მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ქვილთის ტექნიკით შესრულებული საეკლესიო ნივთები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.07.2013 | 3,402 ნახვა

მარიკა მამამთავრიშვილის მიერ შექმნილი საეკლესიო ნამუშევრები შესრულებულია ახალი ტექნოლოგიით, მაცხოვრის ბაირაღი სადაც გაერთიანებულია ქვილთი, აპლიკაცია და ნაქარგობა. მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ფაქტურის ნაჭრები. ქალბატონი მარიკა 7 წელია ამ მიმართულებით მუშაობს და მის მიერ ნათქვამ ახალ სიტყვას ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან პროტესტიც კი მოჰყვა. თუმცა, ნამუშევრები უწმიდესმა მოუწონა და დღემდე მისი ლოცვა-კურთხევით ქმნის ბაირაღებს, დაფარნებს და საეკლესიო შესამოსლებს…

“ამბიონს” საკუთარი შემოქმედების შესახებ თავად მარიკა მამამთავრიშვილი ესაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისთვის ბაირაღის შექმნაზე მუშაობს:

„2007 წელს დავამთავრე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების ფაკულტეტი, კოსტიუმის მოდელიორ-დიზაინერის კვალიფიკაციით. ხელობის ძირითადი ელემენტები უნივერსიტეტში შევისწავლე. სადიპლომო ნამუშევარი შევასრულე ქვილთის ტექნიკით, საიდანაც ამ ხელოვნებით ჩემი გატაცებაც დაიწყო.

ქვილთი გახლავთ სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფაქტურის ქსოვილის ნაჭრებისგან შექმნილი კომპოზიცია, რომელიც მუშავდება ძაფით. მის განვითარებასა და გამოყენებას სხვადასხვა სტილში შეძლებისდაგვარად ვცდილობდი. ვქმნიდი ნატურმორტებს, თბილისის პეიზაჟებს, აბსტრაქციებს და ა.შ. ამ ხელოვნებაში ვაერთიანებ ფერწერასაც და გრაფიკასაც, რადგან ქსოვილი იძლევა ამის საშუალებას.

დაფარნა

რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მაჩუქა უძველესი მე-18 საუკუნის საოცრად ლამაზი მეწამული ფერის ხავერდის ქსოვილი, დავხედე თუ არა მაშინვე ვიფიქრე, რომ ამ ქსოვილით შემესრულებინა ღვთისმშობლის ხატი. 2010 წელს დავიწყე მუშაობა ივერიის ღვთისმშობლის ხატზე, რამაც თითქმის 7 თვეს გასტანა. ამ ტექნიკით შერულებული ხატი უცხო აღმოჩნდა ხელოვნებათმცოდნეებისთვის და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რამაც მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო ბაირაღი. 2010 წლის 15 მაისს მივაბრძანეთ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარში. უწმიდესმა და უნეტარესმა იგი მოიწონა, აკურთხა და სამების საკურთხეველში მოათავსა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა პატრიარქმა მაცხოვრის ბაირაღის შესრულებაზეც მომცა კურთხევა. დღესდღეობით ორივე ბაირაღი სამების საკათედრო ტაძარში ბრძანდება. ამას მოჰყვა წმინდა ნიკოლოზის ბაირაღის შექმნაც, რომელიც ბრძანდება სვეტიცხოვლის ტაძარში.

შესამოსელი გავაგძელე საეკლესიო ნივთების შექმნა იგივე ტექნოლოგიით, როგორიცაა დაფარნები, ბაირაღები, არწივი. ანტიოქიის მონასტრის იღუმენიას, დედა ბარბარეს ლოცვა-კურთხევით შევასრულე არწივი. დედაომ ეს არწივი წააბრძანა იტალიაში ქ. ბარში წმ. ნიკოლოზის საფლავზე.

მოგვიანებით დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩემი მოძღვრისთვის შემექმნა სამოსელი და იგი შევქმენი ეროვნული მუზეუმიდან ამოღებული უძველესი ორნამენტების გამოყენებით, რამაც დიდი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ვმუშაობდი და ვმუშაობ შეკვეთებზეც.

სამოსელის სრულად დასრულებას დაახლოებით თვენახევარი, ორი თვე სჭირდება. თავდაპირველად იკერება სამოსელი, შემდეგ ვირჩევ ორნამენტს, მის ფერსა და ქსოვილის ფაქტურას, ამის შემდეგ ვანაწილებ კომპოზიციურად და ვამუშავებ ძაფით. სამოსელზე მუშაობა დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, შრომასთან…“

ქალბატონი მარიკას თქმით, ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, თუ ღმერთი მასთანაა და როცა ასეთ საქმეს მოჰკიდებ ხელს, უფალი აუცილებლად დაგეხმარება. მთავარია, პიროვნება სულიერად მომზადებული იყოს, ჰქონდეს ნებისყოფა და უფლის დიდი სიყვარული.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.