მთავარი » ქრისტიანობა

ქვასაყდარა – ტურისტის არჩევანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.07.2017 | 582 ნახვა

საქართველოში მრავალი ღირსშესანიშნაობა ტურისტულ მარშრუტებშია შეტანილი, თუმცა არის ისეთი ადგილებიც, რომელიც არათუ ტურისტებისთვის, ადგილობრივებისთვისაც უცნობია. ქვასაყდარა მათ შორისაა ბუნებრივი საოცრება „ქვასაყდარა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუბალპურ და ალპურ ზონაში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არის შემორჩენილი. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო.

კურორტ საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარას აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ ,,წითელმინდორის” ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები ,,ქვასაყდარას” უწოდებენ. ეს ტურისტული ობიექტი მდებარეობს ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ახალციხის საავტომობილო გზის შუა მონაკვეთზე. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება როგორც მესხეთის ქედის მიმართულებით, აგრეთვე მდინარე წაბლარასწყლის ხეობაზე. ხელსაყრელია ტურისტული ობიექტების მოსაწყობად. მანძილი თბილისიდან – 265 კმ; ბაღდათიდან – 40 კმ; ქუთაისიდან – 70 კ.

ქვასაყდარა კემპინგი ,,ქვასაყდარა“ 2015 წელს ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 1 კმ-ის მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში წმ.ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკარის ხეობის გზა-გასაყარი. საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ აქ მდებარეობს ე.წ ,,ძაბრი“, სადაც იმერეთის ტერიტორიიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება სამცხე-ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბერში. ამდენად, ბერდვოჩერებისათვის (ორნეტოლოგები) არის იდეალური ადგილი, რადგან ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. აქვე იმართება სხვადასხვა ზეიმი.

ქვასაყდარაწელს, 9 აგვისტოს ქვასახდარასთან ფერმერის დღე აღინიშნება, დამეგობრებული მუნიციპალიტეტები – ბაღდათის და ადიგენის შემოქმედებითი ჯგუფები კი ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ. აწყობენ ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენას, დოღს და სხვა სანახაობრივ აქტივობებს. ეს ღონისძიება გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს, თუმცა გარკვეული პერიოდი აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია 2015 წელს აღდგა, როდესაც ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.

მსგავსი ბუნებრივი წარმონაქმნი მდებარეობს რუმინეთში ბუჩეჯის სფინქსი (რუმ. Sfinxul din Bucegi) — გეოლოგიური ფორმაცია, რუმინეთში, ბუჩეჯის მასივზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2216 მ სიმაღლეზე. ფორმით წააგავს ეგვიპტის სფინქსს, საიდანაც მოდის სახელწოდება. შექმნილია ქარისმიერი ეროზიით, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოქმნასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებაც. მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. „ბუჩეჯის სფინქსი“ კლასიფიცირდება როგორც უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნი. ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქი ბუშტენი.

საქართველოში ვიზიტორების ჩამოსვლის მთავარ მიზეზებს შორის, კულტურასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ბუნებაა. იმედია, ქვასაყდარაც მალე გახდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცნობილი ტურისტული ობიექტი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).