივად აქტიური მოზრდილის ანამნეზში, რომელიც უხშირესად ასიმპტომურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის სკრინინგული კვლევა.

სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე და განსაკუთრებულად ნაადრევად დაწყებული სქესობრივი აქტივობა HPV მაღალ რისკებად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორები ითვლება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკად, ბევრი ქალი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი შესაძლოა გახდეს ინფიცირებული HPV -ით და ასევე შესაძლოა განვითარდეს უჯრედების ატიპიური ზრდა, რაც გახდება საფუძველი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა.

ანალოგიურად, როგორც სხვა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევაში, მწეველობა ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს. თამბაქო აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ ძალებს, რაც ადვილად დაინფიცირების და საშვილოსნოს ყელში უჯრედების ე.წ. სიმსივნური გადაგვარების საფუძველი ხდება.
სხვა რისკის ფაქტორებად მოიაზრება:

· დათრგუნული იმუნური სისტემა
· მშობიარობა ძალიან ახალგაზრდა ასაკში
· მრავალშვილიანობა
· უშვილობის სამკურნალო პრეპარატების მიღება
· ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გრძელვადიანი გამოყენება (10 წელზე მეტი), რამაც შესაძლოა, გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ სარგებელი ამ შემთხვევაში ხშირად სჭარბობს რისკს.

არის თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბო ინფექციური ბუნების?

საშვილოსნოს ყელის კიბო არ არის ინფექციური ბუნების და ის არ გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, თუმცა ადამიანის პაპილომა ვირუსის გავრცელება სქესობრივი კონტაქტის გზით ხდება.

არის საშვილოსნოს ყელის კიბო მემკვიდრეობითი?

საშვილოსნოს ყელის კიბო არ არის გამოწვეული გენეტიკური ცვლილებებით, რომელიც შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეობით.

რა ითვლება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებად?

დიდ ბრიტანეთში, დაადგინეს, რომ სკრინინგის გარეშე-საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი შეადგენს 1.7%. ეს ნიშნავს, რომ სკრინინგის გარეშე, 60-დან დაახლოებით ერთ ქალს განუვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო. სკრინინგი თავიდან აგვაცილებს კიბოს განვითარებას 10-დან 7 ქალში, რადგან ის საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ კიბოსწინარე დაავადებები და ვუმკურნალოთ.

თქვენ შეგიძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის შემცირება:
· უსაფრთხო სექსი: პრეზერვატივის გამოყენება ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად
· ჯანსაღი ცხოვრების წესი: ჯანსაღი ცხოვრება იმუნური რეაქტიულობის შენარჩუნების საფუძველია.
· უარი თამბაქოს – მოწევა აჩერებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მუშაობას, რის გამოც უფრო ადვილად შესაძლოა განვითარდეს ინფექცია. აქედან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შანსი იზრდება.
· საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 64 წლის ასაკამდე საშვილოსნის ყელის კიბოს თავიდან აცილების საშუალებაა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.