მთავარი » ქრისტიანობა

ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.11.2020 | 591 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც განხორციელდა ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც კომპანია „აბა ჯგუფმა“ შეასრულა, ტაძრის გუმბათის სახურავის გარდა შემოწმდა და რესტავრირდა არსებული სახურავი. ჟანგსაწინაამღდეგო ხსნარით დამუშავებულ და ანტიკოროზიული საღებავით შეღებილ თუნუქის ლილვებზე დაგებულ ხის კონსტრუქციებზე მოეწყო “იმერული” კრამიტის ფენილი.

ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე შეთანხმებული ქვები შეჭრისა და თუნუქის შეფენის მეთოდოლოგიით, სახურავისა და ფასადის შეერთების მონაკვეთებზე სრულად გამოირიცხა ტაძრის ინტერიერში წყლის ჩადინების ალბათობა.

არქტიტექტურული ფრაგმენტების განსაზღვრულ ადგილებზე მოეწყო დაფერილი თუნუქის ვერტიკალური და ჰორიზონტალური წყალშემკრები და სადინარი სისტემა, რაც ფასადებს სახურავიდან ნადენ წყლის ნაკადებს აარიდებს.

სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული სამუშაოები სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით ქვეშ წარიმართა.

ქვათახევის მონასტერი XII-XIII საუკუნეების ძეგლია. XV საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდმა მონასტერი აღადგინა. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა. ტაძარში დაცული სიწმნიდეები კი მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა და გადამალული განძიც მონასტერს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი. მონასტრის სხვა უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო. დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი