მთავარი » ქრისტიანობა

რა არის ნარკოტიკების მიღების მიზეზი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2019 | 141 ნახვა

საუბრები ათონელ ბერებთან

მამა გაბრიელი: რა არის ნარკოტიკების მიღების მიზეზი?

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ნარკოტიკებში თავდავიწყებას ეძიებენ ეკლესიის გარეშე მცხოვრები, რელიგიის მიმართ ინდიფერენტულები ადამიანები, რომლებიც სულიერ სიცარიელეს განიცდიან. ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან ქრისტე და არ ცხოვრობენ ეკლესიურად, მცირეოდენი ცხოვრებისეული წარუმატებლობისთანავე სასოწარკვეთას ეძლევიან და ნარკოტიკების საშუალებით სატანას ემონებიან.

ნარკოტიკის გასინჯვის საცდურს აძლიერებს ცუდი მაგალითები და იმ ადამიანების საუბრები, ვისაც უკვე გაუსინჯავს იგი, აგრეთვე საკუთარი (ეშმაკისაგან შთაგონებული) ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებისეული უსუსურობა, ღვთისადმი ცოცხალი რწმენის უქონლობა და ილუზორული სიამოვნების ძიება. ნარკომანიის გავრცელებაზე მოქმედებს ასევე … იმ საიდუმლო ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ახალგაზრდებში სექსუალური აღვირახსნილობის გაღრმავებას ცდილობენ, რადგან ნარკოტიკებზე მიჯაჭვული ახალგაზრდები უფრო ადვილად ექვემდებარებიან მათ ზემოქმედებას.

მამა გაბრიელი: რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ნარკოტიკების მიმართ?

-ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: წმიდა სახარება, ეკლესიის მამები და ათონის თანამედროვე სულიერი მოძღვრები კატეგორიულად კრძალავენ ნარკოტიკების მიღებას, რადგან ამას მათ მიმართ ცოდვიანი მიჯაჭვულობა მოსდევს, რაც აბსოლუტურად თრგუნავს ადამიანს, ბილწავს მის სულს და კლავს სხეულს. ნარკომანი დაკარგულია ღმერთისა და საზოგადოებისათვის, განწირულია თვითგანადგურებისა და სამუდამო სასჯელისათვის, თუკი დროულად არ მოეგება გონს, არ დაადგება მაცხოვნებელი სინანულის გზას და არ დაექვემდებარება სულიერ და სამედიცინო მკურნალობას.

ძვირფასო, ღვთისათვის საყვარელო ახალგაზრდობავ! თუკი თქვენთვის ფასეულია სხეულის სიჯანსაღე და სულის გადარჩენა, თვალისჩინივით გაუფრთხილდით საკუთარ თავს და დაიცავით იგი ნარკოტიკების გაძლიერებული შემოტევისაგან. ნარკოტიკი – ეს სულისა და სხეულის სიკვდილის სინონიმია.






სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.